Speeches Shim

23 მარტს, USAID-მა და თიბისიმ სტრატეგიული პარტნიორობის მემორანდუმი გააფორმეს. ღონისძიებას უძღვებოდნენ USAID-ის ადმინისტრატორის მოადგილე, იზაბელ კოულმენი, რომელიც საქართველოში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება და თიბისი ბანკის გენერალური დირექტორი, ვახტანგ ბუცხრიკიძე. პარტნიორობა ხელს შეუწყობს საქართველოს ეკონომიკური დივერსიფიკაციისა და მდგრადობის განმტკიცებას.

გასულ წელს სუპერნოვას წარმომადგენელმა, ქეთევან ბოსიკაშვილმა გაიმარჯვა USAID-ის ხელშეწყობით ჩატარებულ ინოვაციურ კონკურსში. კონკურსი ჩატარდა ტექნიკური პროფესიონალებისათვის, რომლებიც დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლისთვის საჭირო მეთოდებს შეიმუშავებენ. წელს ქეთევანი, დემოკრატიების ალიანსში გააგრძელებს საქმიანობას, ორგანიზაციაში, რომელიც 2017 წელს ნატოს ყოფილმა გენერალურმა მდივანმა და დანიის პრემიერ მინისტრმა ანდერს ფოგ რასმუსენმა დააფუძნა.

USAID/საქართველო ითანამშრომლებს საქართველოს პარლამენტთან, სასამართლოებთან, მოსამართლეებთან, სამოქალაქო საზოგადოებასთან და უნივერსიტეტებთან, რათა ხელი შეუწყოს დამოუკიდებელი, ეფექტიანი და ანგარიშვალდებული სასამართლო სისტემის ჩამოყალიბებას, რომელიც ქვეყნის ყველა მოქალაქეს უზრუნველყოფს ხელმისაწვდომი მართლმსაჯულებით.

USAID აგრძელებს საქართველოსთან პარტნიორობას და ხელს უწყობს მოქალაქეებზე ორიენტირებულ მმართველობას, რომელიც ეფუძნება გამჭვირვალობის, ანგარიშვალდებულებისა და ეფექტურობის პრინციპებს. მიმდინარე წლის ივლისში საქართველოს პარლამენტის ღია მმართველობის საპარლამენტო საბჭომ 2021-2022 წლების სამოქმედო გეგმა მიიღო, რაც პარტნიორობის ახალ ეტაპზე გადასვლას ნიშნავს. გეგმა ინკლუზიური პროცესის შედეგად შემუშავდა , რომელშიც მონაწილეობდნენ ღია მმართველობის საპარლამენტო საბჭო, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები და საერთაშორისო დონორები, მათ შორის USAID.
Pages
Last updated: March 25, 2022
Comment
Make a general inquiry or suggest an improvement.