გვანცა ალადაშვილი - USAID-ის ხელშეწყობით  განხორციელებული მიღწევები

Speeches Shim

ხუთშაბათი, 17 ივნისი, 2021
გვანცა ალადაშვილი, ფიზიკური თერაპევტი

USAID ახალგაზრდების გაძლიერებით, ხელს უწყობს მათ წვლილი შეიტანონ ქვეყნის განვითარებაში. ეს მხარდაჭერა გულისხმობს  შშმ პირთათვის უკეთესი გარემოს შექმნასაც. 

გვანცა ალადაშვილი USAID-ის ფიზიკური რეაბილიტაციის პროგრამას 2019 წელს შემოუერთდა, მაშინ, როდესაც ჯერ კიდევ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის (თსსუ) ფიზიკური მედიცინისა და რეაბილიტაციის ფაკულტეტის სტუდენტი იყო. 

ორი წელიწადში გვანცა „ფიზიკური რეაბილიტაციის პროექტის“ ფარგლებში პროფესიონალ ფიზიკურ თერაპევტად ჩამოყალიბდა და  კენ ვოლკერის სახელობის სამედიცინო რეაბილიტაციის საუნივერსიტეტო კლინიკის გუნდის წევრიც გახდა. კენ ვოლკერის კლინიკა USAID-ის მხარდაჭერილი დაწესებულებაა, რომელიც შშმ პირებს არამარტო საქართველოდან, არამედ სამხრეთ კავკასიის რეგიონიდან,  უზრუნველყოფს თანამედროვე სერვისებით.

USAID-ის მხარდაჭერილი პროგრამა, რომელსაც ახორციელებს მედიცინისა და ფიზიკური რეაბილიტაციის მსოფლიოს წამყვანი ინსტიტუტი ‘ემორის უნივერსიტეტი’ დაეხმარა გვანცას გამხდარიყო კვალიფიციური პროფესიონალი. 

„პროექტის დაწყებამდე ჩემი ცოდნა თეორიით შემოიფარგლებოდა. USAID-ისა და ემორის უნივერსიტეტის „ფიზიკური რეაბილიტაციის პროექტმა საქართველოში“ მომცა საშუალება, პრაქტიკაში გამომეყენებინა მიღებული განათლება. პაციენტის შეფასება, მასზე ორიენტირებული თერაპიის მიზნების ჩამოყალიბება - ეს ის უნარებია, რაც პროექტის ფარგლებში მიმდინარე უწყვეტი ტრენინგების საშუალებით შევიძინე.  ამერიკელ კოლეგებთან პირისპირ მუშაობამ კი ნამდვილ ფიზიკურ თერაპევტად ჩამომაყალიბა. დღეს მე ვიცი, როგორ უნდა შევაფასო  პაციენტი; ამერიკელ კოლეგებთან მუშაობამ დამანახა, როგორი უნდა იყოს პაციენტზე ორიენტირებული  გამართული კლინიკური  პრაქტიკა. პროექტის დახმარებით სრულიად შევცვალე ჩემი პროფესიული მიდგომები. შედეგად, მე აღარ ვარ დამოკიდებული ექიმის მიერ დასმულ დიაგნოზზე - ფიზიკურ თერაპიაში დიაგნოზს თავად ვუსვამ პაციენტს, როგორც ეს წესია!  - ამბობს გვანცა. 

საქართველოში 2017 წლიდან ფიზიკური რეაბილიტაციის პროექტმა  მოქალაქეები ხარისხიანი, ხელმისაწვდომი სარეაბილიტაციო სერვისებით და დამხმარე ტექნოლოგიებით უზრუნველყო. პროგრამა ხორციელდება ემორის უნივერსიტეტს, თბილისის სახელმწიფო  სამედიცინო უნივერსიტეტს, „კოალიცია დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის" და კორპორაცია „პარტნიორები საერთაშორისო განვითარებისთვის" პარტნიორობის ფარგლებში.

 

 

Last updated: June 21, 2021

Share This Page