ენა

USAID  საქართველოს მისიის დირექტორი პიტერ ვიბლერი; დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და მმართველობის ოფისის დირექტორი ადამ შმიდტი და აშშ-ს საელჩოს  საგარეო საქმეთა და პოლიტიკურ-სამხედრო განყოფილების უფროსი ქეით ნუტი USAID- ის მიერ დაფინანსებულ პროგრამებს გაეცნენ აფხაზეთის რეგიონში.  ვიზიტის მიზანი იყო იმის დემონსტრირება, რომ აშშ-ს მთავრობა უწყვეტად უჭერს  მხარს საქართველოს განვითარებასა და ტერიტორიულ მთლიანობას და ამ მხარდაჭერის მნიშვნელოვანი ნაწილია აფხაზეთის  განვითარება და კონფლიქტის მოგვარება. 

დელეგაციამ მოინახულა სამედიცინო დაწესებულებები, უმაღლესი და პროფესიული განათლების ცენტრები და მცირე ბიზნესის ობიექტები.  ის ობიექტები, რომლებიც  USAID- ის დახმარების ნათელი მაგალითია. 

2019 წლის მარტის შემდეგ ეს ამერიკის მთავრობის წარმომადგენელთა პირველი ვიზიტი იყო  აფხაზეთის რეგიონში.  ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ამ  ვიზიტს,  რომელიც ცხადყოფს რომ ამერიკის  მხარდაჭერა უწყვეტია და უგულებელყოფს იმ მოსაზრებას თითქოს, აფხაზეთში მცხოვრები ხალხის სტაბილური და უსაფრთხო მომავალი  რუსეთზეა დამოკიდებული.

ვიზიტი  ასახავდა USAID / საქართველოს ქვეყნის განვითარების თანამშრომლობის სტრატეგიაში დასახული განვითარების მიზნებს.  2020 წელს დაწყებული, ახალი ხუთწლიანი სტრატეგიის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია მავნე ზეგავლენის მიმართ საქართველოს მდგრადობის გაძლიერება. ამ საკითხში  ძირითადი აქცენტი ხალხის მხარდაჭერაზე , კერძოდ  აფხაზეთსა და საქართველოს სხვა რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობის ურთიერთობის მხადაჭერაზე კეთდება. 

Image