ენა

 ახალი, მონაცემებზე დაფუძნებული ხელსაწყო გააძლიერებს საპარლამენტო ზედამხედველობას და ხელს შეუწყობს საქართველოს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ეფექტურ მართვას, რის შედეგადაც მივიღებთ  ჯანდაცვის სფეროში  შედეგების  გაუმჯობესებას და საჯარო სახსრების უფრო გამჭვირვალე ხარჯვას.

USAID-ი ციფრული ხელსაწყოების გამოყენებით ხელს უწყობს საქართველოს სამთავრობო უწყებებს საჯარო სერვისების ეფექტურ, გამჭვირვალე და ანგარიშვალედბულ განხორციელებაში.

მარტში USAID-ის დემოკრატიული მმართველობის ინიციატივამ პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტს გადასცა ელექტრონული პლატფორმა, რომელიც ჯანდაცვის სფეროსთვის გამოყოფილი თანხების ხარჯვის სათანადოდ შეფასებასა და მონიტორინგის შესაძლებლობას იძლევა. პლატფორმა მონაცემებს ორი ძირითადი  სახელმწიფო პროგრამიდან მიიღებს: საყოველთაო ჯანდაცვის და ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებით უზრუნველყოფის პროგრამებიდან. ახალი ხელსაწყოს შექმნასთან ერთად USAID-ის დემოკრატიული მმართველობის ინიციატივა გადაამზადებს კომიტეტის წევრებს და მათ თანამშრომლებს, რათა შეძლონ ახალი პლატფორმის ეფექტურად გამოყენება.

ჯანდაცვის სფეროში გაწეულ ხარჯებზე ამგვარი წვდომის შედეგად, ჯანდაცვის კომიტეტის წევრები და ზოგადად პარლამენტის წევრები უკეთ შესძლებენ საზედამხედველო ფუნქციის განხორციელებას და მტკიცებულებებზე  დაფუძნებული სამომავლო პოლიტიკის დაგეგმვას.  მომდევნო წლების განმავლობაში ახალ პლატფორმაზე უფრო მეტი მონაცემების ხელმისაწვდომობასთან ერთად, კიდევ უფრო გაიზრდება მისი ეფექტურობა საქართველოში საყოველთაო ჯანდაცვის სერვისების უზრუნველყოფის მონიტორინგისა და შეფასებისთვის.

 

 

Image