USAID მხარს უჭერს 35-ზე მეტ პროგრამას საქართველოში რათა გააძლიეროს მავნე ზეგავლენის მიმართ ქვეყნის მედეგობა, გააძლიეროს დემოკრატიული მიღწევები, უზრუნველყოს მაღალანაზღაურებადი დასაქმება და ეკონომიკური ზრდა.
მიმდინარე პროგრამები:
ადამიანის და ინსტიტუციური შესაძლებლობების განვითარება (HICD)
პროგრამას ახორციელებს - The Kaizen Company, LLC
პროგრამის მიზანია საქართველოში USAID-ის სტრატეგიული პარტნიორი იმ ორგანიზაციების, ადამიანური და ინსტიტუციური შესაძლებლობების გაუმჯობესება, რომლებიც მნიშვნელოვან როლს ასრულებენ ქვეყნის ფინანსურ განვითარებაში, დაგეგმვასა და მართვაში. აღნიშნული ორგანიზაციებია სამთავრობო, არასამთავრობო, ან მომგებიანი როგორც კერძო, ასევე საჯარო სექტორებში. USAID-ის ტექნიკური მხარდაჭერა ხელს უწყობს პარტნიორი ორგანიზაციების ორგანიზაციულ მთლიანობას, ოპერატიულ ეფექტიანობას და მათ გრძელვადიან ფუნქციონირებას.
ადგილობრივი მმართველობის პროგრამა
პროგრამას ახორციელებს -Tetra Tech ARD
პროგრამა, დეცენტრალიზაციის რეფორმების ფარგლებში, მხარს უჭერს საქართველოში უფრო ეფექტიან და ანგარიშვალდებულ ადგილობრივ ხელისუფლებას. ახალი პროგრამა გააძლიერებს ადგილობრივი მთავრობების შესაძლებლობებს მოქალაქეებზე პასუხისმგებელი საჯარო სერვისების მიწოდებისა და ადგილობრივი მმართველობის ეკოსისტემაში ანგარიშვალდებულების გაძლიერების მიზნით. პროგრამა პრიორიტეტს მიანიჭებს გადაწყვეტილების მიღების პროცესში ადგილობრივი სამოქალაქო საზოგადოების და მოქალაქეთა ჩართულობას. პროგრამა ხელს შეუწყობს საქართველოს მთავრობის 2020-2025 წლების ადგილობრივი თვითმმართველობის დეცენტრალიზაციის სტრატეგიის განხორციელებას საქართველოს 22 მუნიციპალიტეტში.
ანგარიშვალდებულების, სამართლიანობისა და რეფორმების ხელშეწყობა არჩევნებში
პროგრამას ახორციელებს - ISFED
პროგრამის მიზანია არჩევნებში ანგარიშვალდებულების, სამართლიანობისა და რეფორმების ხელშეწყობის გზით, თანასწორი, თავისუფალი და სამართლიანი საარჩევნო და პოლიტიკური პროცესების გაძლიერება. USAID-ის მხარდაჭერით პროგრამა რეკომენდაციების შემუშავებით და საარჩევნო რეფორმების ადვოკატირების გზით ხელს უწყობს საარჩევნო კანონმდებლობის გაუმჯობესებას. პროგრამა ასევე უზრუნველყოფს საზოგადოებისთვის არჩევნებისა და მასთან დაკავშირებული პოლიტიკური პროცესების შესახებ ობიექტური და დამოუკიდებელი შეფასების მიწოდებას სანდო და ინოვაციური მეთოდოლოგიის გამოყენებით. ასევე ხელს უწყობს საარჩევნო პროცესებისადმი საზოგადოების ნდობის გაზრდას დარღვევების აღმოჩენისა და მათზე დროული რეაგირების მეშვეობით; და საარჩევნო ადმინისტრაციისა და სხვა ორგანოების მიერ საარჩევნო დარღვევების განხილვის პროცესის მონიტორინგით.
ახალგაზრდების და ქალთა მეწარმეობის მხარდაჭერა საქართველოში
პროგრამას ახორციელებს - ფონდი კრისტალი
პროგრამა ინოვაციების წახალისებით, მეწარმეობის ხელშეწყობით და ახალგაზრდებისა და ქალების დასაქმებით ხელს უწყობს საქართველოს ახალგაზრდებისა და ქალების ეკონომიკურ ზრდას და გაძლიერებას. აქტივობა ახალგაზრდა მეწარმეებსა და პროფესიონალებს შესაძლებლობას მისცემს განივითარონ უნარები, გაიარონ ბიზნეს ტრენინგები და ხელმისაწვდომობა ჰქონდეთ ფინანსებზე. თეთრი სახლის ქალთა გლობალური განვითარებისა და კეთილდღეობის ინიციატივის მხარდაჭერით, პროგრამა ორიენტირებული იქნება ქალების მხარდაჭერაზე და 2500-ზე მეტ ქალს მისცემს შესაძლებლობას გაიარონ ბიზნესის მენეჯმენტის ტრენინგები, მიიღონ იურიდიული და საბუღალტრო კონსულტაციები და დაამყარონ მათი ბიზნესის განვითარებისთვის საჭირო კავშირები.
ახალგაზრდობის მიერ წარმართული სამოქალაქო დიალოგის ინიციატივა
პროგრამას ახორციელებს - International Alert
პროგრამა სამოქალაქო აქტივობებში ჩართვით ხელს უწყობს კონფლიქტით დაზარალებული რეგიონების ახალგაზრდების გაძლიერებას, ხელს უწყობს ადმინისტრაციული გამყოფი ხაზის გასწვრივ სამოქალაქო საზოგადოების გამრავალფეროვნებასა და ურთიერთობის ნორმალიზაციას. პროექტი მუშაობს იმ ახალგაზრდებთან, რომლებიც დაინტერესებული არიან აღადგინონ ურთიერთობა კონფლიქტით გაყოფილ საზოგადოებებს შორის. დაგეგმილი ღონისძიებები მიზნად ისახავს მომავლის სამოქალაქო ლიდერების უზრუნველყოფას იმ ცოდნითა და უნარებით, რომლებიც გაარღვევს კონფლიქტთან დაკავშირებულ ნარატივს და უზრუნველყოფს უკეთეს მომავალს მათი საზოგადოებებისათვის.
ბიზნეს განვითარების პროგრამა
პროგრამას ახორციელებს - Gazelle Fund LP
USAID-ის ბიზნესის განვითარების პროგრამა მხარს უჭერს მცირე და საშუალო მეწარმეების შესაძლებლობების გაძლიერებას, რაც ხელს უწყობს გაუმჯობესებული ბიზნეს დაგეგმვის, ფინანსური მენეჯმენტის, ანგარიშგების და მარკეტინგის საშუალებით კერძო სექტორის ინვესტიციების მოზიდვას. პროგრამა მხარს უჭერს მცირე და საშუალო მეწარმეებს უპროცენტო სესხების, გრანტების და Gazelle Finance-სგან პირდაპირი ტექნიკური მხარდაჭერის საშუალებით.
განხეთქილების დაძლევა - ხალხთაშორისი ინიციატივები კონფლიქტის მოგვარებისათვის
პროგრამას ახორციელებს - კულტურულ -ჰუმანიტარული ფონდი „სოხუმი“
განხეთქილების დაძლევის პროგრამა მიზნად ისახავს საქართველოს კონფლიქტების მოგვარებას სამიზნე ჯგუფების წევრებს (ახალგაზრდების, სამოქალაქო საზოგადოების, მეწარმეების და ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლებს) შორის ურთიერთობების წახალისებით. პროგრამის აქტივობები ხელს უწყობს ახალგაზრდების სამოქალაქო ჩართულობას, კერძო სექტორის თანამშროლობასა, კავშირების დამყარებას და ჯანდაცვის ხარისხიან სერვისებთან წვდომას. პროგრამა მოიცავს ოთხ ძირითად კომპონენტს: 1) სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებსა და ქალთა საინიციატივო ჯგუფების თანამშრომლობას; 2) კონფლიქტის გადაჭრის აქტივობებში ახალგაზრდების ჩართვას აფხაზეთიდან და სამხრეთ ოსეთიდან; 3) ეკონომიკის განვითარებას ადმინისტრაციულ გამოყოფ ხაზთან; და 4) ხარისხიანი ჯანდაცვის სერვისებთან წვდომას.
დამოუკიდებელი ცხოვრების პროგრამა საქართველოში
პროგრამას ახორციელებს - McLain Association for Children (MAC Georgia)
პროგრამის მიზანია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების დაცვა და დამოუკიდებელი ცხოვრების მოდელის ხელშეწყობა, რათა შშმ პირებმა სრულყოფილად შესძლონ საქართველოს საზოგადოებრივ ცხოვრებაში მონაწილეობა. პროგრამა თანამშრომლობს საქართველოს ექვსი მუნიციპალიტეტის ადგილობრივ მთავრობებთან, რათა გააძლიეროს მათი შესაძლებლობები, მიაწოდონ გაუმჯობესებული საჯარო სერვისები და ხელი შეუწყონ შშმ პირების დამოუკიდებელ ცხოვრებას. პროგრამა დამოუკიდებელი ცხოვრების მოდელს საქართველოს სხვა მუნიციპალიტეტებსაც გააცნობს.
დამსაქმებლები პროფესიული განათლებისთვის
პროგრამას ახორციელებს - International Executive Service Corps
პროგრამის მიზანია მოსახლეობის ხელშეწყობა ისეთი უნარ-ჩვევების შეძენში, რომელსაც მოითხოვს კერძო სექტორი და აუცილებელია ეკონომიკური ზრდისთვის. კერძო სექტორთან ერთად პროგრამა აფინანსებს და ქმნის გადამზადების პროგრამებს, რომლებიც ხელს შეუწყობს უმუშევრობის შემცირებას. პროგრამის ფარგლებში გადამზადდება 5 000 პირი, ბიზნესის 30 წარმომადგენელს შესაძლებლობა ექნება გრძევადიანი პარტნიორობა დაამყაროს ტრენინგის განმახორციელებლებთან, მოხდეს 7 მილიონი აშშ დოლარის მობილიზება კერძო სექტორიდან. გადამზადებულ პირთა 35% იქნება რეგიონებიდან და ეთნიკური უმცირესობებით დასახლებული თემებიდან. გადამზადებულთა 45% იქნება ქალი.
ეკონომიკური მმართველობის პროგრამა
პროგრამას ახორციელებს - Deloitte
ეკონომიკური მმართველობის პროგრამა მიზნად ისახავს საქართველოში ეკონომიკური მმართველობის გაუმჯობესებას. პროგრამა ხელს შეუწყობს კონსტრუქციული ეკონომიკური რეფორმების განხორციელებას, რაც საქართველოს ბიზნეს გარემოს გახდის უფრო გამჭირვალეს, პროგნოზირებადს, მდგრადს, ინკლუზიურს და ეკონომიკურად ეფექტურის. განხორციელებული აქტივობები კი გააძლიერებს საქართველოს შესაძლებლობას მოიზიდოს მეტი კერძო ინვესტიციები. გაზრდილი შესაძლებლობებით და აღებული ვალდებულებებით, რომელიც საქართველოს შესაძლებლობას მისცემს მოიზიდოს ადგილობრივი და საერთაშორისო კერძო ინვესტივიები, ქვეყანას წვდომა ექნება იმ რესურსებთან, რაც მას სჭირდება განვითარების პრიორიტეტების დასაფინანსებლად.
ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამა
პროგრამას ახორციელებს - DAI Global
USAID-ს ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამა ზრდისა და პროდუქტიულობის ამაღლების მიზნით ტექნიკურ დახმარებას უწევს ოთხ მნიშვნელოვან სექტორს. ეს დახმარება მოიცავს ღირებულებათა ჯაჭვის განვითარებას, მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოებს, სამუშაო უნარებში დახელოვნებას და საჯარო და კერძო სექტორების პარტნორობას. პროგრამა იყენებს ადგილობრივ რესურსებს და ხელს უწყობს მთავრობისა და კერძო სექტორის თანამშრომლობას, რაც თავის მხრივ საშუალებას აძლევს ქვეყანას დაგეგმოს, დააფინანსოს და განახორციელოს განვითარების გზაზე არსებული გამოწვევების დაძლევა.
ენერგეტიკული მომავლის უზრუნველყოფის პროგრამა
პროგრამას ახორციელებს - Deloitte Consulting LLP
პროგრამა ხელს უწყობს საქართველოს ენერგეტიკული რესურსების დივერსიფიკაციას, ქმნის მდგრად, კონკურენტუნარიან, გამჭირვალე და საერთაშორისო ინვესტორებისათვის მიმზიდველ ბაზარს. მიზნის მიღწევა შესაძლებელი იქნება ენერგო ინფრასტრუქტურის მოდენრიზებით, ინვესტიციების მოზიდვით და განახლებადი ენერგიის წარმოების წახალისებით (მათ შორის ქარის და მზის ენერგიის). შედეგად მოხდება შიდა გენერირების სტიმულირება და გაფართოვდება ენერგეტიკული ვაჭრობა საქართველოს მეზობლებთან ევროპის ენერგეტიკული თანამეგობრობის ფარგლებში საქართველოს მიერ აღებული ვალდებულებების შესაბამისად. პროგრამა გააძლიერებს საქართველოს კიბერუსაფრთხოებას; ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის დაცვას გარე მავნე ზეგავლენისაგან, მათ შორის კიბერშეტევებისგან; მხარს დაუჭრს ენერგეტიკის გაუმჯობესების დაგეგმვასა და პროგნოზირებას; ასევე ხელს შეუწყობს საქართველოს ენერგო სისტემას დააკმაყოფილოს ენერგიაზე მზარდი მოთხოვნა.
ერთიანობა მრავალფეროვნებაშია
პროგრამას ახორციელებს - საქართველოს გაეროს ასოციაცია (UNAG)
პროგრამა მხარს უჭერს საქართველოს მთავრობას, სამოქალაქო საზოგადოებას და კერძო სექტორს კომპლექსური ეროვნული ჩარჩოს შექმნაში, რომელიც ეთნიკურ და რელიგიურ უმცირესობებს მოუხსნის პოლიტიკურ, სოციალურ და ეკონომიკურ ბარიერებს და გაამარტივებს მათ ინტეგრაციას საზოგადოებაში. პროგრამა გააძლიერებს საზოგადოების მდგრადობას მავნე ზეგავლენის მიმართ, რაც შესაძლებელი იქნება საქართველოს ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების ჩართვით ეროვნული და ადგილობრივი პოლიტიკის შემუშავებაში და სოციალური, სამოქალაქო და ეკონომიკური კავშირების გაძლიერებით უმცირესობასა და უმრავლესობას შორის. შედეგად პროგრამა ხელს შეუწყობს ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების ქართულ საზოგადოებაში ინკლუზიას.
ეროვნული პარკებისა და ეკოტურიზმის პროგრამა
პროგრამას ახორციელებს - The Department of the Interior (DOI)
ეროვნული პარკებისა და ეკოტურიზმის პროგრამა, რომელსაც ახორციელებს აშშ-ს შინაგანი დეპარტამენტის საერთაშორისო ტექნიკური დახმარების პროგრამა ხელს უწყობს საქართველოს გაუფრთხილდეს და დაიცვას ეროვნული პარკები და დაცული ტერიტორიები. ამავდრულად ეხმარება მიმდებარე თემებში ეკონომიკური შესაძლებლობების ზრდას. პროგრამის მიერ გაწეული ტექნიკური დახმარება ხელს უწყობს ტურიზმს და ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას. ამასთანავე ხელს უწყობს საქართველოს რეპუტაციის ზრდას, რომელიც რეგიონალური ლიდერია ეროვნული პარკებისა და დაცული ტერიტორიების პროფესიონალურად მართვის საკითხში.
თავისუფალი, სამართლიანი და თანასწორი საარჩევნო-პოლიტიკური ციკლი 2019-2022 წლებში
პროგრამას ახორციელებს - საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (საია)
პროგრამა ხელს უწყობს ანგარიშვალდებული და გამჭირვალე საარჩევნო პროცესების განხორციელებას საქართველოში. პროექტის მიზანია არჩევნებამდე, არჩევნების პროცესში და მის შემდეგაც განახორციელოს პოლიტიკურ- საარჩევნო პროცესების მონიტორინგი და კვლევა, რომელიც ადვოკატირებით, ცნობიერების ამაღლებით და სტრატეგიული სამართალწარმოებით გადაჭრის პრობლემებს. პროგრამის მიზანია სამართლიანი და თანაბარი საარჩევნო პროცესის მარეგულირებელი ბაზის შექმნას.
თხილის წარმოების გაუმჯობესების პროექტი
პროგრამას ახორციელებს - Cultivating New Frontiers in Agriculture (CNFA)
პროგრამა USAID-ის და Ferrero-ს ფინანსური და ტექნიკური დახმარებით ხელს უწყობს საქართველოს თხილის სექტორის განვითარებას - იზრდება ქვეყანაში წარმოებული თხილის ხარისხი და რაოდენობა, უმჯობესდება გადამამუშვებელი საწარმოების შესაძლებლობები და მყარდება საბაზრო ურთიერთობები, რომელიც მცირე ფერმერებს შემოსავლიან ბაზრებთან დაკავშირების შესაძლებლობას აძლევს.
ინფორმაციის სანდოობის ხელშეწყობის პროგრამა
პროგრამას ახორციელებს - Zinc Network Limited
პროგრამა მიზნად ისახავს დეზინფორმაციის გამოწვევების საპასუხოდ საქართველოს მოსახლეობის მზაობის განმტკიცებას. USAID თანამშრომლობს საქართველოს მთავრობასთან, სამოქალაქო საზოგადოებასთან, აკადემიურ წრესთან და კერძო სექტორთან, რათა შემუშავდეს საქართველოს საინფორმაციო სივრცის დაცვისათვის საჭირო მიდგომები. USAID ხელს უწყობს ადგილობრივ აქტორებს, რომლებიც აქტიურად ებრძვიან დეზინფორმაციას და უზრუნველყოფენ საქართველოს მოსახლეობის ფაქტებზე დაფუძნებულ ინფორმაციასთან წვდომას. ადგილობრივი პარტნიორები თავიანთი გამოცდილებით უზრუნველყოფენ პროგრამის წარმატებით განხორციელებას.
კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში (PROLoG)
პროგრამას ახორციელებს - East-West Management Institute
პროგრამის მიზანია საქართველოს მართლმსაჯულების მხარდაჭერა რათა უზრუნველყოფილი იყოს სამართლიანი სასამართლო პროცესის და ადამიანის უფლებათა დაცვა. ამ მიზნის მისაღწევად პროექტი მუშაობს საკანონმდებლო ჩარჩოს დახვეწაზე, მართლმსაჯულების სისტემის ინსტიტუტების მართვის გაუმჯობესებასა და იურისტების პროფესიულ გაძლიერებაზე. ამასთანავე, პროგრამა მოწყვლადი ჯგუფებისთვის ქმნის მათი უფლებების სამართლებრივი გზით დაცვის საშუალებებს.
მედია პროგრამა
პროგრამას ახორციელებს -IREX
USAID-ის მედია პროგრამა მიზნად ისახავს მედიის ხარისხის გაუმჯობესებას. მედიის წარმომადგენლების შესაძლებლობების გაუმჯობესებით, ჟურნალისტური ეთიკისა და მოქალაქეებისთვის საინტერესო ფაქტების გათვალისწინებით მედია შეძლებს კვლევებზე და მტკიცებულებებზე დაფუძნებული კონტენტის შექმნას. ამ შედეგის მისაღწევად, პროგრამა იმუშავებს, ისეთი პირობების შექმნაზე, რომლებიც ხელს შეუწყობს პრესის თავისუფლებას და ინფორმაციის ხელმისაწვდომობას, დაიცავს ჟურნალისტების უფლებებს, რათა მათ შეძლონ უსაფრთხოდ და თავისუფლად მუშაობა. ამასთანავე, პროგრამა განავითარებს მედიის პროფესიონალებს შორის ხარისხისა და ეთიკის სტანდარტების ამაღლების ეფექტიან რეგულირებას.
პოლიტიკური პარტების დაფინანსებისა და საარჩევნო პროცესში ადმინისტრაციული რესურსების გამოყენების მონიტორინგი
პროგრამას ახორციელებს - საერთაშორისო გამჭირვალობა-საქართველო
პროგრამის მიზანია პოლიტიკური დაფინანსებისა და ადმინისტრაციული რესურსების საარჩევნო პერიოდში გამოყენების მონიტორინგი. აქტივობები მოიცავს წამყვანი პოლიტიკური პარტიების პარალელური ხარჯვის მონიტორინგის ჩატარებას, პარტიების შემოსავლის/ხარჯების ანგარიშგების მონიტორინგს, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის პოლიტიკური ფინანსების ანგარიშგების ზედამხედველობას და არჩევნებში ადმინისტრაციული რესურსების ბოროტად გამოყენების მონიტორინგს.
რეგიონების უზრუნველყოფა ინფორმაციით და ამომრჩეველთა გაძლიერება დემოკრატიისთვის
პროგრამას ახორციელებს - აღმოსავლეთ ევროპის ცენტრი მრავალპარტიული დემოკრატიისათვის
პროგრამა ხელს უწყობს საქართველოს მოქალაქეებს ჩაერთონ პოლიტიკურ პროცესებში და ანგარიშვალდებულება მოითხოვონ ოფიციალური პირებისგან. პროექტის მიზანია მოქალაქეთა იმ უნარ-ჩვევენის გამომუშავება, რომლებიც გაამარტივებს მათ ურთიერთობას პოლიტიკურ პარტებთან და შესაძლებლობას მისცემთ მოითხოვონ ანგარიში კამპანიის დროს გაცემული დაპირებების შესრულების თაობაზე.
საარჩევნო და პოლიტიკური პროცესების მხარდაჭერა საქართველოში
პროგრამას ახორციელებს - არჩევნებისა და პოლიტიკური პროცესების გაძლიერების კონსორციუმი (CEPPS)
პროგრამის მიზანია დემოკრატიული პროცესების საშუალებით საქართველოს მოქალაქეების ინტერესების და საჭიროებების უკეთ ასახვას. პროგრამა გააძლიერებს პოლიტიკური პარტიების, სამოქალაქო ჯგუფების, მუნიციპალური მთავრობის და საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის შესაძლებლობებს, რათა გაამყაროს ანგარიშვალდებული პოლიტიკის და მმართველობის საფუძველი საქართველოში. პროგრამა შეუერთდა USAID-ის მხარდაჭერილ საარჩევნო და პოლიტიკურ პროცესებზე მომუშავე ექვს ადგილობრივ ორგანიზაციას, რომლებიც ხელს უწყობდნენ საქართველოს 2020-2021 წლების არჩევნებს.
საარჩევნო პროცესების მონიტორინგი უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებულ რეგიონებში
პროგრამას ახორციელებს - საერთო-სამოქალაქო მოძრაობა მრავალეროვანი საქართველო
პროგრამა მიზნად ისახავს საარჩევნო უფლებების, პროცედურების და საარჩევნო სისტემების შესახებ ცნობიერების ამაღლების გზით ეთნიკური უმცირესობების პოლიტიკური მონაწილეობის მხარდაჭერას. საქმიანობა მოიცავს ეთნიკური უმცირესობების რეგიონებში (სამცხე-ჯავახეთში, ქვემო ქართლში, მცხეთა-მთიანეთში და კახეთში) საარჩევნო პროცესების სრული ციკლს მონიტორინგს, ამომრჩეველთა ეთნიკური უმცირესობების საგანმანათლებლო პროგრამებს და უმცირესობების საარჩევნო და პოლიტიკური უფლებების კვლევას.
საბაზისო განათლების პროგრამა
პროგრამას ახორციელებს - RTI International
საბაზისო განათლების პროგრამა ხელს უწყობს თანამედროვე სასწავლო მეთოდების შემუშავებას, რომელიც დაფუძნებული იქნება აშშ-ს მთავრობის მიერ საქართველოს განათლების სისტემაში წინა წლებში განხორციელებულ ინვესტიციებზე. საქართველოს მთავრობის პრიორიტეტების გათვალისწინებით, პროგრამა ხელს უწყობს მდგრადი, ინკლუზიური და მოსწავლეზე ორიენტირებული საგანმანათლებლო რეფორმების განხორციელებას. კერძოდ, ყველა საჯარო სკოლის მოსწავლეებისა და მასწავლებლების მხარდაჭერას, ინტერაქტიული სასწავლო მეთოდების შემოღებას, რაც ხელს შეუწყობს მოსწავლეთა წიგნიერების, მათემატიკური აზროვნების, ამოცანის ამოხსნის და კრიტიკული აზროვნების უნარების განვითარებას.
სამოქალაქო განათლების პროგრამა
პროგრამას ახორციელებს - -პროექტი ჰარმონია
პროგრამა ხელს უწყობს სამოქალაქო განათლების განვითარებას საქართველოში. მოსწავლეთა სამოქალაქო და დემოკრატიული ჩართულობის გაუმჯობესებით პროგრამა ხელს უწყობს სკოლებში სამოქალაქო განათლების გაძლიერებას და კერძო სექტორის ჩართულობას სამოქალაქო განათლების სფეროში; მხარსუჭერს სტუდენტებს გაიუმჯობესონ ტექნოლოგიების გამოყენების უნარები, რათა დახვეწონ თავიანთი სამოქალაქო დღის წესრიგი და მონაწილეობა მიიღონ საჯარო დისკუსიებში.
სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის პროგრამა
პროგრამას ახორციელებს - აღმოსავლეთ - დასავლეთ მართვის ინსტიტუტი
პროგრამა მხარს უჭერს საქართველოს სამოქალაქო სექტორის გაძლიერებას, მდგრადობას და მოქალაქეზე ორიენტირებულ დემოკრატიულ განვითარებას საქართველოს რეგიონებში. სამოქალაქო საზოგადოებასთან პარტნიორობით, მოქალაქეებს მეტი შესაძლებლობა მიეცემათ ჩაერთონ მათთვის საჭირბოროტო საკითხებში. პროგრამა ხელს შეუწყობს გაუმჯობესებულ მმართველობას, მოქალაქეთა უფრო მეტ აქტიურობას და პოლიტიკურ პროცესებზე ზედამხედველობას.
საქართველოს აუდიტის სამსახურის შესაძლებლობების გაძლიერება
პროგრამას ახორციელებს - მთავრობის ანგარიშვალდებულების სამსახური (GAO)
საქართველოს საჯარო ფინანსური მენეჯმენტის ზედამხედველობითი ინსტიტუტები უზრუნველყოფს სამთავრობო სააგენტოების მიერ საჯარო ფონდების გამოყენების გამჭირვალობასა და ანგარიშვალდებულებას. დემოკრატიული განვითარება მოითხოვს სანდო საჯარო ინსტიტუტებს. პროგრამის ფარგლებში ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის ანგარიშვალდებულების სამსახურის აუდიტის ცენტრი საქართველოს აუდიტის სამსახურს გააცნობს იმ მიდგომებს და მეთოდოლოგიებს, რაც ხელს შეუწყობს საჭირო პოლიტიკისა და პროცედურების დოკუმენტების შემუშავებას.
საჯარო მმართველობის პროგრამა
პროგრამას ახორციელებს - DAI Global LLC
პროგრამა მიზნად ისახავს საქათველოს მთავრობასთან თანამშრომლობას, რათა უზრუნველყოს მოქალაქეების მიმართ პასუხისმგებელი მმართველობა, რომელიც ეფუძნება უფრო მეტ ანგარიშვალდებულებას, გამჭვირვალობასა და ინსტიტუციურ დამოუკიდებლობას. პროგრამა გააძლიერებს ანგარიშვალდებულების სისტემებს, პროცედურებსა და მექანიზმებს როგორც მმართველ, ისე დამოუკიდებელი ზედამხედველობის ინსტიტუტებში და მათ უნარს, მოემსახურონ და ეფექტიანად დაუკავშირდნენ საზოგადოებას. ეს მოიცავს მოქალაქეებზე პასუხისმგებელი მმართველობის „მოთხოვნის მხარის“ გაძლიერებას, ლოკალიზაციის მცდელობების მხარდაჭერას და საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებისა და კერძო სექტორის უფლებამოსილებას, მოითხოვონ მმართველობითი ინსტიტუტების ანგარიშვალდებულება. პროგრამა პირდაპირ თანხვედრაშია აშშ-ს ადმინისტრაციის ინიციატივასთან, რომელიც დემოკრატიის გადახალისებას გულისხმობს, რაც წარმოადგენს პოლიტიკის მიღწევებისა და საგარეო დახმარების პროგრამების ახალ საეტაპო ნაკრებს, რომელიც მნიშვნელოვნად გააფართოვებს და განაახლებს აშშ-ს მთავრობის მუშაობას დემოკრატიის გაძლიერების მიმართულებით, ისევე როგორც ადამიანის უფლებების დაცვას გლობალურად.
სოფლის მეურნეობის პროგრამა
პროგრამას ახორციელებს - CNFA
პროგრამა თანაინვესტირებას ახორციელებს წამყვან სამინისტროებთან და კერძო სექტორთან ერთად, რაც ხელს უწყობს წარმოების შესაძლებლობების ზრდას, ეფექტიანობას და საერთაშორისო სტანდარტების ხარისხს. პროგრამის სამიზნეა სასოფლო სამეურნეო სამრეწველო ჯაჭვი, რომელსაც აქვს შემოსავლების მობილიზებისა და მაღალანაზღაურებადი სამუშაო ადგილების შექმნის პოტენციალი რეგიონებში. აქტივობებს შორისაა - ხილის, ბოსტნეულის, მწვანილის და მებაღეობის სხვა პროდუქტების წარმოება და გადამუშავება. USAID-ის მხარდაჭერა შესაძლებლობას აძლევს მწარმოებლებსა და გადამამუშავებლებს თანამედროვე წარმოების, გადამუშავების, დასაწყობების და სადისტრიბუციო ტექნიკის საშუალებით, გაზარდონ დამატებითი ღირებულება და დაამყარონ ადგილობრივი და საერთაშორისო საბაზრო კავშირები.
ცვლილებებზე ორიენტირებული ახალგაზრდების ხელშეწყობა საქართველოში
პროგრამას ახორციელებს - საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტი
პროგრამა მხარს უჭერს ქვეყნის მომავალი პოლიტიკური ლიდერების აქტიურობას და მათ მონაწილეობას საჯარო ცხოვრებაში; ხელს უწყობს ახალგაზრდებს გაეცნონ საქართველოს პოლიტიკურ გარემოს და პოლიტიკური აქტიურობისათვის საჭირო ისეთი უნარ-ჩვევები შეიძინონ, როგორებიცაა ლიდერობა და კომუნიკაცია.
USAID-სა და სახალხო დამცველს შორის პარტნიორობა
პროგრამას ახორციელებს - სახალხო დამცველის ოფისი
USAID-მა, სახალხო დამცველის ოფისთან პარტნიორობით, რომელიც ამავდროულად ზედამხედველობით ინსტიტუციასაც წარმოადგენს, შეიმუშავა მთავრობათაშორისი პირდაპირი მხარდაჭერის პროგრამა, რათა ხელი შეუწყოს ადამიანის უფლებების დაცვის გაზრდას. პროგრამა მიზნად ისახავს საქართველოში ადამიანის უფლებების ხელშეწყობისა და დაცვის გაძლიერებას. USAID-ის მხარდაჭერა საშუალებას მისცემს სახალხო დამცველის ოფისს დაიცვას ადამიანის უფლებები მთელ ქვეყანაში, მათ შორის რეგიონებშიც.
USAID-WHO (მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია) COVID-19-ის რეაგირების პროგრამა
პროგრამას ახორციელებს -მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია
ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების, მონაცემთა კონფიდენციალურობისა და რეალურ დროში მონაცემთა ანალიზის გზით პროგრამა აუმჯობესებს საქართველოს რეაგირებას COVID-19-ზე. პროგრამა აუმჯობესებს ვაქცინაციის ადგილებზე, განსაკუთრებით მასობრივი ვაქცინაციის ადგილებზე ნარჩენების მართვის პროცედურებს და შემოაქვს საქართველოში უსაფრთხო ინექციური პროგრამები, რათა შემცირდეს ნემსით დაზიანებები, რომლებიც დაკავშირებულია ნარჩენების არასათანადო მოპყრობასთან და მართვასთან. პროგრამა ოპტიმიზაციას გაუწევს საქართველოს ჯანდაცვის საინფორმაციო სისტემას (HIS) ჯანდაცვის სამინისტროსა და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გეოგრაფიული საინფორმაციო სისტემების (GIS) და მონაცემთა ვიზუალიზაციის შესაძლებლობების გაფართოებით და ჯანდაცვის საინფორმაციო სისტემების უსაფრთხოების გაძლიერებით აუდიტის, დაუცველობის იდენტიფიცირებისა და კიბერ-გაძლიერების გზით. სისტემის ეს გაუმჯობესება გამოიწვევს COVID-19 -ის და სხვა ინფექციური დაავადებებისთვის პრევენციისა და კონტროლისთვის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების გაუმჯობესებას რეალურ დროში.
.