ენა

USAID-ის დამოუკიდებელი ცხოვრების პროგრამა საქართველოში ადგილობრივ  მთავრობასთან პარტნიორობით, ხელს შეუწყობს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა დამოუკიდებელ ცხოვრებას და მათ აქტიურ ჩართულობას   საზოგადოებრივ ცხოვრებაში. 

 USAID/საქართველომ დაიწყო „დამოუკიდებელი ცხოვრების პროგრამა საქართველოში“, რომელიც მიზნად ისახავს შშმ პირთა აქტიურ ჩართულობას  საზოგადოებრივ ცხოვრებაში. ახალი პროგრამა, რომელსაც  მაკლეინის ასოციაცია ბავშვებისთვის (MAC) ახორციელებს,  ხელს შეუწყობს საჯარო სერვისების გაძლიერებას და ფაქტებზე დაფუძნებული ადვოკატირების ხელშეწყობას.  პროგრამა  2022 წლის სექტემბრამდე გაგრძელდება.     

USAID-ის დამოუკიდებელი ცხოვრების პროგრამის მიზანია საქართველოში   უკვე მიღწეული წარმატების  - შშმ პირების უფლებების დაცვის გაგრძელება.  პროგრამა საქართველოს ექვს მუნიციპალიტეტში იმუშავებს ადგილობრივ მთავრობებთან დამატებითი შესაძლებლობების განვითარებაზე და საჯარო სერვისების გაუმჯობესებაზე, ხელს შეუწყობს შშმ პირთა დამოუკიდებელ ცხოვრებას და  მიღწეული შედეგების აპრობირებას  მთელს ქვეყანაში.

“ვამაყობთ ჩვენი თანამშრომლობით სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციასთან „მაკლეინის ასოციაცია ბავშვებისთვის.“ ამ ასოციაციის დახმარებით გავაღრმავებთ ურთიერთობას ადგილობრივ მთავრობებთან და დავეხმარებით ისეთი გარემოს შექმნაში, რომელშიც შშმ პირები შეძლებენ დამოუკიდებლად ცხოვრებას”- განაცხადა USAID/საქართველოს მისიის დირექტორმა პიტერ ვიბლერმა. “პროგრამის გეგმები თანხვედრაშია USAID-ის სამ მნიშვნელოვან მიზანთან. ესენია - სამოქალაქო საზოგადოებასთან პარტნიორობა, ადგილობრივი საზოგადოებრივი და კერძო ინსტიტუტების გაძლიერება და საქართველოს ყველა მოქალაქის გაძლიერება, რაც უზრუნველყოფს მათ ჩართულობას ქვეყნის განვითარებაში მათ მიერ შეტანილ  წვლილს.”

 ახალი პროგრამა USAID-ის მხარდაჭერის შესანიშნავი მაგალითია. ჩვენი მხარდაჭერა მიზნად ისახავს საქართველოს საზოგადოების გაძლიერებას ისე, რომ თავად შეძლონ დაგეგმონ, დააფინანსონ და განახორციელონ ქვეყნის განვითარების პროცესში არსებული სირთულეები. პროგრამა ხორციელდება USAID-ის, საქართველოს მთავრობის და სამოქალაქო საზოგადოების პარტნიორობის შედეგად. პარტნიორობის ფარგლებში ერთობლივად ვსახავთ მიზნებს, ვგეგმავთ  ინიციატივებს და ვახდენთ  რესურსების მობილიზებას. ასეთი თანამშრომლობა ხარისხიანი შედეგის და საქართველოს საზოგადოების გაძლიერების გარანტიაა.