ენა

საქართველოს დემოკრატიული, სოციალური და ეკონომიკური განვითარებისთვის გადამწყვეტია ყველა მოქალაქე სარგებლობდეს თანაბარი უფლებებით. ამ მიზნის მისაღწევად USAID ხელს უწყობს ადამიანის უფლებების დაცვას და  იურიდიული დახმარებით უზრუნველყოფს იმ ადამიანებს, ვისაც ეს ყველაზე მეტად სჭირდება.

არასამთავრობო ორგანიზაცა „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ ძალისხმევის შედეგად შშმ პირთა უფლებების მიმართულებით  საქართველომ ცოტა ხნის წინ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა.  „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ ახორციელებს USAID-ის პროგრამა PROLoG-ის მიერ მხარდაჭერილ პროექტს „ბავშვთა მართლმსაჯულების უფლების გაძლიერება საქართველოში“. 

 პროექტის ფარგლებში, პროგრამამ უფასო იურიდიული დახმარება გაუწია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვის ოჯახს, რომელმაც თბილისის საქალაქო სასამართლოში შეიტანა სარჩელი. ბავშვის მშობლები სასამართლოს თხოვდნენ, შშმ ბავშვისთვის გამოეყოთ  პერსონალური ასისტენტი თერაპიული კვალიფიკაციით, სანამ ხელმისაწვდომი არ გახდებოდა ადგილობრივი სარეაბილიტაციო სერვისები.

 ბავშვი სახლში ვერ იღებდა შესაბამის პროფესიულ ზრუნვას. რადგან ოჯახი დამოუკიდებლად ვერ იცავდა ბავშვის უსაფრთხოებას და სიცოცხლეს, იგი  სამი თვის განმავლობაში  საავადმყოფოში იმყოფებოდა,

ბავშვი უკვე დაბრუნდა შინ და საჭირო მზრუნველობას სრულად იღებს.  თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინების საფუძველზე შეიცვალა ბავშვის და ოჯახის ცხოვრება.   ამ ფაქტს მოჰყვა  დიდი ცვლილებები, რომლითაც უფრო მეტი ადამიანი ისარგებლებს საქართველოში.

გასული წლის  დეკემბერში, საქართველოს მთავრობამ დაამტკიცა სოციალური რეაბილიტაციის 2021 წლის სახელმწიფო პროგრამა, რომლის საფუძველზეც საქართველო შშმ პირებს შესთავაზებს  თანამედროვე სერვისებს.  ახალი რეგულაციით, შშმ ბავშვები დღის ცენტრებში უზრუნველყოფილი იქნებიან პერსონალური ასისტენტებით და სახლში კი მზრუნველობის პროგრამებით.

 USAID გააგრძელებს საქართველოს მთავრობასთან და სამოქალაქო საზოგადოებასთან  პარტნიორობას, რათა ხელი შეუწყოს საქართველოს ყველა მოქალაქის თანაბარი უფლებების დაცვას, მათ შორის შშმ პირების. 

Image