ენა

COVID-19-თან ბრძოლაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს საქართველოს სამოქალაქო საზოგადოება, რომელმაც პანდემიის დროს მხარდაჭერა გაუწია რისკის ქვეშ მყოფ პირებს და თემებს. USAID სხვადასხვა აქტიობებს უჭერს მხარს, მათ შორის მყისიერი რეაგირების გრანტებით, რომელსაც USAID-ის ACCESS პროგრამის საშუალებით გასცემს. ადგილობრივ ორგანიზაციებთან გაზრდილი პარტნიორობა საქართველოს თვითუზრუნველყოფისკენ სწრაფვას შეუწყობს ხელს, რომელსაც USAID განმარტავს, როგორც საქართველოს მთავრობის, სამოქალაქო საზოგადოების და კერძო სექტორის ისეთ უნარს, რომელიც შესაძლებლობას მისცემს მათ ადგილობრივ დონეზე დამოუკიდებლად დაგეგმოს, დააფინანსოს და განახორციელოს ქვეყნის განვითარებისთვის საჭირო გადაწყვეტილებები.

2021 წელს ვაფართოვებთ სამოქალაქო საზოგადოების პარტნიორების რიცხვს და COVID-19-ის დამარცხების მიზნით USAID-ის პროგრამა ACCESS-ის საშუალებით კიდევ ცხრა ადგილობრივ ორგანიზაციაზე გავცემთ გრანტებს. ეს ორგანიზაციები იმუშავებენ ისეთ საკითხებზე, როგორებიცაა: თემის მობილიზება და ჩართულობა, შესაძლებლობების და ცნობიერების გაზრდა, პოლიტიკის კვლევა და ადვოკატირება ადგილობრივ და სახელმწიფო დონეზე.

გაეცანით  იმ პროგრამებს, რომლებიც COVID-19-ის შემსუბუქების მიზნით მიიღებენ დაფინანსებას  USAID-ისგან.

1. კაქტუს მედია იზრუნებს გალში სამედიცინო პერსონალის შესაძლებლობების გაზრდაზე რომლებიც COVID-19-ით ინფიცირებულ პაციენტებს მოემსახურებიან. ორგანიზაცია იმუშავებს სამედიცინო პერსონალის ინფორმირებაზე, COVID-19-ის პრევენციის,  მკურნალობის და სამედიცინო დაწესებულებებში უსაფრთხოების წესების დაცვის საკითხებზე. ხელს შეუწყობს გალელ და ზუგდიდელ ახალგაზრდებს შორის თანამშრომლობას, რათა მათ შეძლონ COVID-19-თან დაკავშირებული სანდო და საჭირო ინფორმაციის გავრცელება თანატოლებში.

2. ადამიანის უფლებათა ცენტრი ადვოკატირების და თემის მობილიზების საშუალებით ხელს შეუწყობს პანდემიის შედეგების შემსუბუქებას შიდა ქართლში მცხოვრები მარტოხელა ხანდაზმულებისთვის. აქტიობებში შედის: მოქალაქეების ჩართულობა მოხალისეობრივ საქმიანობებში, რათა პირდაპირი დახმარება გაეწიოს ხანდაზმულ მოქალაქეებს, ასევე ხანდაზმულების საჭიროებების ადვოკატირება ადგილობრივ და ცენტრალურ მთავრობებთან.

3. ახალი აზროვნების ინსტიტუტი ქვემო ქართლის სოფლების ეთნიკური უმცირესობების  პირველადი საჭიროებებისა და პრობლემების შესწავლასა და მათი გადაჭრის ადვოკატირებაში შეუწყობს ხელს. იმუშავებენ მარნეულის და გარდაბანის მუნიციპალიტეტებში მოქმედ ცხრა სათემო ცენტრთან, სადაც ადგილობრივ მოსახლეობას  ისეთ მხარდაჭერას გაუწევენ, როგორებიცაა:  სოციალური დახმარება, სათანადო საჯარო ინფორმაციით უზრუნველყოფა, საზოგადოებასთან ურთიერთობა და ადვოკატირება.

4. პლატფორმა სალამი ქვემო ქართლში მცხოვრები შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების (ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლების) გაძლიერებასა და მობილიზებაზე იზრუნებს, ხელს შეუწყობს  მათი უფლებებისა და ინტერესების დაცვას.

5. გამარჯვებულ ქალთა კლუბი პანდემიის დროს ონკოპაციენტი ქალების მხარდაჭერაზე იზრუნებს  საქართველოს ხუთ მუნიციპალიტეტში. აქტიობებში შედის: საინფორმაციო და ფსიქორეაბილიტაციის სესიების ორგანიზება და ურთიერთდახმარების ქსელის გაძლიერება. ე.წ. წინა ხაზის სამედიცინო პერსონალის ინფორმირება პანდემიის პერიოდში ონკოპაციენტების განსაკუთრებული საჭიროებების შესახებ.

6. ახალგაზრდები სოციალური სამართლიანობისთვის პანდემიის პერიოდში ხელს შეუწყობენ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვების რეაბილიტაციას და სოციალურ ინტეგრაციას მაღალმთიან რეგიონებში. ითანამშრომლებენ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვების მშობლებთან და ხელს შეუწყობენ მათ გაძლიერებას პანდემიის პერიოდში საერთო პრობლემების მოგვარების მიზნით.

7. Civitas Georgica პანდემიის (და სხვა კრიზისული/საგანგებო სიტუაციების) დროს სკოლამდელი განათლების დაწესებულებების ინფრასტრუქტურის, სასწავლო პროცესისა და თანამშრომლების უსაფრთხოების დაცვას და სკოლამდელი განათლების უწყვეტობას უზრუნველყოფს.

8. კოალიცია განათლება ყველასათვის შეისწავლის საქართველოში საგანმანათლებლო სისტემაში პანდემიის შედეგად გამოწვეულ ხარვეზებს. პრობლემის მოგვარების ეფექტიანი გზების განსაზღვრის მიზნით ითანამშრომლებს სხვადასხვა მხარესთან.

9.  განათლების დამოუკიდებელ კონსულტანტთა კოლეგია COVID-19-ის პანდემიის დროს დაიცავს აუტისტური სპექტრის აშლილობის მქონე ადამიანების და მათი ოჯახების უფლებებს, რომელიც ორიენტირებული იქნება ჯანდაცვის სერვისებზე ხელმისაწვდომობის უფლების დაცვაზე. აქტიობებში შედის: კერძო და არასამთავრობო სექტორების რესურსებისა და ძალისხმევის მობილიზება, რათა დადგინდეს  აუტიზმის სპექტრის აშლილობის მქონე პირთა ჯანმრთელობის დაცვის მიწოდებასა და ხელმისაწვდომობის ძირითადი ბარიერები, და  შეიქმნას და დაინერგოს სამედიცინო მომსახურების ინკლუზიური პილოტური მოდელი.

Image
New Grants to Empower Local Civil Society