ენა

USAID ხელს უწყობს პარტნიორი ქვეყნების თვითუზრუნველყოფას მათი რესურსების ეფექტური მობილიზებითა და განვითარებისთვის საჭირო გადაწყვეტილებების მიღებით.   2020-2025 წლებში USAID გააღრმავებს საქართველოსთან პარტნიორობას, დაეხმარება ქვეყანას წარმატებით განხორციელებული რეფორმების შემდგომ განვითარებაში და ხელს შეუწყობს ჯერ კიდევ არსებული გამოწვევების გადაჭრას.

USAID/საქართველომ გამოაქვეყნა ქვეყნის განვითარებისა და თანამშრომლობის ახალი სტრატეგია, რომელიც საფუძვლად დაედება დღეიდან 2025 წლის ჩათვლით შემუშავებულ პროგრამებს. ახალი სტრატეგიის ფარგლებში USAID გააგრძელებს საქართველოსთან, როგორც სტრატეგიულ პარტნიორთან თანამშრომლობას, დაეხმარება ქვეყანას წარმატებით გაიაროს  თვითუზრუნველყოფისკენ  და  ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციისკენ მიმავალი გზა  და ხელს შეუწყობს ქვეყანაში არსებული მავნე ზეგავლენის შემცირებას. 

საქართველო ამერიკის წამყვანი სტრატეგიული პარტნიორია. ორივე ქვეყანა აღიარებს, რომ  USAID-ის მხარდაჭერა უმნიშვნელოვანესია საქართველოს თვითუზრუნველყოფისკენ მიმავალ გზაზე. ერთობლივი დიზაინით და საქართველოს კერძო და საჯარო სექტორების თანაინვესტირებით  ხელს ვუწყობთ საქართველოს თავად განსაზღვროს  განვითარების პროცესში არსებული სირთულეების გადაჭრის გზები. - განაცხადა USAID/საქართველოს მისიის დირექტორმა პიტერ ვიბლერმა. სტრატეგიის განხორციელების პერიოდში USAID  საქართველოს მთავრობასთან პარტნიორობის ახალ საფეხურზე გადადის, აგრძელებს რა თანამშრომლობას საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებასთან, კერძო სექტორთან, დამოუკიდებელ მედიასთან და  საერთაშორისო ორგანიზაციებთან.

შემდგომი ხუთი წლის განმავლობაში USAID-ის პროგრამები ხელს შეუწყობს განვითარების ისეთი მნიშვნელოვანი მიზნების მიღწევას, როგორებიცაა: საქართველოს მედეგობის გაზრდა გარე მავნე ზეგავლენის წინააღმდეგ, მოქალაქისადმი ანგარიშვალდებული მმართველობის გაძლიერება, მაღალანაზღაურებადი სამუშაო ადგილების შექმნა და დასავლეთთან ეკონომიკური კავშირების გამყარება.

USAID-ისთვის საქართველოს მედეგობის გაზრდა პრიორიტეტულია. როგორც მისიის დირექტორმა, პიტერ ვიბლერმა აღნიშნა: “საქართველოს უნარს გადალახოს განვითარების პროცესში არსებული სირთულეები საფრთხეს უქმნის კრემლის წინაშე დაუცველობა და სხვა გარე მავნე ზეგავლენები. სტრატეგია ორიენტირებული იქნება ისეთ პროგრამებზე, რომელიც ხელს შეუწყობს საქართველოს საკუთარი ძალებით გაუმკლავდეს გარეშე ძალთა მავნე ზეგავლენას, ინოვაციური მექანიზმებით დაამარცხოს  დეზინფორმაციასთან და კიბერთავდასხმებთან  დაკავშირებული მზარდი საფრთხეები.  ახალ სტრატეგიაში მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს ენერგეტიკულ უსაფრთხოებასა და ეკონომიკის განვითარებასაც.”

ქვეყნის განვითარებისა და თანამშრომლობის სტრატეგიის სრული ვერსიის სანახავად ეწვიეთ ბმულს: http://www.usaid.gov/georgia/cdcs

Image