ენა

ლუიზა მუთოშვილი ერთ-ერთი ახალგაზრდა ლიდერია პანკისის ხეობაში. ლუიზა სახელმწიფო ტელევიზიასა და გაზეთებში ინტერვიუებისას პანკისის მოსახლეობის ინტერესებს წარმოადგენდა და ხეობისთვის საჭირბოროტო საკითხებზე საუბრობდა, მათ შორის სამოქალაქო ინტეგრაციაზე.

„არასდროს გავჩუმებულვარ როცა უთანასწორობის ან სხვადასხვა სოციალურ ჯგუფებში უსამართლობის მომსწრე გავმხდარვარ.  ყოველთვის ამიმაღლებია ხმა და გამიკეთებია ყველაფერი, რაც კი შემძლებია მიუხედავად არსებული წესებისა და მოლოდინისა, რომ ახალგაზრდა ქალი ჩუმად უნდა იყოს“ - ამბობს ლუიზა.

„USAID-ის პანკისის სათემო კავშირების პროგრამამ მხარი დაუჭირა რადიო თოქ შოუს, რომელმაც შესაძლებლობა მომცა დამემსხვრია სტერეოტიპები და კონცენტრირება  ჩვენი თემისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე მომეხდინა. ადგილობრივი რადიო ხშირად აშუქებს ისეთ საკითხებს, როგორებიცაა:  ტოლერანტობა,, მშვიდობა და სამოქალაქო ინტეგრაცია. უნდა გავაცნობიეროთ, რომ ზოგიერთი პრობლემა ჩვენს თემშივე წარმოიქმნება და მათ აღმოსაფხვრელად მნიშვნელოვანია ამ პრობლემების ხშირი განხილვა.

"ძალიან მიხარია როცა ათასობით ადამიანი უსმენს ჩემს გადაცემას, რაც მეტ მოტივაციას მაძლევს გავაგრძელო საქმიანობა. იმედია ჩემი შოუ დონორის მხარდაჭერის გარეშეც გაფართოვდება. უნდა ვაღიარო, რომ ყოველი გადაცემის შემდეგ ვიზრდები. იმედი მაქვს,რომ  საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფები დამიფასებენ ჩემს შრომას“ - ამბობს ლუიზა.   

ლუიზას  და სამოქალაქო აქტივისტების მხარდაჭერა USAID-ის ძალისხმევის ნაწილია, რომელიც მიზნად ისახავს მედეგი, დემოკრატიული და წარმატებული საზოგადოების შემქნას, სადაც თემის წევრებს შესაძლებლობა აქვს წვლილი შეიტანონ ქვეყნის განვითარებაში

Image
ლუიზა მუთოშვილი ეთერში