ენა

USAID-ის საარჩევნო და პოლიტიკური პროცესების მხარდაჭერა საქართველოში მარტივი პრინციპით იწყება - საქართველოს დემოკრატიული განვითარება დამოკიდებულია მოქალაქეთა აქტიურ ჩართულობაზე. 2019 წლიდან USAID და ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტი თანამშრომლობენ ადგილობრივ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებთან და ხელს უწყობენ მოსახლეობას გააჟღერონ  მათი საჭიროებები.

USAID-ის არჩევნებისა და პოლიტიკური პროცესების პროგრამის ფარგლებში, USAID და ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტი თანამშრომლობენ, რათა ხელი შეუწყონ საქართველოს მოქალაქეების ადგილობრივ პოლიტიკურ პროცესებში ჩართულობას. პარტნიორობა გულისხმობს ადგილობრივ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების შესაძლებლობების გაზრდას, რაც დაეხმარებათ  ადგილობრივი მოსახლეობის საჭიროებების განსაზღვრასა და ადვოკატირებაში. 

2019 წლიდან USAID-იმ და NDI-იმ მოქალაქეების მიერ ინიცირებულ 6 კამპანიას დაუჭირეს მხარი: გორში, თელავში, მარნეულში, ზუგდიდში და ოზურგეთში. მოქალაქეების ადვოკატირების კამპანიებში ჩართვით და როგორც ადგილობრივ, ასევე სახელმწიფო სამოქალაქო ორგანიზაციებთან თანამშრომლობით თითოეულმა ამ კამპანიამ  რეალურ შედეგს მიაღწია.

ოზურგეთი: ადგილობრივი მოსახლეობა მდინარეების დასაცავად
გურიაში NDI-ის დახმარებით  სამოქალაქო საზოგადოების სამმა ორგანიზაციამ ერთობლივად დაიწყო კამპანია, რომელიც მიზნად ისახავდა ცნობიერების ამაღლებას და მთავრობასთან ადვოკატირებას ისეთ თემაზე, როგორიცაა სასარგებლო წიაღისეულის უკანონო მოპოვება. წიაღისეულის მოპოვების მიზნით განხორციელებული სამუშაოები აზიანებდა ადგილობრივ მდინარეებსა და წყლის რესურსებს, აბინძურებდა სასმელ წყალს და ფერმერთა მიწებს, რამაც ეკონომიკური სირთულეები შეუქმნა ადგილობრივ მოსახლეობას.  

ეს ჩვენი მდინარეა და მისი განადგურების უფლებას არავის მივცემთ - აქტივისტი ოზურგეთიდან

სამი არასამთავრობო ორგანიზაციის— გარემოსდაცვითი სათემო ორგანიზაცია (ECO), გურიის ახალგაზრდული რესურსცენტრი (GYRC) და საქართველოს დემოკრატიული განვითარების კავშირის მიერ — დაწყებულ კამპანიაში ჩაერთვნენ აქტიური მოქალაქეები, რომელებმაც ადგილობრივ მთავრობას მოსთხოვეს პრობლემის გადაჭრა. მოთხოვნებს შორის იყო ისეთი მექანიზმების შემოღება, რომლებიც წიაღისეულის მოპოვების და მასთან დაკავშირებულ რეგულაციებში არსებული ხარვეზების გამოსწორებას მოიცავდა.

კამპანია წარმატებული აღმოჩნდა, ადგილობრივმა მთავრობამ გამოყო სპეციალური სასწორის შესაძენი თანხები, რომლის საშუალებითაც საპატრულო პოლიციასთან ერთად განხორციელდება წიაღისეულიდან მოპოვებული მასალების მონიტორინგი.  სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები, ადგილობრივ მთავრობას და პოლიციას მოქალაქეებთან ერთად აღებული ვალდებულებების შესრულებას უზრუნველყოფენ.

პროექტის შედეგად NDI-ს პარტნიორობამ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებთან მედიის და სამოქალაქო საზოგადოების ყურადღება მიიპყრო. კონკრეტულად კი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციამ პარტნიორობა დაიწყო მწვანე ადვოკატირების პლათფორმასთან, რომელიც წარმოადგენს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების (კერძოდ გარემოსდაცვით საკითხებზე მომუშავე) გაერთიანებას.  დამატებითი ინფორმაცია ოზურგეთის ადვოკატირების ჯგუფზე იხილეთ აქ - here.

მარნეული: ახალგაზრდები მონაწილეობენ ბიუჯეტის დაგეგვაში
მარნეულში USAID-მ და NDI-მ ადგილობრივ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაცია - სამოქალაქო ჩართულობის და აქტივიზმის ცენტრთან  (CEAC) ერთად, შეაგროვა მონაცემები და შეაფასა ის საკითხები, რომლებიც ყველაზე მეტად  გავლენას ახდენს ახალგაზრდებზე. სამოქალაქო ჩართულობის და აქტივიზმის ცენტრმა ადგილობრივ მოსახლეობასთან დისკუსიები და ინტერვიუები გამართა. შედეგად გაირკვა, რომ არსებობს საზოგადოებრივი ტრანსპორტის პრობლემა და არასაკმარისი საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილები, რაც ხელს უშლის ახალგაზრდებს  მეტად ჩაერთონ სამოქალაქო აქტიობებში. რადგან მსგავსი საკითხების გადაჭრა ადგილობრივი მთავრობის პრეროგატივაა, პროექტმა ხელი შეუწყო მარნეულელ ახალგაზრდებს შეექმნათ ადგილობრივი ბიუჯეტის სამუშაო ვერსია.

     “აქტივისტები კარგად უნდა გაეცნონ თემში არსებულ გამოწვევებს და მოსახლეობასთან ერთად უნდა გადაჭრან იქ არსებული საკითხები“ - ახალგაზრდა აქტივისტი მარნეულიდან

ქართულ და აზერბაიჯანულ ენებზე გამართულ შეხვედრაზე  ახალგაზრდებმა ადგილობრივი მთავრობის წარმომადგენლებს თავიანთი პრობლემები გაუზიარეს და  გადაჭრის გზებიც შესთავაზეს. პროექტში ჩართული არიან ის ახალგაზრდებიც, რომლებიც ახორციელებენ მთავრობის მიერ ვალდებულებების შესრულების მონიტორინგს რაც თავის მხრივ უზრუნველყოფს ანგარიშვალდებულებას.

თელავი: ქალი მეწარმეები უკეთესი პოლიტიკის შემუშვების ადვოკატირებას ეწევიან.
USAID-სა და NDI-ის შორის პარტნიორობა ხელს უწყობს მოქალაქეებსა და ადგილობრივ ორგანიზაციებს შორის კავშირების გაღრმავებას. მსგავსი ურთიერთობა უზრუნველყოფს ადვოკატირების ინიციატივების მდგრადობას და მედეგობას, ისეთ საკითებშიც როგორიცაა მაგალითად  კორონა ვირუსის მსგავს პანდემიასთან ბრძოლა.

თელავში NDI კახეთის მედია ცენტრთან   (MCK) ერთად დაეხმარა ქალ მეწარმეებს უკეთესი ეკონომიკური პოლიტიკის შემუშავებაში. კახეთის მედია ცენტრის ხელმძღვანელობით მეწარმე ქალებმა  ჩამოაყალიბეს ჯგუფი, რომელიც ადგილობრივ მთავრობასთან საერთო ინტერესების ადვოკატირებას ეწევა. ჯგუფმა უკვე მიაღწია დადებით შედეგს- ადგილობრივი მთავრობისგან  მიიღო მხარდაჭერა. ამგვარად  თელავში გამოიყო გამოფენა-გაყიდვებისათვის განსაზღვრული ადგილი, სადაც მეწარმეებს  ექნებათ შესაძლებლობა გამოფინონ და გაყიდონ თავიანთი პროდუქცია და ამავე დროს წვლილი შეიტანონ ადგილობრივ ტურიზმშიც.

        “ჩემთვის მნიშვნელოვანია გავაძლიერო ბიზნესი და წვლილი შევიტანო ჩემი ქვეყნის ეკონომიკის ზრდაშისწორედ ამ მიზნით ვთანამშრომლობთ მერის ოფისთან, რათა ერთად გადავჭრათ მეწარმეების წინაშე არსებული პრობლემები.”- ქალი მეწარმეების ინიციატივის ჯგუფის წევრი თელავში.

კახეთის მედია ცენტრი და ქალთა ინიციატივის ჯგუფი აქტიურობენ კორონა ვირუსის პრევენციის კუთხიდან. ადგილობრივი ბიზნესის წინაშე არსებული სირთულეების მოგვარების მიზნით აწყობენ ონლაინ დისკუსიებს, უზიარებენ ინფორმაციას ადგილობრივ მთავრობას და განსაკუთრებულ აქცენტს აკეთებენ იმ ინიციატივებზე, რომელიც მხარდაჭერის შესაძლებლობებს იძლევა. მათ შექმნეს სოციალური მედიის პლათფორმაც, რათა ხელი შეუწყონ საზოგადოებისთვის თელავში წარმოებული პროდუქციის  გაცნობას და ვირტუალურად შეძლონ თავიანთი ადვოკატირების პროგრამების გაგრძელება. პროექტის შესახებ მეტი ინფორმაცია იხილეთ აქ -here.

მოქალაქეებისთვის ისეთი უნარ-ჩვევების მინიჭებით, რომელიც მათ ადგილობრივ მთავრობასთან ურთიერთობის გაღრმავებაში შეუწყობს ხელს, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები  მოსახლეობას თემში არსებული პრობლემების გადაჭრაში ეხმარება. წარმატებულად განხორციელებული პროგრამები  ზრდის  ნდობას ადგილობრივი მთავრობის მიმართ, წაახალისებს მოქალაქეების ჩართულობას და ხელს შეუწყობს ანგარიშვალდებული დემოკრატიის განვითარებას.

USAID და NDI თანამშრომლობენ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებთან და ხელს უწყობენ ადგილობრივ მოსახლეობას ხმა მიაწვდინონ მთავრობას. აქტიური მოქალაქეები ზრდიან  მთავრობის ანგარიშვალდებულებას.

Image
მაია მამულაშვილი, ქალი მეწარმეების ინიციატივის ჯგუფის წევრი თელავში.