ენა

USAID მხარს უჭერს საქართველოს შექმნას დინამიკური, საერთაშორისოდ კონკურენტუნარიანი ტექ-სექტორი, რომელიც ახალგაზრდებს მაღალხარისხიან და მაღალანაზღაურებად სამუშაო ადგილებს შესთავაზებს. ჩვენი საქმიანობით ხელს შევუწყობთ ტექ-ინდუსტრიაში ქალთა მონაწილეობის გაძლიერებას და მათ წარმატებას.

სოფო ჭყოიძე საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე დინამიკური ტექნოლოგიური კომპანიის თანადამფუძნებელი და USAID-ის „ქალები ტექნოლოგიებში“ პროექტის მონაწილეა. ცოტა ხნის წინ სოფო გვესაუბრა მისი კარიერის შესახებ ტექნოლოგიებში, რამ მისცა მოტივაცია და  რას ურჩევს სხვებს, ვისაც ასევე სურს ამ სექტორში თავისი ძალების მოსინჯვა.

სოფო ჭყოიძე  ქართული სტარტაპის - პულსარის (Pulsar AI)-ის ოპერირების უფროსი ოფიცერი და თანადამფუძნებელია, რომელიც ავტოინდუსტრიაში ხელოვნურ ინტელექტზე მუშაობს.  ამასთანავე  USAID-ის ქალები ტექნოლოგიებში პროგრამის მონაწილეცაა, რომელიც ხელს უწყობს ქალებს ხელოვნური ინტელექტის მქონე მიმართულებებში გაძლიერდნენ ტრენინგების, მენტორშიპის და ისეთი შესაძლებლობების შექმნით, რომელიც მისცემთ საშუალებას დაამყარონ ურთიერთობები  მთავარ ინვესტორებთან.

სოფომ და  პულსარის გუნდმა  მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგეს საქართველოს ტექ ინდუსტრიაში.  მათი კომპანია  შეიძინა ამერიკულმა ციფრულმა ავტომობილების შემსყიდველმა კომპანიამ SpinCar-მა - ეს საქართველოს სტარტაპების ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე დიდი მიღწევაა. სოფო და მისი გუნდი Pulsar AI-ში გააგრძელებენ საქართველოში საქმიანობას და ამავდროულად იმუშავებენ ახალ გადაწყვეტილებებზე SpinCar-ისთვისაც.

სოფოსა და Pulsar AI-ის დახმარებით USAID მხარს უჭერს საქართველოს გახდეს ცოდნისა და ინოვაციების ცენტრი.

მოდით გავაერთიანოთ ძალები და ვნახოთ რას მივაღწევთ“

“ყოველთვის მაინტერესებდა ტექნოლოგიურ სივრცეებში ახალი სტარტაპის აღმოჩენა. მუდმივად ვამოწმებდი ვებგვერდებს, ვცდილობდი ინფორმაციის მიღებას ტექნოლოგიებსა და იმ აპლიკაციებზე, რომლებიც მოთხოვნადი და ტრენდული იყო“- იხსენებს სოფო.

“როცა პირველი კურსი დავამთავრე  კონკურსში მივიღე მონაწილეობა.  სწორედ მაშინ გავიცანი ზაალი, ჩვენი CTO [ზაალ გაჩეჩილაძე უფროსი ტექ ოფიცერია და  Pulsar AI-ის თანადამფუძნებელი]. ისიც  ჩართული იყო ტექ სივრცეში, როგორც Pinpoint, საქართველოს Google რუქების ერთ-ერთი დამფუძნებელი.”

სოფომ  სხვადასხვა ტექნიკური აქსელერეტარების პროექტები დაიწყო, ხვდებოდა საქართველოს ტექნიკური სექტორის პროფესიონალებს. 2019 წელს მან ზაალ გაჩეჩილაძესთან და დაჩი ჭოლაძესთან ერთად დააფუძნა კომპანია „პულსარი“.  სოფო იხსენებს  „ მაშინ ვთქვით, მოდით გავაერთიანოთ ძალები და ვნახოთ რა გამოგვივა“.

Pulsar AI-მა 2019 წელს სილიკონ ველისგან მიიზიდა 1.2. მილიონი დოლარის ინვესტიცია. ასევე გახდა ერთ-ერთი პირველი კომპანია, რომელმაც მხარდაჭერა მიიღო საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოსგან.

მას შემდეგ პულსარი ძალიან წარმატებული გახდა. ბოლო წარმატება მათი კომპანიის SpinCar-ის მიერ შეძენას უკავშირდება.  სოფო სამაგალითოა სხვა გოგონებისთვისაც, რომლებმაც შესაძლოა თავიანთი კარიერა ტექ ინდუსტრიას დაუკავშირონ.

თქვენ საკუთარი თავის საუკეთესო დამცველი ხართ “

კომაპნია „პულსარის“ მიერ აღებულმა ვალდებულებამ, რომელიც გენდერულ თანასწორობას უკავშირდება, სოფოს მოტივაცია მისცა მონაწილეობა მიეღო USAID-ის პროექტში „ქალები ტექნოლოგიებში“. „პულსარში კულტურული და გენდერული  დივერსიფიკაცია თითქმის პრიორიტეტია, მოვუწოდებთ რაც შეიძლება მეტ ქალს დაიკავოს მენეჯერული პოზიცია. გეთანხმებით, რომ წინ მრავალი გამოწვევაა, მაგრამ საქართველო სწორ გზას ადგას.”

სოფოსთვის ყველაზე ღირებული იყო შესაძლებლობა დაკავშირებოდა ისეთ პერსპექტიულ ქალებს, რომელთაც მნიშნველოვანი წვლილი შეაქვთ ტექნოლოგიებში:

“ჩემთვის ყველაზე ღირებული იყო იმ ადამიანებთან შეხვედრა, ვინც ცდილობს განვითარებას და თავისი პროდუქციის, ბრენდის შექმნას, რადგან მივხვდი, რომ მარტო მე არ ვიყავი ასეთი. მრავალი ადამიანია ამ ეკოსისტემაში და უფრო და უფრო მეტი ადამიანი უკავშირებს კარიერას ამ სექტორს. მათთან შეხვედრა, იდეების და ხედვის გაზიარება მართლაც დასამახსოვრებელია.

სოფომ რჩევები  გაუზიარა სხვა ქალებსაც, ვისაც სურს ტექნოლოგიებში თავისი ძალების მოსინჯვა:

“იყო იმ კოპანიის წევრი, რომელიც მხარს უჭერს მრავალფეროვნებასა და ინკლუზიას, არ ეშინია შესაძლებლობების და თან მუდმივად უჩნდება ახალი კითხვები, მარტივი არაა, მაგრამ შენ შენი თავის საუკეთესო დამცველი ხარ ამ შემთხვევაში“ .

 

Image
სოფო ჭყოიძე