ენა

 ბროკ ბირმანი USAID-ის ევროპისა და ევრაზიის ბიუროს ადმინისტრატორის მოადგილე.

ამერიკის კონტიტუციის პრეამბულაში ვკითხულობთ, რომ ამერიკელებმა დააარსეს ეს კონსტიტუცია “უფრო დახვეწილი გაერთიანების შესაქმნელად “. ეს ნიშნავს, რომ თავად კონსტიტუცია ხელს უწყობს იდეალური კავშირების საფუძვლების შექმნას, მაგრამ დემოკრატია მაინც მნიშვნელოვანადაა დამოკიდებული იმ მოქალაქეებზე, რომლებიც თავიანთ უფლებებს იცავენ, აყალიბებენ საზოგადოებას და მოსახლეობის მიმართ ანგარიშვალდებულ მთავრობას. 

მთელს მსოფლიოში დემოკრატიას საერთო საფუძვლები ახასიათებს და ჩემთვის დიდი პატივია ხელი შევუწყო ევროპის ახალგაზრდა დემოკრატიების განვითარებას.  

საქართველოს რესპუბლიკამ, რომელმაც სულ ცოტა ხნის წინ საჭოთა კავშირისგან მიიღო დამოუკიდებლობა, ბევრი იშრომა რათა შეექმნა ისეთი დემოკრატია, სადაც არჩევნები ტარდება სამართლიანად და თავისუფლად და სადაც ასევე აქტიურად არიან ჩართულნი მოქალაქეებიც. საქართველომ თავდაუზოგავი შრომის შედეგად შეძლო გამხდარიყო ევრო-ატლანტიკური ოჯახის წევრი, თუმცა ჯერ კიდევ დიდი გზა აქვს წინ გასავლელი. 

წლის დასაწყისში საქართველოს პარლამენტმა მიიღო საკონსტიტუციო ცვლილებები და განახორციელა საარჩევნო კოდექსის რეფორმა, რომელიც ორიენტირებულია საარჩევნო კანონმდებლობაში ხარვეზების და კორუფციის შესაძლებლობის აღმოფხვრისკენ, ასევე უზრუნველყოფს უფრო პლურალისტურ პარლამენტს. USAID-ის მხარდაჭერით ამ ერთწლიან პროცესში ჩაერთო პოლიტიკური პარტიები, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები და სამთავრობო სააგენტოები, რომლის დახმარებითაც მოხდა ამ ისტორიული ცვლილებების განხორციელებაც. 

საქართველოსთვის შემდეგი მნიშვნელოვანი ეტაპია ოქტომბერში ჩაატაროს ისეთი არჩევნები, რომელიც უზრუნველყოფს გარე მავნე ზეგავლენისაგან თავისუფალ, ინკლუზიურ პოლიტიკურ პროცესს. თავისუფალი, სამართლიანი და ინკლუზიური საარჩევნო პროცესი ხელს შეუწყობს საქართველოს დემოკრატიის გაძლიერებას.  ასევე გაამყარებს მოსახლეობის დემოკრატიული პროცესებისადმი ნდობას და გააძლიერებს არჩევნების შედეგად არჩეული მთავრობისადმი ნდობასაც.

ამ პროცესების დაჩქარებისთვის კი განსაკუთრებით მნიშნვნელოვანია მოქალაქეების აქტიურობის გაზრდა, რომელიც ნებისმიერი დაინტერესებული მხარის უპირატესობად უნდა იქცეს, მათ შორის პოლიტიკური პარტიების და საარჩევნო ადმინისტრაციისთვისაც. USAID სწორედ ამ მიზნით უწყობს ხელს ადგილობრივი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების გაძლიერებას, რომლებიც თავიანთი თემის ადვოკატირებაზე იქნებიან ორიენტირებულნი და ეხმარება საქართველოს მოქალაქეებს აქტიურად ჩაერთონ დემოკრატიულ პროცესებში, სადაც განსაკუთრებული როლი ენიჭება თითოეულის ხმას.

დემოკრატიის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ვესაუბრე საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების ხუთ წარმომადგენელს, მათ ვინც USAID-ის მხარდაჭერით წვლილი შეიტანა ანგარიშვალდებული დემოკრატიის განვითარებაში.  თითოეულ ამ აქტივისტს თავისი ხედვა აქვს, თუმცა მათ საერთოც გააჩნიათ და ეს ის ვალდებულებაა, რომელიც საქართველოს საზოგადოებას დაეხმარება შექმნან „უფრო დახვეწილი გაერთიანება“ .

 სულ რამდენიმე კვირაში არჩევნებიარა ფაქტორმა შეიძლება მიიყვანოს ამომრჩევლები საარჩევნო უბანზე

USAID-ის მხარდაჭერილი სოციალური საწარმოს და საზოგადოებრივი სივრცის  "ცოდნის კაფის" თანადამფუძნებელი ნანა ბაღალიშვილი- “ სასიხარულოა, რომ ჩვენს ახალგაზრდა დემოკრატიაში გვაქვს   წარსულში  დემოკრატიული გზით ჩატარებული არჩევნების კარგი მაგალითი.  ძალიან მნიშვნელოვანია, მოვერგოთ შექმნილ მდგომარეობას ქვეყანაში და კარგი ქართველობაც არჩევნებზე მისვლით დავამტკიცოთ”. 

 სამოქალაქო საზოგადოების აქტივისტი, ევროპულ-ქართული ინსტიტუტის დამფუძნებელი და USAID-ის მიერ ახალგაზრდების მხარდაჭერის მიზნით ინიცირებულ პროექტში  “დემოკრატიის თაობა” მონაწილე  გიორგი მელაშვილი- “ პოლიტიკოსებმა უფრო მეტი უნდა იმუშაონ ამომრჩევლებთან და შესთავაზონ მათ  მოსახლეობისთვის მნიშვნელოვანი  პრობლემის გადაჭრის გზები.  ამავდროულად მოსახლეობაც უფრო აქტიურად უნდა ჩაერთოს დემოკრატიულ პროცესებში”. 

 გოგა ჯმუხაძე, ადგილობრივი სამოქალაქო აქტივისტი რუსთავიდან - “ გასულ არჩევნებზე ამომრჩეველთა დაბალმა აქტიობამ ცხადყო, რომ ძალიან ბევრია სამუშაო ახალგაზრდებთან. ვფიქრობ , რომ ცნობიერების ასამაღლებელი აქტიობები გადამწყვეტია ახალგაზრდებისთვის, რათა მათ გააცნობიერონ თუ რამდენად მნიშვნელოვანია სამოქალაქო აქტიურობა და არჩევნებზე საკუთარი არჩევანის დაფიქსირებით რამდენად დიდი წვლილი შეაქვს საქართველოს დემოკრატიის განვითარებაში”.
 

თქვენი აზრით, რატომაა ადგილობრივი აქტივიზმი მნიშვნელოვანი საქართველოს დემოკრატიისთვის

ანანო კულალაღაშვილი, მოყვარული ჟურნალისტი პანკისის ხეობიდან- “სამოქალაქო საზოგადოება ხელს უწყობს დემოკრატიის განვითარებას საქართველოში.  ის საზოგადოების წინაშე მთავრობის ანგარიშვალდებულებულებას უზრუნველყოფს. ჩვენს მოქალაქეებს საშუალება ეძლევათ აქტიურად ჩაებან სახელმწიფოს მიერ პოლიტიკის წარმოების პროცესში, რაც ლეგიტიმაციისა და ნდობის ხარისხს ზრდის. ისინი ასევე ხელს უწყობენ ქვეყანაში არსებული, ნაკლებ აქტიური ჯგუფების წახალისებასა და საზოგადოებრივ ცხოვრებაში ინტეგრაციას.  სწორედ ამიტომაა მნიშვნელოვანი  ისეთი კამპანიები და პროგრამები, რომელიც შესაძლებლობას აძლევს მოსახლეობას მეტი შეიტყონ დემოკრატიული პროცესების შესახებ და თავადაც აქტიურად ჩაერთონ ამ პროცესებში.” 

 

რა სახით შეიძლება USAID-იმ და საერთაშორისო საზოგადოებამ ითანამშრომლონ თქვენთან ამ შემთხვევაში

ნანა ბაგალიშვილი - “საქართველოს მოქალაქეებისთვის ამერიკული დემოკრატია სამაგალითოა, განსაკუთრებით კი მათთვის, ვინც ბოლო სამი ათწლეულის განმავლობაში დაიბადა”. 

ანანო კულალაღაშვილი - “ვფიქრობ, რომ USAID-ის და საერთაშორისო საზოგადოების მხარდაჭერით მოხალისეებს შეუძლიათ აქტიური კომუნიკაცია იქონიონ ადგილობრივი თემის წარმომადგენლებთან და მოუწოდონ მათ მონაწილეობა მიიღონ დემოკრატიულ პროცესებში”.

ესმა გუმბერიძე, სამოქალაქო საზოგადოების აქტივისტი, გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში საქართველოს ახალგაზრდობის წარმომადგენელი და ევროპის დემოკრატიის ახალგაზრდული ქსელის წევრი- “საერთაშორისო ორგანიზაციებს შეუძლია საქართველოს დაეხმაროს სამოქალაქო საზოგადოებაში ნდობის მოპოვებასა და მათთვის რჩევის მიცემაში.  ასწავლონ  როგორ ითანამშრომლონ ბიზნესებთან, ფონდებთან და უბრალო მოქალაქეებთან, რომლებსაც ფინანსური თუ სხვა სახის კონტრიბუციით შეუძლიათ სამოქალაქო საზოგადოება უფრო მდგრადი გახადონ”. 

რას ეტყოდით იმ მოქალაქეებს, რომლებიც თავიანთ თემში  სირთულეებს ხედავენ, ან მათ ვისაც გარკვეული იდეები გააჩნიათ მომავალთან დაკავშირებით

გიორგი მელაშვილი - “თუ პრობლემები არსებობს თქვენს თემში, ნუ დაელოდებით სხვას.  თუ გაქვთ იდეები და გსურთ რომ უკეთესისკენ შეცვალოთ მომავალი, გახსოვდეთ, რომ ეს თითოეულ ჩვენგანს შეუძლია, ჩვენ ყველას შეგვიძლია წვლილი შევიტანოთ ქვეყნის განვითარებაში”. 

ესმა გუმბერიძე - “დემოკრატია მუდმივი პროცესია.  ის კუნთივითაა, თუ მუდმივად არ ავარჯიშე მოდუნდება და დასუსტდება.  შესაბამისად, თუ მაშინვე ვერ ვხედავთ ჩვენი აქტიობებისგან შედეგს, მაინც არ უნდა დავნებდეთ.” 

საქართველოს დემოკრატიის რთული, მაგრამ ათელი მომავალი 

1991 წელს დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ საქართველომ დემოკრატიული საზოგადოების შექმნის პროცესში მრავალი სირთულე გაიარა.  იყო მრავალი გამოწვევა, მათ შორის  საქართველოს ტერიტორიების 20%-ის ოკუპაცია და მნიშვნელოვანი სახელმწიფო სერვისების ნაკლებობა. 

 მიუხედავად ამისა, 2003 წლის ვარდების რევოლუციის შემდეგ,  დემოკრატიული ინსტიტუტების დახმარებით საქართველოს მოსახლეობამ დიდ პროგრესს მიაღწია. განვითარებისკენ მიმავალ გზაზე საქართველოს მოსახლეობა შეიძლება კვლავ მრავალი გამოწვევის წინაშე დადგეს. თუმცა მოქალაქეების აქტიურობით, მათ შესაძლებლობა აქვთ თავიანთი სურვილები რეალობად აქციონ და ამით ხელი შეუწყონ დემოკრატიის განვითარებას. 

 აღვნიშნავთ რა დემოკრატიის დღეს, მსურს საქართველოში მცხოვრებ მეგობრებს შევახსენო, რომ ნებისმიერი საზოგადოებისთვის დემოკრატიის პროცესი რთულია, რაც  შეიძლება შეაფერხოს რეგრესმა, რთულმა პროცესებმა  და შემხვევითმა, მოულოდნელმა ქმედებებმა. 

დებატები დემოკრატიის ნაწილია. მოსაზრების განსხვავება არათუ ასუსტებს დემოკრატიას, არამედ პირიქით აძლიერებს მას იმ შემთხვევაში, თუ პარტიები ორიენტირებულნი დარჩებიან თავიანთ მიზნებზე და ემსახურებიან მოსახლეობას. სამოქალაქო საზოგადოების აქტივისტები, მაგალითად ისეთი ადამიანები, რომელთანაც დღეს გასაუბრების შესაძლებლობა მოგვეცა, გარკვეულწილად მედიატორების როლს ასრულებენ მოქალაქეებსა, პოლიტიკასა და კანონებს შორის. დემოკრატია მაშინაა წარმატებული, როცა პარტიის ლიდერები თავიანთი თანაპარტიელების საუკეთესო იდეების განხორციელებას ცდილობენ, სადაც მნიშნვლოვანი წვლილი მოქალაქეებსაც შეაქვთ. 

 

Image
"ცოდნის კაფე" სოციალური საწარმო და საზოგადოებრივი სივრცე, რომელსაც მხარს უჭერს USAID