ენა

USAID ხელს უწყობს ბიზნესს რეკომენდაცია გაუწიოს უკეთეს ეკონომიკურ პოლიტიკას

“მაშინ როცა პანდემიიდან გამომდინარე, უამრავი ბიზნესი  გადარჩენისთვის იბრძვის, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია გადახდისუუნარობის ეფექტიანი სისტემის ქონა“- ამბობს იურისტი ნანა ამისულაშვილი,  რომელმაც USAID-ის მხარდაჭერით შესძლო გადახდისუუნარობის რეფორმის ადვოკატირება, რაც  ბიზნესს დაეხმარება ისეთი გამოწვევის  გადაელახვა როგორიცაა COVID-19.

ცხრა წლის წინ იურისტი ნანა ამისულაშვილი დიდი გამოწვევის წინაშე დადგა როცა კომპანია, რომელიც მას და კიდევ 200 ოჯახს ბინას უშენებდა გაკოტრდა. კომპანიას იმ ეტაპზე  მას მშენებლობის მხოლოდ 10 პროცენტი ჰქონდა დასრულებული. ნანას ოჯახი კომპენსაციის გარეშე კარგავდა მთელს თანხას. 

მანამდე ნანას არასდროს უმუშავია გადახდისუუნარობის საკითხებზე, თუმცა დარწმუნებული იყო, რომ ეს კანონი მოაგვარებდა მისი და  მეზობლების პრობლემებს.  

იმ ეტაპზე  კანონი უკვე არსებობდა, თუმცა მრავალი ხარვეზით, რაც მის დროულ და ეფექტურ აღსრულებას უშლიდა ხელს. 

„გადახდისუუნარობის სისტემისთვის უმთავრესია, რომ პროცესი იყოს სწრაფი, იაფი და ეფექტიანი. ამის მექანიზმები აშკარად აკლდა ძველ კანონს“- ამბობს ნანა.

საკუთარი პრობლემის გადაწყვეტაზე მუშაობამ, ნანა შთააგონა მისი პროფესიული და პირადი გამოცდილებით შეძენილი ცოდნა გადახდისუუნარობის სისტემის რეფორმაზე მიემართა.

2018 წელს USAID-ის მხარდაჭერით ნანამ და სხვა გამოცდილმა პროფესიონალებმა დაარსეს  ბიზნესის რეაბილიტაციისა და გადახდისუუნარობის პრაქტიკოსთა ასოციაცია, რომელმაც დიდი ძალისხმევა გასწია ახალი კანონპროექტის მომზადებისა და დამტკიცების ადვოკატირებაში.    

სექტემბერში საქართველოს პარლამენტმა  ახალი კანონი მიიღო, რომელიც 2021 წლის აპრილში შედის ძალაში. კანონი რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ უზრუნველყოფს გადახდისუუნარო ბიზნესების დროულ აღდგენას და დაიცავს ნანას მსგავს კლიენტებს მსგავსი პრობლემებისგან.  

“როცა ბიზნესი გაკოტრების წინაშე დგება და ყოველდღიურ საქმიანობას ვეღარ აგრძელებს, დაუყოვნებლივ უნდა მომზადდეს რეაბილიტაციის გეგმა, რათა არ გაჩერდეს და შესძლოს გადარჩენა. ეს არის მთავარი, რასაც ახალი კანონი უზრუნველყოფს, დღეს, როცა პანდემიის გამო უამრავი ბიზნესი იბრძვის გადარჩენისთვის, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ეფექტიანი გადახდისუუნარობის სისტემის ქონა“ ამბობს ნანა ამისულაშვილი.

Image
ნანა ამისულაშვილი