ენა

დაგ ბოლი  დიპლომატია ორეგონის შტატიდან,  პორტლენდიდან. 2015- 2018 წლებში დაგი USAID/საქართველოს დირექტორი იყო.

საქართველოში ყოფნის დროს დაგს და მის მეუღლე ჯანეტს შეუყვარდათ ქვეყნის კულტურა, მათ შორის ქართული ღვინოც.  

“ვერც კი წარმოიდგენთ როგორ გვენატრება საქართველო “- გვწერს  დაგი პორტლენტიდან.

როცა ქვეყნიდან გამგზავრების დრო დადგა, გადაწყვიტეს თან წაეღოთ  საქართველოს პატარა ნაწილი და  პორტლენდში ქართული მარნის მოსაწყობად ოთხი ქვევრი შეიძინეს.

იფიქრეს, რომ მარანი ცოტათი მაინც დააკავშირებდათ იმ ქვეყანასთან, რომელიც ასე შეუყვარდათ: „არ მეგონა  ასეთი რთული თუ იქნებოდა ამ პროექტის განხორციელება. დავიწყე სახლის სარდაფიდან მიწის ამოღება, შევაგროვე აგურები, ერთ ნაბიჯს  მეორე მოყვა და საბოლოოდ მივიღე საოცარი მარანი, რომელსაც ჩემმა  მეუღლემ, ჯანეტმა „დაგის კაპრიზი“ დაარქვა“.

დაგი და ჯანეტი სიამოვნებით გაუმასპინძლდებიან სტუმრებს ქვევრის ღვინით, რომელსაც ქართულ სუფრაზე განსაკუთრებული ადგილი უჭირავს. 

Image
დაგ ბოლი, USAID/საქართველოს ყოფილი დირექტორი