ენა

USAID ახალგაზრდების გაძლიერებით შესაძლებლობას აძლევს მათ გახდნენ ლიდერები დემოკრატიული ცვლილებების პროცესში. დემოკრატიის აქტივისტების მომდევნო თაობებს ხელს უწყობს შეიძინონ ახალი უნარ-ჩვევებიმიიღონ გამოცდილება და გააძლიერონ დემოკრატიული ღირებულებები თავიანთ თემსა და ქვეყანაში. 15 სექტემბერს მსოფლიო საერთაშორისო დემოკრატიის დღეს აღნიშნავს და  USAID იმ ახალგაზრდა აქტივისტებს გაგაცნობთ, რომლებსაც მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვთ საქართველოს განვითარებაში

დღეს ასმათ ბოლქვაძის, ხულოს მუნიციპალიტეტში ადგილობრივი დემოკრატიის აქტივისტის ისტორიას გაგაცნობთ, რომელმაც წამოიწყო კამპანია “2 ლარი ორი პრობლემის მოსაგვარებლად”. ინიციატივა გულისხმობს მცირე შემოწირულობებით მნიშვნელოვანი ადგილობრივი პრობლემების მოგვარებას. გარდა ამისა, ასმათი USAID-ის პროგრამის მომავალ ლიდერთა სკოლის მონაწილეცაა, რომელიც  ახალგაზრდებს ხელს უწყობს აქტიურად ჩაერთონ დემოკრატიულ პროცესშიმომავალ ლიდერთა სკოლას ახორციელებს საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტი (GIP), USAID-ის არჩევნებისა და პოლიტიკური პროცესების პროექტის ფარგლებში, რომელიც სხვადასხვა აქტივობების საშუალებით საქართველოს ანგარიშვალდებული დემოკრატიის შენებაში ეხმარება.

ასმათმა გაგვიზიარა, თუ როგორ დაეხმარა მომავალ ლიდერთა სკოლა გამხდარიყო აქტვისტი, რამ მისცა მოტივაცია აქიურად ჩართულიყო  სოციალურ საკითხებში და მისი აზრით, როგორ შეიძლება საქართველომ ააშენოს უფრო ძლიერი, დემოკრატიული სახელმწიფო .

მოგვიყევით თქვენს შესახებ. რამ შთაგაგონათ გამხდარიყავით სამოქალაქო აქტივისტი

მიუხედავად საჯარო სამსახურში მუშაობისა,  ჩართული ვარ სხვადასხვა მოხალისეობრივ საქმიანობებში და ვცდილობ ახალგაზრდების ჩართულობის წახალისებით წვლილი შევიტანო მუნიციპალიტეტის განვითარებაში. ყოველთვის ვფიქრობდი ისეთ სამოქალაქო აქტივობაზე,  რომელშიც მუნიციპალიტეტის ახალგაზრდებს - განსაკუთრებით კი გოგონებს - ჩავრთავდი და ისინი შეძლებდნენ პიროვნულად განვითარებას  სასიკეთო საქმეების კეთებით. პანდემიამ ამის საჭიროება კიდევ უფრო მეტად დამანახა და დავიწყეთ პროექტი „2 ლარი 2 პრობლემის მოსაგვარებლად“, რომლის ფარგლებშიც ორი ალტერნატიული გზით ვახდენთ თანხის მობილიზებას ადგილობრივი პრობლემების მოსაგვარებლად - ერთის მხრივ, ვაწარმოებთ ე.წ. Crowdfunding-ის (ქრაუდფანდინგის, ანუ ფონდების მოძიების) კამპანიას და მეორეს მხრივ, მთელი მუნიციპალიტეტის მაშტაბით ვაგროვებთ მაკულატურას. ამით კი, გარდა პრობლემების მოსაგვარებლად თანხის მობილიზებისა, ვცდილობთ, ხეები გადავარჩინოთ ჭრას და ბუნება მაკულატურით დაბინძურებას. მისი რეალიზაციით მიღებული თანხით კი სოფელ ფაჩხაში გავაკეთებთ საბავშვო საქანელებს. ამით ვცდილობთ, რაც შეიძლება მეტი ადამიანი ჩავრთოთ ჩვენს საქმიანობაში.

თქვენი აზრით, რატომ არის აქტივიზმი ადგილობრივ დონეზე მნიშვნელოვანი საქართველოს დემოკრატიისთვის?

ადგილობრივ დონეზე მნიშვნელოვანია სოციალური აქტივიზმი, რადგან აქ მცხოვრებმა ადამიანებმა უკეთ იციან თავიანთი თემის პრობლემები და მისი მოგვარების გზები. ვთვლი, რომ ქვემოდან ზემოთ პრინციპით უნდა ვიხელმძღვანელოთ, თუ გვინდა საქართველოში სწორი და ჯანსაღი დემოკრატიის განვითარება. ჩართულობა მოსახლეობიდან, თემიდან უნდა მოდიოდეს და კარნახობდეს სახელმწიფო სტრუქტურებს და არა პირიქით. 

რა მიგაჩნიათ თქვენი, როგორც სამოქალაქო აქტივისტის ყველაზე დიდ მიღწევად ადგილობრივ დონეზე? მოგვიყევით რა გააკეთეთ, რამაც გავლენა იქონია თქვენს ადგილობრივ თემზე

ჩვენი ყველაზე დიდი მიღწევა არის ის, რომ საქართველოში ერთ-ერთი პირველები ვართ, ვინც Crowdfunding -ის კამპანიის საშუალებით შევძელით თანხის მობილიზება პროექტისთვის „2 ლარი ორი პრობლემის მოსაგვარებლად“. ეს პროექტი ორიენტირებულია თემის პრობლემის მოგვარებაზე და არის ერთადერთი პროექტი აჭარიდან, რომელმაც Orbelianimeti-ის სოციალური პროექტების კონკურსში გაიმარჯვა. orbelianimeti.ge-ს პლატფორმაზე ჩვენ უკვე 203 ადამიანი გვიჭერს მხარს. თუმცა, საერთო ჯამში 400-ზე მეტი ადამიანის მობილიზება შევძელით. ასევე, იგივე პროექტის ფარგლებში, „2 პრობლემის მოსაგვარებლად“ თანხის მობილიზების ალტერნატიული გზის სახით 4 ტონამდე მაკულატურის შეგროვებაც შევძელით. პროექტის წარმატების უზრუნველყოფის მიზნით, ასევე, ვითანამშრომლეთ სხვადასხვა არასამთავრო ორგანიზაციებთან და ტელევიზიებთან. ყველაზე მთავარი კი არის ის, რომ აჭარის მაღალმთიან მუნიციპალიტეტში მცხოვრებმა ახალგაზრდებმა (ქალებმა) შევძელით სტერეოტიპების დამსხვრევა და დამტკიცება, რომ ქალებსაც შეგვიძლია 0%-იანი ბიუჯეტით მოხალისეობრივ საწყისებზე მნიშვნელოვანი წვლილის შეტანა. 

მოხალისეებს  ამ ყველაფრით ვასწავლე სირთულეების გადალახვა, გუნდურობა და დღეს ისინი არიან თავიანთი სოფლის, თემის ახალგაზრდებისთვის ლიდერები, რომლებმაც თავიანთი მოხალისეები შემოიკრიბეს ირგვლივ და მალე საინტერესო პროექტების განხორციელებასაც გეგმავენ.

მოგვიყევით მომავალი ლიდერთა სკოლაზე (ELS). რა ისწავლეთ? და როგორ დაგეხმარებათ მიღებული გამოცდილება წვლილი შეიტანოთ საქართველოში დემოკრატიული პროცესების განვითარებაში

მომავალ ლიდერთა სკოლამ (ELS)-მა მომცა უდიდესი გამოცდილება და შესაძლებლობები, ასევე შემიქმნა მნიშვნელოვანი სანაცნობო წრე. მივიღე არაფორმალური განათლება, რაც დამეხმარა ლიდერული უნარ-ჩვევების ჩამოყალიბებაში. აღარ მეშინია გამოწვევების და ყოველთვის ვეძებ მოგვარების გზებს. აქ მიღებული ცოდნა და გამოცდილება კიდევ უფრო მეტად დამეხმარება სათემო დონეზე სამოქალაქო აქტივიზმის კულტურის დანერგვაში, რაც სამომავლოდ გამოიწვევს მეტ-ნაკლებად დემოკრატიის პროცესების სწორად განვითარებას.

 

Image
ასმათი (მარჯვნივ) სათემო პროექტების განხორციელებისათვის საჭირო თანხის მობილიზებისათვის მაკულატურას აგროვებს