Georgian Flag

ინკლუზიური ეკონომიკური განვითარება

ენა : English | Georgian

Speeches Shim

ეკონომიკური ზრდის შედეგად შექმნილი ინკლუზიური, მაღალანაზღაურებადი და მაღალხარისხიანი დასაქმება.

საქართველომ მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია ეკონომიკურ მმართველობის ეფექტიანი  პოლიტიკის განხორციელებით და დინამიკური ეკონომიკური ზრდით. თუმცა ქვეყნის წინსვლას ჯერ კიდევ მნიშვნელოვნად აფერხებს მაღალხარისხიანი და მაღალანაზღაურებადი სამუშაო ადგილების  ნაკლებობა. 2020-2025 წლების განვითარებისა და თანამშრომლობის სტრატეგიის მიხედვით  USAID ხელს უწყობს საქართველოს კერძო სექტორს ინოვაციებში, უცხოური ინვესტიციების მოიზდვასა მომგებიან ბაზრებზე გასვლაში, რაც თავის მხრივ განაპირობებს  შემოსავლების ზრდას  და ქვეყნის მოსახლეობისთვის მაღალანაზღაურებადი და მაღალხარისხიანი სამუშაო ადგილების შექმნას.  USAID-ის პროგრამები  მხარს უჭერს  საქართველოს ინკლუზიურ ეკონომიკურ ზრდას, რაც ქვეყანას ხელს შეუწყობს  სრულად განახორციელოს ის ეკონომიკური რეფორმები, რომლებიც ორიენტირებულია ევრო-ატლანტიკურ ინტეგრაციაზე და მხარს უჭერს ეკონომიკის წამყვან სექტორებს გახდნენ უფრო კონკურენტუნარიანი. ჩვენი პროგრამები ხელს უწყობს  ქართულ ბიზნესს ჰქონდეთ წვდომა მომგებიან ბაზრებზე, ინვესტიციების მრავალფეროვან წყაროებზე, მდგრად მართვად ბუნებრივ  რესურსებზე და შრომის ბაზრის მოთხოვნილებების შესაბამისად გადამზადებულ სამუშაო ძალაზე. 

ჩვენი პროგრამები მაღალანაზღაურებადი და მაღალხარისხიანი დასაქმების შესაძლებლობების ზრდის მხარდასაჭერად.  

USAID/საქართველოს დაფინანსებით ადგილობრივი და საერთაშორისო პარტნიორები ბევრ პროგრამას ახორციელებენ ქვეყნაში. ეს პროგრამები მიზნად ისახავენ  ეკონომიკურ ზრდას, სამუშაო ადგილების შექმნას და ეკონომიკური კავშირების დამყარებას დასავლეთთან. USAID/საქართველოს პროგრამების შესახებ დამატებითი ინფორმაციის ეწვიეთ ჩვენი პროგრამების გვერდებს.

Last updated: January 06, 2022

Share This Page