ენა

საქართველო სამხრეთ კავკასიის რეგიონში,  შავი ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროზე მდებარეობს და  ევროპასა და  აზიას ერთმანეთთან აკავშირებს. ქვეყანამ დამოუკიდებლობა 1991 წელს, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ მოიპოვა. ერთი წლის შემდეგ წლის შემდეგ კი ოფიციალური დიპლომატიური ურთიერთობები დაამყარა ამერიკის შეერთებულ შტატებთან.

29 წელიწადზე მეტია USAID  პარტნიორობს საქართველოსთან რათა დაეხმაროს ქვეყნის განვითარებას და მის ინტეგრაციას  დასავლეთის პოლიტიკურ, ეკონომიკურ და უსაფრთხოების ინსტიტუტებში. USAID პროგრამები აშშ-ს მთავრობის სტრატეგიასთან შესაბამისად  ხელს უწყობს აშშ-ს ეროვნულ უსაფრთხოებას, ეკონომიკურ კეთილდღეობას და  საქართველოს მდგრად განვითარებას.

USAID საქართველოში 35-ზე მეტ პროგრამას აფინანსებს. პროგრამების მიზანია ქვეყანამ  შესძლოს მავნე ზეგავლენასთან გამკლავება,  მოხდეს საქართველოს გაძლიერება, დემოკრატიული მიღწევების კონსოლიდაცია, სამუშაო ადგილების შექმნა და  ეკონომიკური ზრდის უზრუნველყოფა.