ენა

COVID-19-ის პანდემიის დროს საზოგადოებამ განსაკუთრებული პასუხისმგებლობა გამოიჩინა და ერთობლივად გაუმკლავდა არსებულ საფრთხეს. USAID-ის წამყვანი პრინციპები კი სწორედ საზოგადოების ერთიანობას და პასუხისმგებლობის გაზიარებას ეფუძნება, იქნება ეს კონფლიქტი, ეკონომიკიური კრიზისი, თუ პანდემია. USAID-ის პროგრამის “მომავლის თაობის” მიზანიც მოსწავლეების საზოგადოებრივ აქტიობაში ჩართულობაა. COVID-19-ის პანდემიის დროს განსაკუთრებული აქტიურობით გამირჩეოდნენ სამოქალაქო კლუბის წევრი ახალგაზრდები, რომლებმაც თავიანთ ქალაქებსა და სოფლებში არსებული პრობლემების გადაჭრაზე იზრუნეს. მათ შორისაა ჭიათურის მუნიციპალიტეტის, სოფელ ქვაციხის სამოქალაქო კლუბიც.

 ახალგაზრდები სოფლის  პრობლემებს აგვარებენ

2018 წელს, სოფელ ქვაციხის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა, თავიანთ სოფელში დადებითი ცვლილებების შეტანის მიზნით, სამოქალაქო კლუბი „ვექტორი“ ჩამოაყალიბეს და მიზნად დაისახეს ვიდეოების, ამბების და ონლაინ ტრენინგების საშუალებით საზოგადოებისათვის ცნობიერება აემაღლებინათ მნიშვნელოვან სოციალურ საკითხებზე.  კლუბის ერთ-ერთი პირველი ინიციატივა Facebook-ის გვერდის "სამოქალაქო მედიის" შექმნა იყო, სადაც მოსწავლეებს შესაძლებლობა მიეცემოდათ მონაწილეობა მიეღოთ ღია საუბრებში და  დაკავშირებოდნენ როგორც ჭიათურას მუნიციპალიტეტის ასევე საქართველოს  სხვა რეგიონებშის მოსახლეობას.

კლუბის ლიდერის, ილია ყიფშიძის განცხადებით, ადრე  მეზობლებს არ სჯეროდათ რომ ახალგაზრდების აქტიურობა რაიმე შედეგს გამოიღებდა, „არ სჯეროდათ, რომ მოსწავლეებს შეეძლოთ მნიშვნელოვანი ცვლილებების შეტანა”.

„მათი დამოკიდებულება მალე შეიცვალა, როდესაც თავად იხილეს რა შედეგი გამოიღო ჩვენს მიერ საზოგადოებისათვის მნიშვნელოვან საკითხებზე საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში ჩატარებულმა ღონისძიებებმა”- ამბობს ილია .

„ვექტორი” მუშაობდა ისეთი პრობლემების გადაჭრაზე, როგორიცაა საჯარო სივრცეების დასუფთავება და ჯანსაღი ცხოვრების სტილის ხელშეწყობა.

„კლუბის წევრები ხშირად ვცდილობდით საინტერესო აქტიობების განხორციელებას და  წვლილის შეტანას ჩვენს სოფელსა  და სკოლაში.  ამ ინიციატივების განხორციელებისას ვეცნობით ისეთ საკითხებს, რასაც სკოლაში ვერ ისწავლი” - ამბობს კლუბის ერთ-ერთი წევრი გიგა ღვალაძე.

 სამოქალაქო კლუბი მოსახლეობას კორონა ვირუსზე ინფორმაციას აწვდის

 როცა კორონა ვირუსი საქართველოშიც დაფიქსირდა „ვექტორმა” გადაწყვიტა სოფლის მოსახლეობისათვის სწორი საზოგადოებირვილი ჯანდაცვის ინფორმაციის მიწოდების მიზნით დაეწყოთ პროექტი „სამოქალაქო მედია". ერთ-ერთ პირველ ინიციატივას წარმოადგენდა ჯანდაცვის საკითხებში გაეროს გენერალური მდივნის მრჩეველ, ექიმ გიორგი ფხაკაძესთან  ონლაინ საინფორმაციო შეხვედრის მოწყობა.  ილია დაუკავშირდა ბატონ გიორგის და კორონა ვირუსის პრევენციის მიზნით სთხოვა მოსახლეობისათვის გაეცნო მეტი ინფორმაცია ვირუსის შესახებ, მკურნალობის მსოფლიოში არსებულ ეფექტური  პრაქტიკაზე, ვაქცინის შექმნის ძალისხმევაზე და  ამ საკითხთან დაკავშირებულ სხვა თემებზე.

 ბატონი  გიორგი სიამოვნებით დასთანხმდა  ჩართვას და თავიდან დაგეგმილი 40 წუთიანი ლაივი იმდენად საინტერესო აღმოჩნდა, რომ ორი საათით გაგრძელდა.  ექიმმა გიორგი ფხაკაძემ კორონა ვირუსის პანდემიის შესახებ მოსწავლეების, მასწავლებების და მშობლების  კითხვებს უპასუხა.

წარმატებული ონალინ ჩართვის შემდეგ ილიამ განაცხადა: „კორონა ვირუსის პანდემიის შესახებ მრავალი ინფორმაცია ვრცელდება, შესაბამისად ჩნდება მეტი კითხვაც. მედიისა თუ სოციალური მედიის საშუალებებით მუდმივად გვესმის ინფორმაცია ვირუსის შესახებ, მაგრამ ჯერ კიდევ გვაქვს პასუხგაუცემელი კითხვები. სამოქალაქო კლუბის წევრებს გვსურდა მსმენელისთვის ისეთი ფორმატის შეთავაზება, სადაც პირდაპირ შეძლებდნენ კითხვის დასმას და ამომწურავი პასუხის მიღებას.  ექიმი გიორგი ფხალაძე ხშირად მყავს ტელევიზიით ნანახი, შესაბამისად მისი საუბრებიდან და პროფესიონალიზმიდან გამომდინარე ჩავთვალე, რომ ის იქნებოდა საუკეთესო კანდიდატი ჯანდაცვის თემაზე სასაუბროდ. გარდა იმისა რომ ბატონი გიორგი მართლაც არაჩვეულებრივი პროფესიონალია, ის ყოველთვის ინტერესით ეკიდება ახალგაზრდების მიერ ინიცირებულ აქტიობებს”.

კვაციხის სამოქალაქო კლუბის წევრებმა და ილიამ მას შემდეგ სხვა ჩართვებსაც უმასპინძლეს, მოიწვიეს პროფესიონალები და საზოგადოებისთვის ცნობილი სახეები. გარდა ამისა ახალგაზრდები სხვა კლუბის წევრებთან ერთად ახორციელებენ ერთობლივ ინიციატივებსაც, რომელსაც უზიარებენ არამარტო ჭიათურის, არამედ მთელი საქართველოს მოსახლეობასაც.

USAID-ის და პროგრამა მომავლის თაობის დახმარებით, ილიას და მის თანატოლებს მნიშნვნელოვანი წვლილი შეაქვთ ქვეყნის განვითარებაში: „მომავლის თაობა ხელს უწყობს ახალგაზრდების განვითარებას, ასწავლის მათ დემოკრატიულ გარემოში მუშაობას, პასუხისმგებლობის გაზიარებას,  შედეგად კი მივიღებთ თაობას, რომელიც გამოირჩევა აქტიური მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობით”.

 მომავლის თაობა: პროგრამის მიზანია ხელი შეუწყოს მასწავლებლების გადამზადებას,  საშუალო სკოლის სამოქალაქო განათლების სასწავლო პროგრამის ინსტიტუციონალიზაციას და ახალგაზრდების სამოქალაქო ჩართულობას.  ამ მიზნით იქმნება სამოქალქო კლუბები, რომლის წევრებსაც სხვადასხვა მცირე პროექტების განხორციელების მიზნით შესაძლებლობა აქვთ მიიღონ მცირე გრანტები და განხორციელებული აქტიობების შედეგად წვლილი შეიტანონ ქვეყნის განვითარებაში.

Image
ილია ყიფშიძე, სოფელ ქვაციხის სამოქალაქო კლუბის ლიდერი