ენა

 ამა წლის ოქტომბერში საქართველოს ამომრჩევლები 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში მიიღებენ მონაწილეობას.  თუ არჩევნები ჩატარდება გამჭვირვალედ და იქნება თავისუფალი და  სამართლიანი, ეს   ქვეყნის დემოკრატიის განვითარების განმტკიცებისკენ გადადგმული ნაბიჯი იქნება.  არჩევნები ჩატარდება, რეფორმირებული საარჩევნო სისტემის ფარგლებში  რაც პარლამენტში მეტი პლურალიზმის შეტანის შესაძლებლობაა. ორმხრივად მნიშვნელოვანი ხდება  ადგილობრივ დამკვირვებელთა  როლიც - არჩევნების დღეს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების  ჩატარების უზრუნველყოფა და წინასაარჩევნო და არჩევნების შემდგომი გარემოს ერთიანობის შენარჩუნება.

1 ივნისს ქართულმა სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციამ - სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED), 2020 წლის არჩევნების მონიტორინგის პროცესი დაიწყო. USAID-ის საარჩევნო და პოლიტიკური პროცესების  მხარდაჭერა საქართველოში პროგრამის ფარგლებში ISFED დააკვირდება საარჩევნო პროცესს როგორც არჩევნების დღეს, ასევე წინასაარჩევნო და პოსტსაარჩევნო პერიოდშიც.  ISFED-ის არჩევნების მონიტორინგი მიუკერძოებელია, ასახავს ორგანიზაციის ფასეულობებს და USAID-ის ვალდებულებას, რომელიც საარჩევნო და პოლიტიკური პროგრამების მიუკერძოებლობას გულისხმობს. 

ISFED-მა მთელი ქვეყანის მასშტაბით საარჩევნო ოლქებში გაანაწილა არჩევნების გრძელვადიანი 68 დამკვირვებელი. დამოუკიდებელი დამკვირვებლები დაწყებული ამ პერიოდიდან ოქტომბრის არჩევნების ჩათვლით დააკვირდებიან და შეაფასებენ საარჩევნო ადმინისტრაციების წარმომადგენლების და  მათთან დაკავშირებული საჯარო ინსტიტუტების მიერ განხორციელებულ მოსამზადებელ საქმიანობას.  საკანონმდებლო ჩარჩოს დარღვევის თავიდან აცილების მიზნით, დამკვირვებლები დააკვირდებიან კამპანიის მიმდინარეობისას სრულ საარჩევნო გარემოს. წინასაარჩევნო პერიოდში მონიტორინგის შედეგები გამოაქვეყნდებასამოქალაქო საზოგადოების საერთო ვებპორტალზე-Elections Portal როგორც განცხადებების, ასევე ანგარიშების სახით.

არჩევნების დღეს ISFED დამატებით 1000 მოკლევადიან დამკვირვებელს გაანაწილებს უბნებზე და გამოყოფს 70 მობილურ ჯგუფს მთელი ქვეყნის მასშტაბით.  ISFED-ის მოკლევადიანი დამკვირვებლები მონაწილეობას მიიღებენ პარალელური დათვლის პროცესშიც,  გადააამოწმებენ საარჩევნო ადმინისტარაციის შედეგებს. სადამკვირვებლო პროცესი არჩევნების შემდგომ პერიოდშიც გაგრძელდება, რომლის დროსაც საოლქო საარჩევნო კომისიებსა და სასამართლოებში დააკვირდებიან დავების გადაწყვეტის პროცესებს.  არჩევნების დაკვირვების საბოლოო შედეგები ანგარიშის სახით გამოქვეყნდება  2021 წლის დასაწყისში.

მოქალაქეებისთვის, პოლიტიკური მხარეების და საქართველოს საერთაშორისო პარტნიორებისთვის 2020 წლის  მთლიანი საარჩევნო ციკლის მიუკერძოებული შეფასების მიწოდებით USAID-ის სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებასთან პარტნიორობა მიზნად ისახავს საქართველოში გამჭირვალე და ანგარიშვალდებული არჩევნების უზრუნველყოფას.   ეს საზედამხედველო და USAID-ის საარჩევნო და პოლიტიკური პროცესების  მხარდაჭერა საქართველოში, ისევე როგორც პროგრამის ფარგლებში განხორციელებული კიდევ სხვა ღონისძიებები მიზნად ისახავს არჩევნების თავისუფალ და კონკურენტურ გარემოში ჩატარებას განსხვავებულ პოლიტიკურ დღის წესრიგით, რომელიც მორგებულია მოქალაქეების საჭიროებებსა და ინტერესებზე.

USAID/საქართველოს მისიის დირექტორმა პიტერ ვიბლერმა USAID-ის ამ პროგრამაზე 2019 წლის ინტერვიუში განაცხადა: 

“USAID წლების განმავლობაში მხარს უჭერდა საქართველოს საარჩევნო პროცესებს.  ეხლა ჩვენი მიდგომები ოდნავ განსხვავებულია. ვიწყებთ პროგრამას, რომელიც გააძლიერებს საქართველოს დემოკრატიულად ორიენტირებულ პოლიტიკურ პარტიებს, დავეხმარებით მოსახლეობას უფრო აქტიურად ჩაერთონ საარჩევნო და პოლიტიკურ პროცესებში,  გავაძლიერებთ საარჩევნო ზედამხედველობას, ისე რომ საარჩევნო სისტემა იყოს უფრო სამართლიანი და უკეთ ემსახურებოდეს მოსახლეობის საჭიროებებს.... საქართველოს ვეხმარებით მოქალაქეების მიერ დასახული მიზნების მიღწევაში.  რომელი პარტიები შეძლებენ საქართველოს მოსახლეობის მოთხოვნების დაკმაყოფილებას, ეს  თავად მოსახლეობის გადასაწყვეტია”.

USAID-ის  სამართლიანი  არჩევნებში საქართველოში პროგრამის შესახებ, რომელსაც ახორციელებს სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED): პროექტის ფარგლებში განხორციელდება არჩევნებზე გრძელი და მოკლევადიანი დაკვირვება. პროცესში გამოყენებული იქნება  მონიტორინგი, ხმების პარალელური დათვლა და სოციალური მედიის მონიტორინგი. ამასთანავე პროექტი თვალყურს ადევნებს საარჩევნო ადმინისტრაციის და შესაბამისი ორგანოების მიერ საარჩევნო დარღვევების განხილვის პროცესს. USAID-ის სამართლიანი არჩევნების პროგრამის მიზანია: i) საზოგადოებისთვის არჩევნებისა და მასთან დაკავშირებული პოლიტიკური პროცესების შესახებ ობიექტური და დამოუკიდებელი შეფასების მიწოდება სანდო და მოუკერძოებელი მეთოდოდოლოგიის გამოყენებით ii) საარჩევნო პროცესებისადმი საზოგადოების ნდობის გაზრდა დარღვევების აღმოჩენისა და მათზე დროული რეაგირების მეშვეობით; საარჩევნო ადმინისტრაციისა და სხვა ორგანოების მიერ საარჩევნო დარღვევების განხილვის პროცესის მონიტორინგი; და iii) საარჩევნო კანონმდებლობის გაუმჯობესების ხელშეწყობა რეკომენდაციების შემუშავებით და საარჩევნო რეფორმების ადვოკატირების გზით. მეტი ინოფრმაციის მისაღებად ISFED-ის საქმიანობის შესახებ ეწვიეთ ვებ გვერდს:  www.isfed.ge

 

Image
ISFED staff present interim monitoring report during 2018 election cycle