Georgian Flag

კონფლიქტსა და კრიზისში მუშაობა

Language: English | Georgian

საქართველოს მდგრადი ეკონომიკური და დემოკრატიული განვითარებისათვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სტაბილურობა. აშშ-ს საგარეო პოლიტიკის მიზანია საქართველომ აღადგინოს ტერიტორიული მთლიანობა. 20 წლის წინ მომხდარი სამოქალაქო ომის შემდეგ 2008 წლის კონფლიქტი რუსეთთან საქართველოსთვის   ყველაზე სერიოზული უკუსვლა იყო. ქვეყანა, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ომის შემდეგ, კვლავ აღმოჩნდა ძალადობის და უსაფრთხოების არ არსებობის  წინაშე. ამ პერიოდში აშშ-ს დახმარება გადამწყვეტი იყო საქართველოსთვის.

USAID-ის პროგრამები მხარს უჭერს  სტაბილური და ინტეგრირებული საზოგადოების შენებას, რომელსაც შესაძლებლობა ექნება მონაწილეობა მიიღოს ქვეყნის განვითარებისათვის მნიშვნელოვან დემოკრატიულ პროცესებში.  მზარდი აქტიობები და ნდობის აღდგენა შეამცირებს ზეწოლას აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის სეპარატისტულ რეგიონებზე და დაეხმარება საქართველოს მიაღწიოს პროგრესს მშვიდობისა და შერიგების გზაზე. საქართველოში მცხოვრები უმცირესობების, ქალთა, შეზღუდული შესაძლებლობების და იძულებით გადაადგილებული პირთა  ინტეგრაცია ხელს შეუწყებს ეკონომიკურ ზრდას და მოქალაქეთა ჩართულობას მმართველობაში.

მიმდინარე პროექტი: 

პროექტი ჰორიზონტი - თემების გაძლიერება აფხაზეთში
ივნისი 2016 – ივნისი 2021
UNDP

პროექტი მიზნად ისახავს აფხაზეთში მცხოვრებ ახალგაზრდებს, პროფესიულ ჯგუფებს, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს და ასოციაციებს შორის დიალოგს და ნდობის გაღრმავებას. პროექტი ჰორიზონტი, ხელს უწყობს ისეთ საკითხებზე თანამშრომლობას, როგორიცაა - განათლება, ჯანდაცვა, მეცნიერება და ტექნოლოგიები. პროექტის ფარგლებში გაუმჯობესდება ჯანდაცვის სისტემა  აივ/შიდსის პრევენციით, მოხდება დედათა და ბავშვთა ჯანდაცვის მომსახურეობის უზრუნველყოფა და გაიზრდება აფხაზეთში მცხოვრები ახალგაზრდებისთვის სწავლის და საზოგადოებაში ჩართულობის შესაძლებლობები.

Last updated: September 09, 2019

Share This Page