Georgian Flag

კანონის უზენაესობa

Language: English | Georgian

ადამიანის უფლებათა დაცვა და კანონის უზენაესობის პატივისცემა მოითხოვს მკაცრ საკანონმდებლო ჩარჩოს და კარგად ფუნქციონირებად ინსტიტუციებს, რაც მთავრობას და ფიზიკურ პირებს თავიანთი ქმედებების მიმართ ანგარიშვალდებულს ხდის. საქართველოში  გარკვეული ნაბიჯები გადაიდგა სასამართლო სისტემის გაუმჯობესების მიზნით. განხორციელებული და მომდევნო  საკანონმდებლო ცვლილებების გათვალისწინებით, USAID გააგრძელებს სასამართლო სისტემის მხარდაჭერას, რომელიც უზრუნველყოფს სათანადო პროცესს, სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობას და ადამიანის უფლებების დაცვას.

კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში (PROLoG)                                  
აპრილი 2015 - აპრილი 2020

აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტიEWMI)
www.ewmi.org   
პროექტის მიზანია მხარდაჭერა გაუწიოს საქართველოს მართლმსაჯულებას  სამართლიანი სასამართლო პროცესისა და ადამიანის უფლებათა დაცვის უზრუნველყოფაში. ამ მიზნის მისაღწევად პროექტი მუშაობს საკანონმდებლო ჩარჩოს დახვეწაზე, მართლმსაჯულების სისტემის  ინსტიტუტების მართვის გაუმჯობესებასა და იურისტების პროფესიულ გაძლიერებაზე.  ამასთანავე, პროექტი მოწყვლადი  ჯგუფებისთვის ქმნის მათი უფლებების სამართლებრივი გზით დაცვის საშუალებებს.

Last updated: September 09, 2019

Share This Page