Georgian Flag

ახალი ამბების დარბაზი

ენა : English | Georgian

Speeches Shim

18-06-2020

თბილისი - ამერიკის მთავრობის გადაწყვეტილებით, კორონა ვირუსის შემცირებისთვის USAID საქართველოს კიდევ 1 მილიონი დოლარით დაეხმარება. ეს დახმარება, რომელიც განხორციელდება UNICEF-თან პარტნიორობით, მოიცავს  სამედიცინო დაწესებულებებისათვის ჰიგიენური და სამედიცინო აღჭურვილობის გადაცემას,  სწრაფი რეაგირების ჯგუფების ხელშეწყობას, ინფექციის კონტროლსა და ვირუსის გავრცელების პრევენციას და საზოგადოებრივი ჯანდაცვის კომუნიკაციის გაძლიერებას.  USAID-იმ  მთლიანობაში, კორონა ვირუსის შესაჩერებელი  გადაუდებელი სამედიცინო დახმარებისათვის 2.7 მილიონი დოლარის დახმარება გამოყო.

12-06-2020

USAID-ის დამოუკიდებელი ცხოვრების პროგრამა საქართველოში ადგილობრივ  მთავრობასთან პარტნიორობით, ხელს შეუწყობს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა დამოუკიდებელ ცხოვრებას და მათ აქტიურ ჩართულობას   საზოგადოებრივ ცხოვრებაში. 

02-06-2020

პიტერ ვიბლერი USAID/საქართველოს მისიის დირექტორი

ამერიკის შეერთებული შტატების და საქართველოს 30 წლიანი პარტნიორობა საერთო სტრატეგიულ ინტერესებს და ღირებულებებს ეფუძნება. ამ ურთიერთობაში მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID). ჩვენი პროგრამების საშუალებით ხელს ვუწყობთ საქართველოში ეკონომიკურ ზრდას, ქვეყნის შიდა და გარე საფრთხეებისგან დაცვას, მათ შორის პანდემიებისგანაც.

27-04-2020

თებერვალში  USAID-ის სოფლის მეურნეობის პროგრამამ ახალი ინოვაციური საგრანტო პროგრამა გამოაცხადა ადგილობრივი სურსათის მწარმოებლების, გადამამუშავებლების და დისტრიბუტორების მხარდასაჭერად.  ეს გრანტები ინოვაციებისთვის წარმოადგენს  შემოსავლების ზრდის, სამუშაო ადგილების შექმნის, სოფლის მეურნეობის სექტორის წინსვლისა და ეკონომიკური განვითარებისთვის ახალ შესაძლებლობას.

13-04-2020

აშშ-ს მთავრობამ, USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის საშუალებით შესაფუთი ყუთები შეიძინა ერთი მილიონი ადგილობრივად წარმოებული სამედიცინო ნიღბების დისტრიბუციისთვის საქართველოში . “აწარმოე საქართველოში” პროგრამასთან და კერძო კომპანიებთან თანამშრომლობით USAID საქართველოს მოსახლეობის ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების დაცვას უზრუნველყოფს COVID-19 პრევენციის პერიოდში.

Pages

Last updated: September 01, 2022

Share This Page