Georgian Flag

ახალი ამბების დარბაზი

ენა : English | Georgian

Speeches Shim

08-04-2021

ამჟამად საქართველოს წინაშე  COVID-19 პამდემიის შემდგომ ეკონომიკის აღდგენის საკითხი დგას. ქვეყანას შესაძლებლობა აქვს გაამყაროს წარსულში მიღწეული შედეგები -  განახორციელოს ინვესტიციების მოსაზიდად საჭირო რეფორმები, ინოვაციები და გავიდეს დასავლურ ბაზრებზე. ამ პროცესის მხარდასაჭერად USAID  იწყებს საქართველოსთან პარტნიორობის ახალ ეტაპს, რომლის ფარგლებშიც  კერძო და საჯარო სექტორთან თანამშრომლობით ხელს შეუწყობს რეფორმებს და შექმნის ისეთ ეკონომიკას, რომელიც პანდემიის შემდეგ, წლების განმავლობაში სარგებელს მოუტანს საქართველოს მოსახლეობას. 

04-02-2021

საქართველოს დემოკრატიული, სოციალური და ეკონომიკური განვითარებისთვის გადამწყვეტია ყველა მოქალაქე სარგებლობდეს თანაბარი უფლებებით. ამ მიზნის მისაღწევად USAID ხელს უწყობს ადამიანის უფლებების დაცვას და  იურიდიული დახმარებით უზრუნველყოფს იმ ადამიანებს, ვისაც ეს ყველაზე მეტად სჭირდება.

02-02-2021

USAID საქართველოს მისიის დირექტორმა, პიტერ ვიბლერმა და სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსმა, ზურაბ ჩეკურაშვილმა  საქართველოს სოფლის მეურნეობის სექტორის მოდერნიზაციის მხარდაჭერის მიზნით, ხელი მოაწერეს შეთანხმებას  პროექტის - „მცენარეთა დაცვის სისტემის ინიციატივა“ - განხორციელების შესახებ. ამ ინიციატივის ფარგლებში, USAID-სთან თანამშრომლობა საქართველოს სურსათის ეროვნულ სააგენტოს ხელს შეუწყობს წარმატებით დაგეგმოს და განახორციელოს მცენარეთა დაცვის სტრატეგია, რაც ფერმერებს  საერთაშორისო სერტიფიკატების მიღებასა და ქართული პროდუქციის საერთაშორისო ბაზრებზე გატანაში დაეხმარება.

26-01-2021

USAID ხელს უწყობს ბიზნესს რეკომენდაცია გაუწიოს უკეთეს ეკონომიკურ პოლიტიკას

“მაშინ როცა პანდემიიდან გამომდინარე, უამრავი ბიზნესი  გადარჩენისთვის იბრძვის, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია გადახდისუუნარობის ეფექტიანი სისტემის ქონა“- ამბობს იურისტი ნანა ამისულაშვილი,  რომელმაც USAID-ის მხარდაჭერით შესძლო გადახდისუუნარობის რეფორმის ადვოკატირება, რაც  ბიზნესს დაეხმარება ისეთი გამოწვევის  გადაელახვა როგორიცაა COVID-19.

25-01-2021

COVID-19-თან ბრძოლაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს საქართველოს სამოქალაქო საზოგადოება, რომელმაც პანდემიის დროს მხარდაჭერა გაუწია რისკის ქვეშ მყოფ პირებს და თემებს. USAID სხვადასხვა აქტიობებს უჭერს მხარს, მათ შორის მყისიერი რეაგირების გრანტებით, რომელსაც USAID-ის ACCESS პროგრამის საშუალებით გასცემს.

Pages

Last updated: August 05, 2022

Share This Page