Georgian Flag

ახალი ამბების დარბაზი

ენა : English | Georgian

Speeches Shim

17-06-2021

USAID-ის „ენერგეტიკული მომავლის უზრუნველყოფის პროგრამის“  დაწყება ამერიკა-საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორობაში  წინ გადადგმული მნიშნველოვანი ნაბიჯია. პროგრამას აფინანსებს ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID) და ახორციელებს Deloitte Consulting. პროგრამა ხუთი წლის განმავლობაში განხორციელდება და ხელს შეუწყობს პოლიტიკურ რეფორმებს და კერძო  ინვესტიციების მოზიდვას, რასაც შედეგად  საქართველოს ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის განახლება და ახალი ელექტრიენერგიის წარმოების ობიექტების შექმნა მოჰყვება.

27-05-2021

USAID  საქართველოს მისიის დირექტორი პიტერ ვიბლერი; დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და მმართველობის ოფისის დირექტორი ადამ შმიდტი და აშშ-ს საელჩოს  საგარეო საქმეთა და პოლიტიკურ-სამხედრო განყოფილების უფროსი ქეით ნუტი USAID- ის მიერ დაფინანსებულ პროგრამებს გაეცნენ აფხაზეთის რეგიონში.  ვიზიტის მიზანი იყო იმის დემონსტრირება, რომ აშშ-ს მთავრობა უწყვეტად უჭერს  მხარს საქართველოს განვითარებასა და ტერიტორიულ მთლიანობას და ამ მხარდაჭერის მნიშვნელოვანი ნაწილია აფხაზეთის  განვითარება და კონფლიქტის მოგვარება. 

25-05-2021

USAID-იმ და საქართველოს მთავრობამ ხელი მოაწერს ახალ ორმხრივ შეთანხმებას განვითარების მიზნების შესახებ, რომლის საფუძველზეც USAID მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში საქართველოს 330 მლნ. აშშ დოლარის მხარდაჭერას გაუწევს.

12-05-2021

USAID-ის პროგრამა კერძო სექტორი პროფესიული განათლებისათვის მიზნად ისახავს უმუშევრობის შემცირებას და ეკონომიკის მდგრადი განვითარების ხელშეწყობას, მაღალ-ანაზღაურებადი სამუშაო შესაძლებლობების და დასაქმების მაძიებელთა ცოდნის და უნარების ერთმანეთთან შესაბამისობაში მოყვანის გზით.

05-05-2021

 ახალი, მონაცემებზე დაფუძნებული ხელსაწყო გააძლიერებს საპარლამენტო ზედამხედველობას და ხელს შეუწყობს საქართველოს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ეფექტურ მართვას, რის შედეგადაც მივიღებთ  ჯანდაცვის სფეროში  შედეგების  გაუმჯობესებას და საჯარო სახსრების უფრო გამჭვირვალე ხარჯვას.

USAID-ი ციფრული ხელსაწყოების გამოყენებით ხელს უწყობს საქართველოს სამთავრობო უწყებებს საჯარო სერვისების ეფექტურ, გამჭვირვალე და ანგარიშვალედბულ განხორციელებაში.

Pages

Last updated: August 05, 2022

Share This Page