USAID-ის მიერ დაფინანსებული ინოვაციების კონკურსის გამარჯვებულმა დემოკრატიის ტექნიკური მეწარმეობის სტიპენდია მიიღო

Speeches Shim

ოთხშაბათი, 2 თებერვალი, 2022

გასულ წელს სუპერნოვას წარმომადგენელმა, ქეთევან ბოსიკაშვილმა გაიმარჯვა USAID-ის ხელშეწყობით ჩატარებულ  ინოვაციურ კონკურსში. კონკურსი ჩატარდა  ტექნიკური პროფესიონალებისათვის, რომლებიც დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლისთვის საჭირო მეთოდებს შეიმუშავებენ.  წელს ქეთევანი, დემოკრატიების ალიანსში გააგრძელებს საქმიანობას, ორგანიზაციაში, რომელიც 2017 წელს ნატოს ყოფილმა გენერალურმა მდივანმა  და დანიის პრემიერ მინისტრმა ანდერს ფოგ რასმუსენმა დააფუძნა.

სტიპენდია ყოველწლიურად ენიჭება ტექნოლოგიურ მეწარმეებს განვითარებადი ქვეყნებიდან. სტიპენდიის დაფუძნების მთავარი მიზანია „განვითარებად დემოკრატიულ  ქვეყნებში ტექნოლოგიურ მეწარმეებს შესძინონ ის ცოდნა, რომელიც მათ წამოწყებებს წარმატებულს გახდის“.

ქეთევანს შესაძლებლობა ექნება  დაამყაროს კავშირები სხვა  პროფესიონალებთან და პოლიტიკისოსებთან და  მიიღოს  მხარდაჭერა სამეწარმეო საქმიანობის გაფართოებაში.  ივნისში ქეთევნი  მონაწილეობას მიიღებს დანიაში გამართულ კოპენჰაგენის დემოკრატიის სამიტში.

ქეთევანის შესახებ

ქეთევანი, საქართველოს ერთ-ერთი წამყვანი ტექნოლოგიური კომპანიის Pulsar.ai-ის, შვილობილი კომპანიის Supernova-ს აღმასრულებელი დირექტორია. პულსარი, დეზინფორმაციასთან ბრძოლის ინოვაციური კონკურსის გასული წლის გამარჯვებულია. პროექტს მხარს უჭერდა  USAID და Startup Grind. ქეთევანის გუნდმა შექმნა ძლიერი ციფრული ტექნოლოგია, რომელიც აგროვებს საჯარო ინფორმაციას ვიზუალურ, საძიებო მონაცემთა ბაზაში და მისი განახლება ხდება რეალურ დროში. ქეთევანი მჭიდროდ თანამშრომლობდა ამ ინსტრუმენტების აქტიურ მომხმარებლებთან, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებთან, რომლებიც იყენებენ ციფრულ საშუალებებს დეზინფორმაციის და კორუფციის წინააღმდეგ. თავისი საქმიანობით ქეთევანს წვლილი შეაქვს დინამიკურ ტექნოლოგიურ სექტორში და ხელს უწყობს საქართველოს ძლიერი დემოკრატიის განვითარებაში.

როგორ უწყობს ხელს USAID საქართველოში დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლას.

USAID-ის ინფორმაციის უსაფრთხოებისა და სანდოობის ახალი პროგრამის ფარგლებში USAID თანამშრომლობს საქართველოს მთავრობასთან, სამოქალაქო საზოგადოებასთან, მედიასთან,  სამეცნიერო  წრეებთან  და კერძო სექტორთან, რათა ერთად შევქმნათ ინოვაციური მიდგომები საქართველოში საინფორმაციო გარემოს და ქვეყნის დემოკრატიის დასაცავად.“ ინოვაციური კომპანიებისა და ტექნიკური პროფესიონალების მხარდაჭერა იმის კარგი მაგალითია, თუ როგორ მუშაობს USAID საქართველოს განვითარებად ტექნოლოგიურ სექტორთან, რომელსაც მნიშვნელოვანი წვლილის შეტანა შეუძლია ქვეყნის გაძლიერებაში. 

Last updated: February 03, 2022

Share This Page