USAID მხარს უჭერს დამოუკიდებელ მედიას საქართველოში

Speeches Shim

სამშაბათი, 20 ივლისი , 2021
ეტიბარ დაშდამიროვი

მნიშვნელოვან საკითხებზე მოსახლეობის ინფორმირების მიზნით USAID მხარს უჭერს დამოუკიდებელ მედიას საქართველოს რეგიონებში. ეს მხარდაჭერა გულისხმობს ადგილობრივი მედია საშუალებების უზრუნველყოფას აღჭურვილობით, ტრენინგებით და ტექნიკური დახმარებით, რაც მათ საშუალებას აძლევთ არ ჩამორჩნენ მედია სექტორის სწრაფ განვითარებას.

ქვემო ქართლში მხარს ვუჭერთ რადიო „მარნეულს“, რეგიონის ერთადერთ სათემო სადგურს, რომელიც მაუწყებლობს ქართულ, აზერბაიჯანულ და სომხურ ენებზე. რადიოში დასაქმებული აზერბაიჯანლები, ქართველები და სომხები ერთობლივი ძალისხმევით აწვდიან ადგილობრივ მოსახლეობას ფაქტებზე დაფუძნებულ ინფორმაციას.

ჩვენი მხარდაჭერით ბოლო წლებში რადიომ შექმნა ვებგვერდი, სადაც ინფორმაცია ხელმისაწვდომია სამივე ენაზე. ამასთანავე რადიოს გადავეცით აღჭურვილობა და ხელი შეუწყვეთ ტრენინგებით. ეს მხარდაჭერა ჟურნალისტებს შესაძლებლობას აძლევს შექმნან მულტიმედიური ისტორიები, მათ შორის ვიდეოები და ინფოგრაფები.

სოფელ მოლაოღლის მკვიდრი ეტიბარ დაშდამიროვი რადიო მარნეულის ჟურნალისტია.

“ტექნიკის ინტერესმა, კერძოდ კი კომპიუტერებმა რადიო მარნეულში მომიყვანა. დღეს რადიოში აზერბაიჯანული ენის რედაქტორი ვარ, მაგრამ დიდ სიამოვნებას მანიჭებს აღჭურვილობასთან და ვებგვერდზე მუშაობა. ჟურნალისტიკის ტექნიკური მხარე ვითარდება და რადიო მარნეულიც არ ჩამორჩება ამ განვითარებას.

რეგიონალურ მედიას ყოველთვის სჭირდება მხარდაჭერა და არამარტო ფინანსური. ჩვენი მენტორები და ექსპერტები, ჩვენი გამოცდილი მეგობრები უფრო მეტს გვაძლევენ, ვიდრე ფინანსური მხარდაჭერაა. პარტნიორებთან ერთად წარმატებით ვაგვარებთ მრავალ პრობლემას. მართლაც დიდი დახმარებაა, როცა შეგიძლია დაურეკო ვინმეს და მიიღო მისგან ღირებული ცოდნა.

რადიო მარნეული თავისუფელი სივრცეა, რომელიც განვითარებაზეა ორიენტირებული. მე ჩემი რესურსების ინვესტირება სწორედ ამ სივრცეში ჩავდე, რომელიც მინდა შევინარჩუნო და განვავითარო.იმედი მაქვს, რომ ჩვენი ცოდნით და ექსპერტთა დახმარებით არ ჩამოვრჩებით განვითარებას. რაც დაგვეხმარება მთავარი მიზნის მიღწევაში- გვყავდეს კარგად ინფორმირებული მოსახლეობა.” - ამბობს ეტიბარი.

Last updated: August 18, 2021

Share This Page