USAID COVID-19-ის დამარცხების მიზნით “აწარმოე საქართველოში” პროგრამასთან თანამშრომლობს

ორშაბათი, აპრილი 13, 2020
Stop Covid

აშშ-ს მთავრობამ, USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის საშუალებით შესაფუთი ყუთები შეიძინა ერთი მილიონი ადგილობრივად წარმოებული სამედიცინო ნიღბების დისტრიბუციისთვის საქართველოში . “აწარმოე საქართველოში” პროგრამასთან და კერძო კომპანიებთან თანამშრომლობით USAID საქართველოს მოსახლეობის ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების დაცვას უზრუნველყოფს COVID-19 პრევენციის პერიოდში.

სამედიცინო ნიღბებზე გაზრდილი მოთხოვნის საპასუხოდ “აწარმოე საქართველოში” პროგრამამ დაიწყო ინიციატივა კერძო ფირმების მიერ ადგილობრივი წარმოების ხელშეწყობის მიზნით. ამ ძალისხმევის მხარდასაჭერად USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამამ შეიძინა შესაფუთი ყუთები სამედიცინო ნიღბების დისტრიბუციისთვის.

USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამამ მოიწვია ადგილობრივი მწარმოებლები 21 000 მცირე ზომის და 10 500 დიდი ზომის მუყაოს ყუთების წარმოების მიზნით, რომელსაც “აწარმოე საქართველოს” მარტის ბოლოს გადასცეს წარწერით - “STOPCOV.GE”.

“ ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს მთავრობაში ჩვენი პარტნიორების და კერძო სექტორის ძალისხმევას დაიცვან საქართველოს მოსახლეობის ჯანმრთელობა და უსაფრთხოება”- განაცხადა USAID/საქართველოს მისიის დირექტორმა პიტერ ვიბლერმა. “ სასიხარულოა, რომ საქართველოში კერძო სექტორს შეუძლია მყისიერად და ეფექტურად აწარმოოს აუცილებელი სამედიცინო აღჭურვილობა. ეს ნიშნავს, რომ საქართველოს ეკონომიკა ვითარდება და ქვეყანას გააჩნია ეკონომიკური ზრდის დიდი პოტენციალი”.

მიხეილ ხიდურელმა, “აწარმოე საქართველოში” პროგრამის აღმასრულებელმა დირექტორმა, მადლობა გადაუხადა USAID-ს მხარდაჭერისათვის: “USAID მუდმივად გვერდში უდგას საქართველოს. ჩვენ ვაფასებთ მის ძალისხმევას ამ რთულ პერიოდში და ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობის მიზნით ველით ჩვენი პარტნიორობის გაგრძელებას”.

Last updated: April 22, 2020

Share This Page