საქართველოს სასამართლოების გაძლიერებისა და მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობის გაფართოების მიზნით USAID იწყებს ახალ პროგრამას

Speeches Shim

პარასკევი, 14 იანვარი, 2022

USAID/საქართველო ითანამშრომლებს საქართველოს პარლამენტთან, სასამართლოებთან, მოსამართლეებთან, სამოქალაქო საზოგადოებასთან და უნივერსიტეტებთან, რათა ხელი შეუწყოს დამოუკიდებელი, ეფექტიანი  და ანგარიშვალდებული სასამართლო სისტემის ჩამოყალიბებას, რომელიც ქვეყნის ყველა მოქალაქეს უზრუნველყოფს ხელმისაწვდომი მართლმსაჯულებით.

USAID საქართველო იწყებს  კანონის უზენაესობის ახალ პროგრამას,  ხუთწლიან ინიციატივას, რომლიც  უკვე არსებული სასამართლო რეფორმების კონსოლიდაციით ხელს შეუწყობს ქვეყანას  კიდევ უფრო გააძლიეროს მართლმსაჯულების სისტემა.  პროგრამა, რომელიც 2026 წლის ჩათვლით გაგრძელდება და განხორციელდება აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) მიერ, ხელს შეუწყობს საქართველოს სასამართლოებსა და საზოგადოების თემებს შორის ურთიერთობის  განმტკიცებას, გააფართოვებს პარტნიორობას რეგიონულ სასამართლოებთან, მოსამართლეებთან და იურისტებთან;  ხელს შეუწყობს სწავლების პროცესს და ამერიკელი იურისტების  გამოცდილების გაზიარებას.  პროგრამის მიზნია  მართლმსაჯულების  უკეთესი წვდომა  მართლმსაჯულებასა და სასამართლო ინსტიტუტებთან.

„USAID-ის სტრატეგიას საქართველოს განვითარების ხელშეწყობისთვის აქვს სამი ძირითადი მიზანი: ქვეყნის მდგრადობის გაზრდა, მოქალაქეზე ორიენტირებული დემოკრატიული პროცესების ხელშეწყობა და ინკლუზიური ეკონომიკური ზრდა.  კანონის უზენაესობა უმნიშვნელოვანესია თითოეული ამ მიზნის მისაღწევად“, - განაცხადა პიტერ ვიბლერმა, USAID-ის მისიის დირექორმა საქართველოში.

„დამოუკიდებლობის, ეფექტიანობისა და  ანგარიშვალდებულების ხელშეწყობით  ჩვენი ახალი პროგრამა გააძლიერებს კანონის უზენაესობას საქართველოს სასამართლოებში. ხელს შევუწყობთ მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობას მოქალაქეებისთვის, განსაკუთრებით ქალებისთვის, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისა და ეთნიკური და რელიგიური უმცირესობებისათვის;  გავაუმჯობესებთ იურიდიულ განათლებას საქართველოს უნივერსიტეტებში“ - აღნიშნა პიტერ ვიბლერმა.

თანამშრომლობა საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებასთან და აკადემიურ წრეებთან

USAID-ის კანონის უზენაესობის პროგრამისთვის მნიშვნელოვანია დაინტერესებულ მხარეთა ფართო ჯგუფის ჩართულობა კანონის უზენაესობის განმტკიცებაში. რადგან სწორედ კანონის უზენაესობაა  დემოკრატიული და ეკონომიკური განვითარების საფუძველი.

 სასამართლოებთან, ადვოკატთა ასოციაციასთან, მართლმსაჯულების სექტორის სხვა დაწესებულებებთან და სასამართლოსთან  მჭიდრო პარტნიორობისან ერთად USAID ითანამშრომლებს  სამოქალაქო საზოგადოებასთანაც. ეს თანამშრომლობა  მიზნად ისახავს მართლმსაჯულების ძირითადი ინსტიტუტების ეფექტიანობის და ანგარიშვალდებულების გაზრდას საუკეთესო პრაქტიკის პოპულარიზაციით, ინოვაციური პროცესების დანერგვით და სხვა სახის აქტივობების განხორციელებით.

Last updated: January 14, 2022

Share This Page