COVID-19-ის დროს USAID-მა შემოქმედებითი გზით შეძლო ბავშვების კითხვით დაინტერესება.

Speeches Shim

პარასკევი, 30 ივლისი , 2021
ზალიკო სულაკაური

USAID მხარს უჭერს საქართველოს ძლიერი განათლების სისტემის შექმნაში.   Ეს მხარდაჭერა მოიცავს  დაწყებით, უმაღლეს და პროფესიულ განათლებას. USAID  მჭიდროდ თანამშრომლობს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან. სამინისტროს ხელს ვუწყობთ ისეთი რეფორმების განხორციელებაში, რომლებიც ქვეყნის ყველა საჯარო სკოლაში დაწყებით საფეხურებზე მოსწავლეზე ორიენტირებული სწავლების დანერგვაში ეხმარება მასწავლებლებს და სკოლის ადმინისტრაციას. 

განათლების რეფორმის მხარდაჭერის ფარგლებში ხელს ვუწყობთ ცნობიერების ამაღლებას და COVID-19-ის პირობებში სასწავლო პროცესის გაგრძელებისთვის საჭირო პირობების შექმნას.  

2021 წლის დასაწყისში USAID-ის საბაზისო განათლების პროგრამამ დაიწყო ონლაინ გადაცემა „წიგნის მეგობრები“, რომელიც პანდემიის დროს სახლში ყოფნისას  წაახალისებდა ბავშვებს ეკითხათ წიგნები. საქართველოს საზოგადოების გამორჩეული წევრები მოხალისეობრივად ჩაერთვნენ ამ წამოწყებაში და სოციალური მედიის საშუალებით ონალაინ უკითხავდნენ წიგნებს  ბავშვების. სტუმრებს შორის იყვნენ მსახიობი და მუსიკოსი ნუგზარ კვაშალი, მხატვარი ზალიკო სულაკაური და პარა-მოფარიკავე, მსოფლიო ჩემპიონი ირმა ხეცურიანი. 

ვიდეოები გადაიცემოდა ინოვაციური მეთოდის გამოყენებით. ეკრანის ერთი მხარეს ჩანდა ადამიანი რომელიც კითხულობდა, ხოლო მეორე მხარეს ჩანდა ტექსტი რომელიც წაკითხვის საშუალებას იძლეოდა.  

„როცა ბავშვებს ხმამაღლა უკითხავენ ეს მათ კითხვის და სწავლის უნარს აუმჯობესებს“ - ამბობს თათა ჭანტურია USAID-ის საბაზისო განათლების კითხვის სპეციალისტი. თათამ პროექტისთვის შეარჩია  წიგნები და მონაწილეობდა წიგნის მეგობრების ვიდეოების გადაღების პროცესშიც. „პირადი და პროფესიული წარმატების მისაღწევად გადამწყვეტი როლი ენიჭება კითხვას“.

მესამე კლასელი მოსწავლის მშობელი მაია აბაჟაშვილის აზრით   სწორედ ამ  ვიდეოების დამსახურებაა, რომ მის შვილებს აინტერესებთ კითხვა. „ჩემი ბიჭი და სკოლამდელი ასაკის გოგონა ერთად უყურებდნენ წიგნის მეგობრების ვიდეოებს. მათი უსაყვარლესი ნაწარმოები იყო - “უკუღმა ბიჭი“ ამ ვიდეოს ყურების შემდეგ ვსაუბრობდით წიგნის შესახებ, ვაკვირდებოდით რომელიმე პერსონაჟი თუ გვაგონებდა ჩვენს გარშემო მყოფ ადამიანებს“- ამბობს მაია. 

ირმა ხეცურიანმა, რომელმაც სურვილი გამოხატა წაეკითხა ერთ-ერთი წიგნი აღნიშნა- „ამ აქტივობაში მონაწილეობით მინდოდა მეთქვა ყველასთვის, რომ კითხვა მნიშვნელოვანია ყველა პროფესიაში. არ მეგონა, რომ მოფარიკავეს  კარიერაში ასეთი მნიშვნელოვანი იქნებოდა კითხვა, თუმცა ბევრი  სახელმძღვანელო მაქვს წასაკითხი. მომავალი წარმატებისთვის, აუცილებელია ბავშვებმა ადრეულ ასაკში  შეიძინონ კითხვის უნარ-ჩვევები, რაც  მათი წარმატების საფუძველი გახდება.”

წიგნის მეგობრები მხოლოდ ერთი მაგალითია იმისა, თუ როგორ უწყობს ხელს USAID პანდემიის პერიოდში დაწყებითი განათლების მოსაწავლეებს გააგრძელონ სწავლის პროცესი. უდავოა, რომ ბავშვებისთვის აუცილებელია კითხვის და მათემატიკის უნარ-ჩვევების განვითარება, თუმცა ასევე აუცილებელია იცოდნენ, რომ განათლება შეიძლება იყოს სახალისო და ინტერაქტიული - და რომ სწავლა გრძელდება მთელი ცხოვრების მანძილზე.

 

Last updated: August 18, 2021

Share This Page