ტურიზმის ხელშეწყობის მიზნით USAID კერძო სექტორთან ერთად ახორციელებს თანაინვესტირებას 

Speeches Shim

ორშაბათი, 1 ნოემბერი, 2021

COVID-19-მა მნიშვნელოვნად დააზარა საქართველოს ტურიზმის სექტორი, რომელიც საქართველოს 150 000-ზე მეტი ადამიანის შემოსავლის წყაროა. 2020 წელს წინა ორწლიან საშუალო მაჩვენებელთან შედარებით 80%-ით შემცირდა საერთაშორისო ტურისტების რაოდენობა. საკმაოდ რთული აღმოჩნდა ეს გარემოება მცირე ბიზნესის მფლობელებისა და მათი ოჯახებისათვის. 

თუმცა საქართველოს ტურიზმის ინდუსტრიას უზარმაზარი გამოუყენებელი პოტენციალი აქვს, რაც ქვეყნას არამარტო წინაპანდემიურ მონაცემებამდე დაბრუნების შესაძლებლობას აძლევს, არამედ ხელს უწყობს ინკლუზიური ეკონომიკის მდგრად ზრდას და საერთაშორისო ბაზარზე კონკურენტუნარიანობის გაძლიერებას. 

USAID სწორედ ამ მიზნით თანამშრომლობს კერძო სექტორთან, რათა საქართველომ გამოიყენოს ქვეყანაში არსებული პოტენციალი და შექმნას თანამედროვე და კომერციულად მდგრადი ტურიზმის სექტორი. კერძოდ, ეს მოიცავს კერძო სექტორის პარტნიორებთან  მუშაობას, რომელთაც შეუძლიათ ინოვაციებისა და ციფრული ტექნოლოგიებით საქართველოს ტურიზმის სექტორის განახლება და პოპულარიზაცია.

COVID-19 პანდემიის ეკონომიკური ზემოქმედებისგან, სექტორის აღდგენისთვის,  USAID-მა ითანამშრომლა მსოფლიოს უდიდეს ციფრულ სამოგზაურო პლატფორმა Steller-თან, რომელთან ერთადაც განახოციელდა ტურიზმის ხელშეწყობის ინოვაციური კამპანია -  ციფრული დღეები საქართველოში და შედეგად  7,5 მილიონ ადამიანს მიაწოდა საქართველოზე ინფორმაცია.

კერძო სექტორთან პარტნიორობა COVID-19-ის შედეგად დაზარალებული ეკონომიკური აღდგენის მიზნით. 

ეს ინოვაციური პარტნიორობა, რომელიც ერთობლივად დააფინანსა USAID, Steller და საქართველოს მთავრობამ მილიონობით პოტენციურ მოგზაურებს აცნობს საქართველოს სიმდიდრეს.  კამპანიამ, რომელიც Tourism Ireland-სა და Steller-ის საკმაოდ წარმატებული კამპანიის მაგალითზე შეიქმნა 2019 წელს, საქართველოში ჩამოიყვანა 16  ცნობილი და სოციალური მედიის ე.წ. ინფლუენსერი ბრიტანეთის გაერთიანებული სამეფოდან, ესპანეთიდან, პოლონეთიდან, ჩეხეთის რესპუბლიკიდან, ისრაელიდან და ამერიკიდან. მთლიანობაში მათ 88 ისტორია შექმნეს Steller-ის პლათფორმაზე, ასევე 200-ზე მეტი პოსტი დაიდო Instagram-ზე, TikTok-სა და სოციალური მედიის სხვა პლატფორმებზე. 

„კამპანია USAID-ის იმ ძალისხმევის ნაწილია, რომელიც ხელს უწყობს საქართველოს შექმნას ძლიერი და უფრო მდგრადი ეკონომიკური შესაძლებლობები“ - განაცხადა პიტერ ვიბლერმა, USAID-ის მისიის დირექტორმა საქართველოში. „გარდა იმისა, რომ საქართველოს ხელს ვუწყობთ ტურიზმის ინდუსტრიის, როგორც  საერთაშორისო ბრენდის ახალ საფეხურზე აყვანაში, ასევე ვეხმარებით ოჯახურ ბიზნესებს გააუმჯობესონ თავიანთი სერვისები, გაზარდონ შემოსავლები და შექმნან ახალი სამუშაო ადგილები“. 

წარმატებული კამპანია და მომავალი პარტნიორობების კარგი ნიმუში. 

დღეისათვის კამპანიამ მოიცვა 785 000 ადამიანი, რომლებმაც მოიწონეს, გააზიარეს და კომენტარები გააკეთეს სოციალური მედიის სხვადასხვა არხზე. კამპანია ორიენტირებული იყო Instagram-სა დაTikTok-ზე რომლის ძირითად აუდიტორიას წარმოადგენენ 40 წელზე ქვემოთ ადამიანები, რაც თავის მხრივ მნიშვნელოვანი სამიზნე აუდიტორიაა მდგრადი ტურიზმის ბიზნესის განსავითარებლად. სამრეწველო ნიშნულის მიხედვით, მთლიანი კამპანია ფასდება 2.7 მილიონ აშშ დოლარად. (რაც ნიშნავს, იმას რომ კამპანიის წარმატების შედეგად გაიზრდება საქართველოს ტურიზტული ბიზნესის შემოსავლებიც) 

ეს მართლაც წარმატებული პარტნიორობა იყო, რადგან ამან კიდევ უფრო გააძლიერა Steller-ის ბრენდი, როგორც სამოგზაურო აპლიკაციის და საქართველოს, როგორც ტურისტული დანიშნულების ადგილის, მიმართ გაზარდა ინტერესი., Steller-ის აღმსრულებელმა დირექტორმა, პიტ ბრაიანმა ისაუბრა კამპანიის ორმხრივ სარგებელზე:“ ძალიან გვახარებს კამპანიის შედეგები და მისი ინოვაციური მოდელი. პროექტმა გამოიყენა  მონათხრობი ამბების ავთენტურობა და ძალა, რომელიც მსოფლიოს წამყვანმა სპეციალისტებმა აქ მიღებული ინსპირაციით შექმნეს“.

საქართველოს, როგორც საერთაშორისო ბრენდის შექმნით, კამპანიას შეუძლია ქვეყანაში მოიზიდოს მაღალბიუჯეტიანი ტურისტები, ადამიანები, რომლებიც უფრო მეტ დროს გაატარებენ საქართველოში და მეტ ფულს გადაიხდიან ადგილობრივად წარმოებულ საქონელსა და სერვისებში. შედეგად მივიღებთ უფრო მდგრად ტურიზმს, გაზრდილ შემოსავლებს ბიზნესის მფლობელებისათვის, და მეტ სამუშაო ადგილებს. ეს კამპანია იმდენად წარმატებული გამოდგა, რომ USAID და Steller კიდევ უფრო ვაღრმავებთ ჩვენს პარტნიორობას და 2022 წლის ზამთრისთვის ვგეგმავთ ახალ კამპანიას.

Last updated: November 01, 2021

Share This Page