USAID და bp ერთობლივი ძალებით უწყობენ ხელს საქართველოს თემების განვითარებას

Speeches Shim

სამშაბათი, 27 ივლისი , 2021
USAID საქართველოს მისიის დირექტორმა პიტერ ვიბლერმა და bp საქართველოს ხელმძღვანელმა აიტან ჰაჯიევამ ხელი მოაწერეს ურთიერთგაგების მემორანდუმს

თბილისი, საქართველო- USAID საქართველოს მისიის დირექტორმა პიტერ ვიბლერმა და bp საქართველოს ხელმძღვანელმა აიტან ჰაჯიევამ ხელი მოაწერეს ურთიერთგაგების მემორანდუმს, რომლის საფუძველზეც ორივე ორგანიზაცია ერთობლივად შეუწყობს ხელს საქართველოს თემების გაძლიერებას. მემორანდუმის ფარგლებში USAID, bpისთან ერთად ხელს შეუწყობს რეგიონებში ეკონომიკის გაძლიერებას. ამასთანავე, USAID და bp შეეცდებიან ერთობლივი ძალებით მოიძიონ ისეთი შესაძლებლობები, რომლებიც კლიმატური ცვლილებების გადაჭრას შეუწყობს ხელს და წაახალისებს რეგიონალურ თანამშრომლობას.

USAID-ის მზარდი აქცენტი კერძო სექტორის ჩართულობაზე
არსებული მემორანდუმი ასახავს USAID-ის სტრატეგიის ერთ-ერთ მიზანს - გააფართოვოს და გააღრმავოს კერძო სექტორთან თანამშრომლობა, რათა ხელი შეუწყოს საქართველოს მდგრად განვითარებას. კერძო სექტორთან პარტნიორობით სააგენტო მიზნად ისახავს გააძლიეროს საქართველო გარე მავნე ზეგავლენის წინააღმდეგ, შექმნას ანგარიშვალდებული ინსტიტუტები და მიაღწიოს ინკლუზიურ ეკონომიკურ ზრდას. USAID მოხარულია bp-სთან პარტნიორობით და ელის, რომ ერთად შეძლებენ მედეგობის გაძლიერებას რეგიონებში და ისეთი აქტივობების განხორციელებას, რომლებიც შეამცირებს კლიმატურ ცვლილებებს.

“bp საქართველოსთან დაწყებული ეს პარტნიორობა შესაძლებლობას მისცემს USAID-ს გავაძლიეროთ საქართველოს რეგიონების მედეგობა, რომელიც 2020 წელს დაწყებული ჩვენი განვითარების სტრატეგიის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია “- განაცხადა USAIDის მისიის დირექტორმა საქართველოში პიტერ ვიბლერმა. „bp და USAID წლების განმავლობაში თანამშრომლობენ, რათა მხარი დაუჭირონ საქართველოს თემებში მედეგობას და ინკლუზიურ ეკონომიკურ ზრდას, მათ შორის მოწყვლად მოსახლეობას, რომელებიც საქართველოს ადმინისტრაციულ გამყოფ ხაზთან ცხოვრობენ. ველით, რომ ერთად შევქმნით და დავაფინანსებთ ახალ ინიციატივებს, რომლებიც დადებითად აისახება საქართველოს მოსახლეობაზე.

“bp საქართველოს ხელმძღვანელმა, აიტან ჰაჯიევამ განაცხადა, რომ „bp-ის მდგრადი განვითარების სტრატეგიის მთავარი ღირებულებაა მოსახლეობის ცხოვრების სტანდარტების გაუმჯობესება. რაც ასევე ხელს უწყობს ჩვენი გეგმის განხორციელებას - განახლებული ენერგიით უზრუნველვყოთ მოსახლეობა და დედამიწა. ჩვენი მიზანია გავაერთიანოთ ეს ძალისხმევა USAID-თან, ერთმანეთს გავუზიაროთ გამოცდილება და რესურსები, რათა ხელი შევუწყოთ მდგრად განვითარებას იმ თემებში, რომლებშიც ჩვენ ვმუშაობთ. ეს თანამშრომლობა საქართველოს მოსახლეობას დაეხმარება მედეგობის გაზრდაში, რასაც მოჰყვება მდგრადი შემოსავლები ოჯახებისა და დასაქმებული ადამიანებისათვის.“

არსებული პარტნიორობის განვითარება
ურთიერთგაგების მემორანდუმი ეფუძნება USAID -სა და bp-ს შორის უკვე არსებულ წარმატებულ პარტნიორობას. 2018 -2020 წლებში USAID-მა პროგრამის „ზრდა საქართველოში“ ფარგლებში ითანამშრომლა bp-სთან. ამ თანამშრომლობის შედეგად განახორციელდა ერთობლივი პროექტები ბაქო- თბილისი-ჯეიჰანის და სამხრეთ კავკასიის მილსადენებთან არსებულ 41 სოფელში შიდა ქართლში, სამცხე-ჯავახეთსა და ქვემო ქართლში. USAID-მა და bp-მ ერთობლივად დააფინანსეს 685 000 აშშ დოლარის ღირებულების პროექტები, რომლის ფარგლებში მიკრო, მცირე და საშუალო ზომის ბიზნესების გაფართოების მიზნით ადგილობრივ მოსახლეობას გადაეცა გრანტები, ჩაუტარდა ტრენინგები და გაეწია ტექნიკური დახმარება.

USAID-ის საქმიანობის შესახებ საქართველოში: აშშ წამყვანი საერთაშორისო განვითარების სააგენტო USAID ხელს უწყობს საქართველოს დამოუკიდებლად დაგეგმოს, დააფინანსოს და განახორციელოს ქვეყნის განვითარებისთვის საჭირო გადაწყვეტილებები. 1992 წლიდან USAID საქართველოს ისეთ დემოკრატიულ ქვეყნად გადაქმნაში უწყობს ხელს, რომელიც ინტერგრირებულ იქნება დასავლეთის პოლიტიკურ, უსაფრთხოების და ეკონომიკის ინსტიტუტებში. USAID-ის 35-ზე მეტი მიმდინარე პროგრამა მოიცავს შემდეგ მიმართულებებს: საქართველოს მავნე გარე ზეგავლენის წინააღმდეგ გაძლიერება, ანგარიშვალდებული მმართველობის ხარჯზე დემოკრატიული მიღწევების კონსოლიდაცია და მაღალანაზღაურებადი, მაღალხარისხიანი სამუშაო ადგილების შექმნა. დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ: https://www.usaid.gov/georgia

bp-ის საქმიანობის შესახებ საქართველოში: bp უკვე 25 წელია საქართველოში ნავთობის და გაზის მსხვილ პროექტებზე მუშაობს თავისი პარტნიორების სახელით. ბაქო-სუფსის და ბაქოთბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენები, ასევე სამხრეთ კავკასიის გაზსადენი ხელს უწყობენ ქვეყნის ენერგოუსაფრთხოებას და ენერგორესურსებით ამარაგებენ საერთაშორისო ბაზრებს. კომპანია ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი ინვესტორია ქვეყანაში. დღემდე ენერგო ინფრასტრუქტურაში 4 მილიარდი აშშ დოლარის ინვესტიცია განხორციელდა, მათ შორის 100 მილიონი აშშ დოლარი დაიხარჯა და მიმართულია მდგრადი განვითარების პროექტებზე. ნავთობისა და გაზის პროექტების პარტნიორებთან, დონორებთან და ბიზნესპარტნიორებთან ერთად მხარს ვუჭერთ ადგილობრივ თემებს და ფართო საზოგადოებას, რომლის ფარგლებშიც ვახორციელებთ პროგრამებს როგორიცაა- ენერგიასთან და ენერგო ეფეტურობასთან წვდომა, ბიზნეს სტარტაპები და სოფლის მეურნეობა, განათლება და პარალიმპიური სპორტი. 2003 წელს bp-მ და მისმა ნავთობისა და გაზის პარტნიორებმა დაიწყეს ახალი პროგრამა- „ადგილობრივი მოსახლეობის განვითარების ინიციატივა“, რომლის ფარგლებშიც ბოლო 18 წლის განმავლობაში 27 მილიონი დოლარის ინვესტიცია განხორციელდა. www.bpgeorgia.ge მეტი ინფორმაციისთვის მიმართეთ:

 

Last updated: August 18, 2021

Share This Page