აშშ-ს მთავრობამ, დახმარების სახით  საქართველოსთვის $1.1 მილიონი დოლარი გამოყო

პარასკევი, აპრილი 3, 2020

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მაიკ პომპეოს 26 მარტის განცხადებით, ამერიკამ გლობალური კორონა ვირუსის პანდემიასთან საბრძოლველად თანხები გამოყო.  ამ ინიციატივის ფარგლებში ამერიკის შეერთებული შტატები USAID-ის საშუალებით დაახლოებით 1.1.  მილიონ დოლარს გამოყოფს გადაუდებელი სამედიცინო დახმარებისთვის, რომელიც  საქართველოში კორონა ვირუსთან ბრძოლას მოხმარდება.  USAID ამ თანხებს მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის, წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის საერთაშორისო ორგანიზაციის საშუალებით გაანაწილებს იმ პროგრამებზე, რომელიც ყველაზე მეტად სჭირდება ქვეყანას პანდემიის დასამარცხებლად.

 ახალი მხარდაჭერის ფარგლებში შესაძლებელი იქნება: ინფექციის პრევენცია და კონტროლი, დაავადებების შემთხვევების გამოვლენა და  ჯანმრთელობისთვის საშიში ფაქტების ზედამხედველობა, ტექნიკური დახმარება სწრაფი რეაგირებისა და მობილიზაციისთვის,  რისკ ფაქტორების შესახებ გაძლიერებული კომუნიკაცია და სხვა.

გადაუდებელი სამედიცინო დახმარება გააძლიერებს საქართველოს  ძალისხმევას არსებულ პანდემიასთან ბრძოლაში, რომელიც ეფექტურად მიმდინარეობს, რაშიც ამერიკის მთავრობის მიერ საზოგადოებრივი ჯანდაცვის სფეროში წლების განმავლობაში ჩადებული წვლილის დამსახურებაცაა.   აშშ-ს მთავრობამ USAID-ის, ამერიკის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის (CDC), თავდაცვის საფრთხის შემცირების სააგენტოს (DTRA) და სხვა სააგენტოების საშუალებით საქართველოს ადგილობრივი  ჯანდაცვის სისტემების  შესაძლებლობების გაძლიერებისთვის დაახლოებით 139 მილიონი დოლარის დახმარება გამოყო ბოლო 20 წლის განმავლობაში.

დახმარების ფარგლებში აშენდა რიჩარდ ლუგარის სახელობის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის კვლევის ცენტრიც, თანამედროვე ლაბორატორია, რომელსაც საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი(NCDC) ოპერირებს.  ლუგარის ლაბორატორიის დამსახურებით შესაძლებელი გახდა კორონა ვირუსის ფაქტების სწრაფად დადგენა, რომელმაც ხელი შეუწყო ვირუსის გავრცელების შეჩერებას და საქართველოს მოსახლეობის ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფას.

აშშ-ს მთავრობა ამაყობს,  რომ COVID-19 კრიზისის წინააღმდეგ ბრძოლაში ვთანამშრომლობთ საქართველოს მთავრობასთან, საქართველოს ჯანდაცვის წარმომადგენლებთან, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან  და ისეთ საერთაშორისო ორგანიზაიებთან, როგორიცაა მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია, წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის საერთაშორისო ორგანიზაცია.

წლების განმავლობაში ამერიკა  მსოფლიოში ჯანდაცვის სექტორში განხორციელებული ორმხრივი დახმარების ყველაზე დიდი მხარდამჭერია.  2009 წლიდან ამერიკელმა გადასახადების გადამხდელებმა 100 მილიარდი დოლარი გაიღეს ჯანდაცვის სფეროს დასახმარებლად და დაახლოებით 70 მილიონი ჰუმანიტარული დახმარების მიზნით.

 მსოფლიოს მასშტაბით ჩვენს დახმარებას  პარტნიორებთან ერთად ვახორციელებთ.  მათ შორისაა:

  •  მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია (WHO). 2019 წლის შემდეგ აშშ-ს კონტრიბუციამ 400 მილიონ დოლარს გადააჭარბა, რაც ორჯერ უფრო მეტია ვიდრე მეორე წევრი ქვეყნის შენატანი.
  • გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატი (UNHCR). 2019 წელს აშშ-ს კონტრიბუციამ  კომისარიატში შეადგინა დაახლოებით 1.7 მილიარდი დოლარი.   ამ მხარდაჭერას განსაკუთრებულად დიდი მნიშვნელობა აქვს,  რადგან ლტოლვილი მოსახლეობა ყველაზე დაუცველია კორონას პანდემიის წინააღმდეგ.
  • გაეროს ბავშვთა ფონდი (UNICEF). 2019 წელს აშშ-ს კონტრიბუციამ  შეადგინა 700 მილიონ დოლარზე მეტი.   UNICEF წლების განავლობაში ახორციელებდა იმუნიზაციის კამპანიებს, ჯანდაცვისა და სანიტარიის ტრენინგებს, რაც აუცილებელი ღონისძიებებია სოცოცხლის გადასარჩენად, განსაკუთრებით კი ამ პანდემიის შესაჩერებლად.

 დღეს მთელი მსოფლიო დგას ინფექციური დაავადებების საფრთხის წინაშე, სწორედ ამ ფაქტის გათვალისწინებით, ამერიკის შეერთებული შტატები მოუწოდებს სხვა დონორებსაც გაიღონ კონტრიბუცია COVID-19-ის დასამარცხებლად.

 

 

Last updated: April 17, 2020

Share This Page