ფიზიკური რეაბილიტაციის გაძლიერება საქართველოში

Speeches Shim

პარასკევი, 3 დეკემბერი, 2021
ლეილა ჩანტლაძე

ლეილა ჩანტლაძე თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ფიზიკური მედიცინისა და რეაბილიტაციის ფაკულტეტის კურსდამთავრებულია. 2018 წლის იანვარში მან დაიწყო მუშაობა USAID-ის პროგრამის ასისტენტად საქართველოში ფიზიკური რეაბილიტაციის განვითარების პროექტისათვის. მისი სამუშაო მოიცავს ამერიკის შეერთებული შტატებიდან მოწვეულ პროფესიონალთა დახმარებას ქართველ კოლეგებთან მუშაობაში. იმდროისათვის ლეილა ქობულეთში, აჭარის რეგიონში მამასთან ერთად ცხოვრობდა, რომელიც მუდმივ ზრუნვას საჭიროებდა ხერხემლის დაზიანების რეაბილიტაციისათვის.  

ამჟამად, საგრანტო პროგრამის დაწყებიდან 3 წლის შემდეგ, ლეილა პროექტის გუნდის აქტიური წევრია. პროგრამის მენეჯერის  რანგში ლეილა ხელმძღვანელობს ადგილობრივი ფიზიკური თერაპევტების მხარდაჭერას მათი პროფესიული უნარ-ჩვევების განვითარების გზით, კლინიკურ შემთხვევებზე დაფუძნებულ სარეაბილიტაციო სასწავლო პროგრამებით. ქართველი სპეციალისტებისთვის იგი ორგანიზებას უწევს ტრენინგებს, სემინარებსა და კლინიკურ დისკუსიებს. კოვიდ-19-ით გამოწვეული შეზღუდვების გამო იგი ხელმძღვანელობდა ქართველი სპეციალისტების დისტანციურ კლინიკურ მეთვალყურეობაზე გადასვლის პროცესებს. კოვიდ-19-თან  დაკავშირებული შეზღუდვების ეტაპობრივად მოხსნის შემდეგ ლეილა ჩანტლაძე განაგრძობს თერაპევტების კლინიკურ ბაზებზე მხარდაჭერას, უზრუნველყოფს მათ ჰიბრიდულ კლინიკურ სწავლებას - რაც მოიცავს დისტანციურ სესიებსაც.  

ლეილა ჩანტლაძის ცოდნა და ფიზიკური თერაპიის დარგში მისი გამოცდილება მთლიანად შეიცვალა რეაბილიტაციის სფეროს ამერიკელ და ევროპელ ექსპერტებთან მუშაობის საფუძველზე. აღნიშნული მას ნამდვილად დაეხმარა ფიზიკური თერაპიის თვალსაწიერის გაფართოებაში. ემორის უნივერსიტეტის სპეციალისტებისა და ადმინისტრაციის მუდმივი მხარდაჭერა ემორის უნივერსიტეტში (ატლანტა, ჯორჯია) სასწავლო ვიზიტის დროს, სპეციალისტებთან მუშაობა ტრენინგების ჩატარებისა და პანდემიის ეტაპის მხარდაჭერის დროს - ემორის უნივერსიტეტის ლექციების ჩანაწერების გამოგზავნა ხელს უწყობდა და აძლიერებდა ქართველი ფიზიკური თერაპევტების ცოდნას. 

„უდიდესი მადლიერება მინდა გამოვხატო ამ საოცარი მხარდაჭერისათვის დოქტორ მერი იოჰანსონის მიმართ, ემორის უნივერსიტეტის ფიზიკური თერაპიის ასისტენტ პროფესორისა და ფიზიკური თერაპიის განყოფილების ასოცირებული დირექტორისადმი,“ - ამბობს ლეილა. 

ლეილა ჩანტლაძე, ასევე, ფიზიკური თერაპიის პროფესიული სფეროს ახალგაზრდა ლიდერია.  მან მონაწილეობა მიიღო მსოფლიო ფიზიოთერაპიის კონგრესში 2019-2021 წლებში. აღნიშნული კონგრესი წარმოადგენს ფიზიკური თერაპიის საზოგადოების ყველაზე მასშტაბურ შეხვედრას და იმართება პროფესიონალებს შორის ცოდნისა და გამოცდილების ერთმანეთისათვის გაზიარების მიზნით.

ემორის უნივერსიტეტის პროფესიონალებთან და პროფესორებთან ერთად მუშაობამ ლეილა ჩანტლაძეს ფასდაუდებელი კლინიკური და საგანმანათლებლო გამოცდილება შესძინა. 

„მახსოვს პროგრამის პირველი წელი, როდესაც ჩვენი მოწვეული ფიზიკური თერაპევტი, ქალბატონი გეილ ფრაიდჰოფ ბოჰმანი მთხოვდა ფიზიკურ თერაპიასთან დაკავშირებული დოკუმენტების თარგმნას. მიჭირდა დავალების შესრულება არა მხოლოდ პროფესიული თვალსაზრისით, არამედ ენობრივი დაბრკოლების გამო, რადგან ამ მიმართულებით საკმარისი ტერმინოლოგია აქამდე არ არსებობდა; ამ წლების განმავლობაში ვითარება მნიშვნელოვნად შეიცვალა და ახლა ქართულ ენაზე უამრავი, მტკიცებულებებზე დაფუძნებული ფიზიოთერაპიის მასალა მოიპოვება, როგორიცაა კლინიკური შეფასების ინსტრუმენტები, დოკუმენტაციის სხვადასხვა ფორმა და სხვ., მათ შორის ჩემი პირადი წვლილით შემუშავებული, რაც ძალიან მახარებს“, - ამბობს პროექტის კოორდინატორი.

ლეილა ჩანტლაძე ზღვისპირა კურორტიდან გახლავთ, რაც განაპირობებდა მის დიდ სურვილს,  მის სამშობლოშიც განვითარებულიყო აკვათერაპია. ცოტა ხნის წინ იგი გახდა აკვათერაპიის საერთაშორისო ორგანიზაციის - IOAPT- ის წევრი, რაც ფიზიკურ მედიცინაში ამ მიმართულების გაძლიერების უდიდეს შესაძებლობას წარმოადგენს. IOAPT-ის წევრები, სხვადასხვა ქვეყნებიდან წარმოდგენილი სპეციალისტები, აქტიურ დახმარებას წევენ, არ ფარავს საქართველოს უნივერსიტეტების ფიზიკური თერაპიისა და რეაბილიტაციის ფაკულტეტის სასწავლო პროგრამები.

ამჟამად ფიზიკური რეაბილიტაციის პროექტი ბოლო ფაზაშია და დიდი მიღწევაა ის ფაქტი, რომ პროგრამის პარტნიორმა კლინიკებმა უკვე შეცვალეს ფიზიკური თერაპიის კლინიკური პრაქტიკა. 

„მსიამოვნებს იმის დანახვა, თუ როგორ შეიცვალა კლინიკური პრაქტიკა ამ რამდენიმე წლის განმავლობაში: ექიმის ნაცვლად მულტიდისციპლინური გუნდის მუშაობა. მულტიდისციპლინურ მიდგომაზე გადასვლით, ფიზიკური თერაპევტის მიერ პაციენტის შედეგების დოკუმენტირებისა და ჩანაწერების შესრულების თვალსაზრისით, ინდივიდუალური და მიზნებზე ორიენტირებული სარეაბილიტაციო მკურნალობით, პაციენტთა/ მშობელთა/მეურვეთა განათლების კომპონენტის აქტიური გამოყენება თერაპიაში ერთ-ერთი საუკეთესო ცვლილებაა, რაც კი ამ ბოლო წლებში შეინიშნება ფიზიკური თერაპევტების პრაქტიკაში. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ყველა უცხოელ ფიზიკურ თერაპევტს, რომლებიც ჩვენს პროგრამაში მუშაობენ. მიუხედავად იმისა, რომ მათმა  ნაწილმა პროექტში მუშაობა დაასრულა, ჩვენთან ურთიერთობას და ჩვენს მხარდაჭერას არ წყვეტენ კონსულტაციების და ინსტრუქციების გაზიარების გზით,“ - ამბობს ლეილა. 

Last updated: December 03, 2021

Share This Page