მთიანი თემების უზრუნველყოფა ინფორმაციით

Speeches Shim

ორშაბათი, 2 აგვისტო, 2021
ეთერ ფანგანი, საინფორმაციო ცენტრების ქსელის პროდუსერი

ძლიერი, დამოუკიდებელი მედია სექტორი მოსახლეობას  იმ ინფორმაციით უზრუნველყოფს, რომელიც მათ დემოკრატიულ პროცესებში ჩართულობისთვის სჭირდებათ. USAID აგრძელებს ადგილობრივი, დამოუკიდებელი მედია საშუალებების მხარდაჭერას, რაც ხელს უწყობს საქართველოს  უფრო მედეგი, დემოკრატიული და წარმატებული საზოგადოება შექმნაში. 

ეთერ ფანგანი ICN-ის პროდიუსერი და ჟურნალისტია გურჯაანში. საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN) - აერთიანებს პოპულარულ ონლაინ პლატფორმებს - „მთის ამბები“, „რეგინფო“ და „რადიო ვეი“. ეს  სამი ციფრული მედია ინფორმაციას აწვდის  კახეთისა და მცხეთა-მთიანეთის მოსახლეობას. 

სამივე ვებგვერდის ყოველდღიური აუდიტორია  100 000 ადამიანი, სისტემატიურად იღებს  ფაქტებზე დაფუძნებულ ინფორმაციას COVID-19-თან, მომავალ ადგილობრივ არჩევნებთან, ეკონომიკასა და სოციალურ საკითხებთან დაკავშირებით.  

ეთერი ჟურნალისტიკას თავის თემში დაბრუნების და საქართველოს რეგიონების განვითარებაში წვლილის  შეტანის საშუალებად მიიჩნევს. 

„უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ  რეგიონში დარჩენა და სამსახურის კახეთში პოვნა გადავწყვიტე. მიმაჩნია, რომ ახალგაზრდებს შეგვიძლია ჩვენს სფეროებში საქმიანობით მცირე წვლილი მაინც შევიტანოთ რეგიონებში არსებული სიტუაციის გაუმჯობესებაში და სხვებსაც გავუჩინოთ აქ დარჩენისთვის საჭირო შესაძლებლობები“ - ამბობს ეთერი.

„ 2015 წლიდან ვმუშაობ გურჯაანსა და პანკისში, სადაც სათემო რადიო  გვაქვს (რადიო ვეი, ძირითადად პანკისის ხეობაში მაუწყებლობს). გამიმართლა, რადგან ისეთ ორგანიზაციაში ვმუშაობ, რომლის  გუნდთან და პარტნიორებთან არა მარტო საერთო საქმე, არამედ ღირებულებები და მიზნებიც მაერთიანებს”. 

USAID-ის მედია განვითარების პროგრამის დახმარებით საინფორმაციო ცენტრების ქსელმა (ICN) შეძლო აღჭურვილობის მოდერნიზება, დააფუძნა ვიდეო და FM  რადიო სამაუწყებლო სტუდიები და გადაამზადა ჟურნალისტები. ეთერი მიიჩნევს, რომ ეს მხარდაჭერა დაეხმარა მის ორგანიზაციას შეექმნა ადგილობრივი მედიის ძლიერი გაერთიანება, რომელიც საქართველოს რეგიონის მოსახლეობას ემსახურება: 

„ USAID და IREX-ის დახმარებით (USAID-ის მედია განვითარების პროგრამის განმახორციელებელი ორგანიზაცია) ICN-ის ორგანიზაციული განვითარებისა და პროფესიული ზრდის,ისევე როგორც წარმატების მიღწევის მიზნით რამდენიმე პროექტი  განვახორციელეთ. ვსწავლობთ პროფესიონალებისგან და ვიღებთ  რჩევებს მათგან. საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ გავიცანი არაერთი ჟურნალისტი, რომლებიც მუდამ მზად არიან დაგვეხმარონ. ეს ურთიერთობები ძალიან ძვირფასია. ეს მხარდაჭერა მოტივაციას გვიზრდის და  მეტ შესაძლებლობებს გვაძლევს რეგიონში მოღვაწე ჟურნალისტებს და მედია ორგანიზაციებს. 

მათ, ვინც ჟურნალისტის პროფესიის არჩევას აპირებს, ვურჩევდი, რომ თავიდანვე კარგად გააცნობიერონ და გაითავისონ ამ პროფესიის მნიშვნელობა, ჟურნალისტის როლი და პასუხისმგებლობა დღეს, როდესაც ასე სწრაფად ვრცელდება და ასე ადვილად ხელმისაწვდომია ამბები; აირჩიონ სიმართლის მოყოლა, არასდროს დაკარგონ უფრო მეტის გაგების და  ძიების სურვილი, არ დაექვემდებარონ არც ცენზურას და არც თავად დაიწესონ შეზღუდვები. ვისურვებდი, რომ მომავალი ჟურნალისტებისთვის და მათთვისაც, ვინც უკვე ამ პროფესიაშია, ჩვენს ქვეყანაში სამუშაო გარემო იყოს უფრო უსაფრთხო და დაცული. 

 

Last updated: August 18, 2021

Share This Page