ინოვაციები და საქართველოს  სოფლის მეურნეობის  წარმატება

ორშაბათი, 27 აპრილი, 2020
გემუანში, რომელიც უზრუნველყოფს სტაბილურ ბაზარს ხილის მწარმოებლებისთვის დასავლეთ საქართველოში, დასაქმებულია 22 ადამიანი.

თებერვალში  USAID-ის სოფლის მეურნეობის პროგრამამ ახალი ინოვაციური საგრანტო პროგრამა გამოაცხადა ადგილობრივი სურსათის მწარმოებლების, გადამამუშავებლების და დისტრიბუტორების მხარდასაჭერად.  ეს გრანტები ინოვაციებისთვის წარმოადგენს  შემოსავლების ზრდის, სამუშაო ადგილების შექმნის, სოფლის მეურნეობის სექტორის წინსვლისა და ეკონომიკური განვითარებისთვის ახალ შესაძლებლობას.

საბჭოთა კავშირის დაშლამ საქართველოს  ნანატრი დამოუკიდებლობა მოუტანა  და შესაძლებლობა - შეექმნა სიცოცხლისუნარიანი საბაზრო ეკონომიკა.  გარდამავალი პერიოდი რთული იყო, განსაკუთრებით კი სოფლის მეურნეობის სექტორისთვის.  დამოუკიდებლობის მიღწევის შემდეგ სასოფლო სამეურნეო მიზნით მიწის გამოყენება მკვეთრად შემცირდა.   საქართველო გახდა სოფლის მეურნეობის პროდუქციის ნეტო იმპორტიორი და კიდევ უფრო გაუარესდა 2010 წლამდე.  წლების განმავლობაში არასაკმარისი ინვესტიციების და არაეფექტურობის შედეგად, რომელიც კიდევ უფრო დამძიმდა მას შემდეგ, რაც რუსეთმა დააწესა ემბარგო, ექსპორტი მთლიანად გაქრა, დაეცა მოსავლიანობა და ნაკლები მარაგების გამო იმატა სურსათის ფასებმა.

2010 წლიდან დაიწყო სოფლის მეურნეობის სექტორის მდგომარეობის გაუმჯობესება.  საქართველოს მთავრობის მხრიდან გაზრდილმა ყურადღებამ, დონორების მხარდაჭერამ და კერძო ინვესტიციებმა ფერმერებს შესაძლებლობა მისცა გაეზარდათ მოსავლიანობა,  შეექმნათ სამეწარმეო შესაძლებლობები და გაეუმჯობესებინათ ცხოვრების სტანდარტები სოფლად.   სულ მალე  მნიშვნელოვანი პროგრესი იქნა მიღწეული. ქართულ აგრობიზნესს მეტი ინოვაციები სჭირდება, რათა ქვეყანაში აწარმოონ მეტი კონკურენტუნარიანი პროდუქცია და სოფლის მოსახლეობისთვის  შეიქმნას მაღალანაზღაურებადი სამუშაოები.

დღეისათვის  USAID-ი ინოვაციების მხარდაჭერას  ინვესტიციებით ახდენს.  საქართველოს მთავრობასთან და კერძო სექტორთან პარტნიორობით  USAID-ის სოფლის მეურნეობის პროგრამამ დაიწყო ახალი ინოვაციური საგრანტო პროგრამა  სასოფლო-სამეურნეო წარმოების მნიშვნელოვანი და სწრაფი ცვლილებების სტიმულირებისათვის.   გრანტის ფარგლებში, რომლის ვადაც იწურება 2020 წლის ბოლოს, USAID-ის სოფლის მეურნეობის პროგრამა ითანამშრომლებს აგრობიზნესებთან, რათა ერთობლივად შექმნან და დააფინანსონ ინოვაციები ისეთ სფეროებში როგორიცაა- წარმოება, გადამუშავება, მართვა და დისტრიბუცია.  ეს ინვესტიციები დაეხმარება საქართველოს აწარმოოს მაღალი ხარისხის პროდუქცია, მოამარაგონ მეტად შემოსავლიანი ადგილობრივი და საერთაშორისო ბაზრები  და შეამცირონ ქვეყნის დამოკიდებულება რუსულ ბაზარზე, როგორც იმპორტის, ასე ექსპორტის მხივაც.

ახალი ინოვაციების საგრანტო პროგრამა მიზნად ისახავს ისეთი იდეების გამოვლენას, რომელიც მნიშვნელოვნად შეცვლის საქართველოს სოფლის მეურნეობას. ინოვაციური იდეების წახალისების მიზნით, პროგრამა არ ზღუდავს განმცხადებლებს იდეებში. სურსათის წარმოების, გადამუშავების და დისტრიბუციის გაუმჯობესება კი კერძო სექტორს შესაძლებლობას მისცემს  ხელი შეუწყოს სოფლად ეკონომიკურ ზრდას.

ეს მიდგომა  USAID-ის მიერ მხარდაჭერილ ინოვაციებს ეფუძნება, რომელიც საქართველოს სოფლის მეურნეობას  ახალი მწვერვალების მიღწევაში დაეხმარა და წარმატება მოუტანა როგორც ადგილობრივ ფერმერებს, ასევე სოფლის მოსახლეობს.

გემუანი:  ახალი სტანდარტები ხილის ჩირის წარმოებაში

შპს.  გემუანი ხილის ჩირის მწარმოებელი კომპანიაა ზუგდიდში, რომელმაც თანადაფინანსება მიიღო USAID და საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსგან, რომლის შედეგადაც გახსნა ყინვით გამოშრობის ქარხანა.  აღსანიშნავია, რომ საწარმო დააარსა ქალბატონმა.  საწარმოს დაარსებით გემუანმა შექმნა სამუშაო ადგილები, შევიდა ახალ ბაზრებზე და დააფუძნა ახალი მაღალი სტადარტები საქართველოში ხილის ჩირის საწარმოებლად.

2017 წლიდან, USAID-ის მხარდაჭერით საწარმოოს გახსნის შემდეგ  გემუანმა გააორმაგა გაყიდვები და დღეისათვის საქართველოს ბაზარს ამარაგებს 20-ზე მეტი სხავადასხვა პროდუქციით.  საწარმოში დასაქმებულია 22 თანამშრომელი ზუგდიდის რაიონიდან.  გარდა ადგილობრივებისთვის სამუშაო ადგილების შექმნისა, გემუანმა შექმნა სტაბილური ბაზარი ხილის მწარმოებლებისთვის.  2019 წელს გემუანმა დაახლოებით 500 000 ($165,000)  ლარის ღირებულების პროდუქცია შეიძინა ადგილობრივი ფერმერებისგან.

აგრონავტი:  მობილური აპლიკაცია ფერმერებისთვის

USAID ფერმერებს  ინოვაციური გზების მოძიებაში ეხმარება, რაც მათი პროდუქციის ბაზარზე გატანას უწყობს ხელს.  ფერმერთა მიერ წარმოებული პროდუქციის რეალიზაციის ხელშეწყობის მიზნით “საქართველოს ფერმერთა ასოციაციასთან”, “საქართველოს ფერმერთა სადისტრიბუციო კომპანიასთან” და “აჭარა ჯგუფთან” პარტნიორობით USAID-ის პროექტმა ‘ზრდამ’ შექმნა “აგრონავტი” მობილური აპლიკაცია. 

საქართველოში მსგავსი მობაილ აპლიკაცია ქვეყნის ეკონომიკისთვის მხოლოდ მომგებიანია, რომელიც ფერმერს მის მიერ წარმოებული პროდუქტის გასაღების ახალ ბაზარზე გასვლისა და დაკავშირების საშუალებას აძლევს, ხოლო ტუროპერატორებს ძვირადღირებული იმპორტის ადგილობრივი წარმოების პროდუქციით ჩანაცვლებას. აპლიკაცია 2018 წელს ამოქმედდა და დღეს უკვე 4,180 რეგისტირებული მომხმარებელი ჰყავს.   საქართველოს ფერმერთა სადისტრიბუციო კომპანიამ, რომელიც 186 ფერმერისგან ყიდულობს სურსათს, გამოიყენა და მიაწოდა 3.7 მილიონი ლარის ღირებულების (1.2 მილიონი დოლარი) ბოსტნეული, რძის ნაწარმი, თაფლი და სხვა.  ეს გახდა ადგილობრივი ფერმერების, რომელთა უმრავესობაც ცხოვრობს აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთთან მდებარე ადმინისტრაციულ გამყოფ ხაზთან, მდგრადი შემოსავლის წყარო. 

სოფლის მეურნეობის ინოვატორთა მომავალი თაობა

USAID-ის სოფლის მეურნეობის პროგრამის გრანტზე განაცხადის შემოტანა შეუძლია   ნებისმიერ კერძო, იურიდიულად დარეგისტრირებულად, არამომგებიან მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოებს (ჯეოსტატის შეფასებით, რომელსაც ჰყავს 100-მდე დასაქმებული მაინც და წლიური ბრუნვა აქვს 60 მილიონი ლარი).  გრანტები ინოვაციებისთვის გაიცემა იმ პირობით, რომ შეიქმნება ახალი შესაძლებლობი სოფლის მეურნეობის სექტორის წინსვლისა და გრძელვადიანი ეკონომიკური განვითარებისთვის.

ინოვაციური საგრანტო დაფინანსების მოსაპოვებლად საწარმომ ან მეწარმემ  უნდა წარადგინოს საგრანტო განაცხადი, წარსული და მიმდინარე ფინანსური მდგომერეობა  და შესაძლო ფინანსური პროგნოზირება 2020 წლის 31 დეკემბრამე. განაცხადთან დაკავშირებული ნებისმიერი შეკითხვის შემთხვევაში, ეწვიეთ USAID-ის სოფლის მეურნეობის პროგრამის Facebook გვერდს, jobs.ge, სოფლის მეურნეობის პროგრამის ვებგვერდს (@apgeorgia.org) ან მოგვმართეთ ელ.ფოსტით: grants@apgeorgia.org.

 

 

Last updated: September 17, 2020

Share This Page