ფაქტებზე დაფუძნებული ინფორმაცია ხელს უწყობს დემოკრატიულ განვითარებას

Speeches Shim

ორშაბათი, 19 ივლისი , 2021
Sirusho Antonyan

თავისუფალ მედიას გადამწყვეტი როლი ენიჭება მოქალაქეების საზოგადოებაში ჩართულობის და მათი ინფორმირებულობის მხარდაჭერის მხრივ. ფაქტებზე დაფუძნებული ინფორმაცია ხელს უწყობს დემოკრატიულ განვითარებას და საზოგადოებას COVID-19-ის მსგავსი გამოწვევების გადალახვაში ეხმარება.

სირუშო ანტონიანი ახალციხის ადგილობრივი ტელევიზიის- მე-9 არხის ჟურნალისტია. უკვე წლებია მისი არხი USAID -ის მიერ დაფინანსებულ მედია პროგრამაში იღებს მონაწილეობას, რომელიც დამოუკიდებელ მედია საშუალებებს აღჭურვილობით, ტრენინგებით და ტექნიკური მხარდაჭერით უზრუნველყოფს. ტელევიზიას თავის მხრივ მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს ადგილობრივი მოსახლობის ინფორმირებაში.

ტელეკომპანიის ქართულ და სომხურენოვან მაუწყებლობას სამცხე-ჯავახეთში ყოველდღიურად ათასობით მოქალაქე უყურებს, ხოლო ვებ გვერდის პორტალებს კი თვეში ორასი ათასამდე უნიკალური ვიზიტორი ჰყავს.

სირუშოსთვის მისი პროფესია კარგი შესაძლებლობაა ადგილობრივ მოსახლეობას ფაქტებზე დაფუძნებული ინფორმაცია მიაწოდოს და დაეხმაროს ეთნიკურ უმცირესობის წარმომადგენლებს უკეთ მოახდინონ ქართულ საზოგადოებაში ინტეგრირება.

„ყოველთვის მინდოდა, რომ მთელი ჩემი ძალისხმევა ეთნიკური უმცირესობების ცხოვრების გაუმჯობესებისაკენ მიმემართა. მინდოდა მათთვის მშობლიურ ენაზე მიმეწოდებინა ინფორმაცია, რათა კიდევ უფრო დაცული ყოფილიყვნენ სხვადასხვა წყაროდან მომდინარე პროპოგანდისაგან. ეს სურვილი თანდათან ძლიერ მოტივაციაში გადაიზარდა , რისი დამსახურებითაც ტელეკომპანია „მეცხრე არხი“ ჩემთვის მეორე სახლად იქცა.

USAID-ის მედია პროგრამამ და „მეცხრე არხში“ მუშაობამ მომცა შესაძლებლობა, მეგრძნო ჩემი მნიშვნელობა ეთნიკურად სომეხი მოსახლეობის ყოველდღიურობაში, განვვითარებულიყავი როგორც პიროვნება, შემეხედა სამყაროსათვის სხვა თვალით და გავმხდარიყავი შუამავალი ხალხსა და ახალ ამბებს შორის. ტელევიზია ამ მიმართულებით პირველი ნაბიჯების გადადგმაში დამეხმარა.

ოცნების მისაღწევად საჭიროა გამოვიდეთ ჩვენი კომფორტის ზონიდან და შევეჭიდოთ რაღაც უცხოს, რთულს. შესაძლოა ამან გვაიძულოს უკან დავიხიოთ და დავნებდეთ, მაგრამ სწორად მაშინ უნდა გავბედოთ და გადავლახოთ ჩვენს წინაშე არსებული გამოწვევა, ვიპოვოთ ჩვენს თავში მოტივაცია და ერთ დროს ჩვენთვის წარმოუდგენლად და მიუღწევადად მიჩნეული მიზნები თვალსა და ხელს შუა დაპყრობილ მწვერვალად იქცევა.

Last updated: August 18, 2021

Share This Page