კარტოფილის ძლიერი სექტორის შექმნა ახალგაზრდა ფერმერების გაძლიერებითაა შესაძლებელი

Speeches Shim

ოთხშაბათი, 15 დეკემბერი, 2021
გიორგი ხითარიშვილი თავის მეურნეობაში

25 წლის გიორგი ხითარიშვილი  კარტოფილის მეურნეობას ინოვაციური მეთოდებითა და ტექნოლოგიებით ქმნის. Საჭირო ცოდნა   გიორგიმ USAID-ის მხარდაჭერით მიიღო. ამჟამად USAID 2 300-ზე მეტ ფერმერთან თანამშრომლობს და  ხელს უწყობს მათ გაზარდონ შემოსავლები  ხარისხის გაუმჯობესებით და მავნებლებზე რეზისტენტული კარტოფილის ჯიშის მოყვანით. სამხრეთ საქართველოს  სოფელ ვალეში გიორგი ხითარიშვილის ოჯახს  წლების განმავლობაში  მოჰყავს კარტოფილი. ბავშვობაში გიორგის ფერმერობაზე არ უფიქრი. ეს უბრალოდ მისი  ოჯახის შემოსავლის წყარო იყო. მაშინ არც კი იცოდა, რომ კარტოფილის სექტორი საქართველოს ეკონომიკაში ინოვაციების ცენტრად და ქვეყანაში არსებული ფერმერებისთვის პოტენციურად  მომგებიან სფეროდ იქცეოდა. 

დღეს 25 წლის გიორგი  იმ ახალგაზრდა ფერმერთაგან  ერთ-ერთია, ვისაც თანამედროვე მეთოდებისა და ტექნოლოგიების საშუალებით დიდი რაოდენობის, მაღალხარისხიანი კარტოფილი  მოჰყავს და  მაღალი შემოსავლების მიღება შეუძლია. წელს კარტოფილის მოსავალი  წინა წლებთან შედარებით გაცილებით უკეთესი იყო, რაც ექსპორტზეც აისახა. 2021 წლის პირველ ცხრა თვეში ექსპორტით მიღებულმა შემოსავლებმა 10.35 მილიონი აშშ დოლარი  შეადგინა, რაც ათჯერ აღემატება 2020 წლის შემოსავლებს  (1.04 მილიონ აშშ დოლარს). 

 „წელს კარტოფილის ფასი  გასულ წლებთან შედარებით გაცილებით მაღალია. ჩვენს რეგიონში კარტოფილის მოყვანა ბიზნესის წარმოების კარგი შესაძლებლობაა“- ამბობს გიორგი, რომელმაც გასულ წელს 1,5, ჰექტარზე  50 ტონა კარტოფილი მოიყვანა.

ასეთი უხვი  მოსავლის აღება გიორგიმ კარტოფილის სხვადასხვა ჯიშების - არიზონა, პიკასო და მონალიზა დარგვის შედეგად შესძლო. Ამსთანავე, მოიყვანა მესხურის წითელი და წკრიალა, რომლის მიღებაც USAID-ის მიერ მიწოდებული მაღალხარისხიანი სათესლე ჯიშებით შესძლო.  

გიორგი ერთ-ერთია იმ  2 300-ზე მეტი ფერმერთაგან, ვინც ისარგებლა USAID-ის კარტოფილის პროგრამით საქართველოში. პროგრამა  2019 წელს დაიწყო და მიზნად ისახავს დაეხმაროს საქართველოს კარტოფილის სექტორს გახდეს თანამედროვე და პროდუქტიული  და  მარტივად  ჩაანაცვლოს იმპორტირებული სათესლე ადგილობრივად წარმოებული კარტოფილით. პროგრამა ფერმერებს გააცნობს ინოვაციურ ტექნოლოგიებს და წარმოების მეთოდებს, რაც ხელს შეუწყობს კარტოფილზე არსებული  მზარდი მოთხოვნის  დაკმაყოფილებაა, გაზრდის ფერმერთა შემოსავლებს და შექმნის დამატებით სამუშაო ადგილებს საქართველოს რეგიონებში.

2021 წელს, ზუსტად რგვის სეზონის წინ მიიღო გიორგიმ მონაწილეობა  USAID-ის მიერ ჩატარებულ  ტრენინგში, რომელსაც საერთაშორისო ექსპერტები უძღვებოდნენ.  ტრენინგზე  მიღებული ინფორმაცია გიორგის  მავნებლების და დაავადებათა გავრცელების პრევენციაში და შედეგად მეტი მოსავლის მიღებაში დაეხმარა.

გიორგი  აპირებს  ახლად შექმნილი კარტოფილის მწარმოებელთა ქსელის წევრი გახდეს. Ეს ქსელი USAID-ის მხარდაჭერილი ფერმერთა გაერთიანებაა, სადაც გიორგის   სხვა ფერმერების გამოცდილების გაეცნობის და ახალი საბაზრო კავშირებს დამყარების საშუალება ექნება.

გიორგი და მისი ოჯახი უკვე ამზადებენ სარენგე მასალას შემდეგი სავეგეტაციო სეზონისთვის  და იმედოვნებენ, რომ 2022 წელს კიდევ  უფრო მეტ მოსავალს მიიღებენ. ოჯახი მეურნეობის  გაფართოებას კარტოფილის წარმოების მიმართულებით გეგმავს. 

Last updated: January 14, 2022

Share This Page