#DemocracyDay - USAID– ის მხარდაჭერით შექმნილი სოფელ ოსიაურის სასკოლო სამოქალაქო კლუბი  ადვოკატირებას უწევს  სოფლისა და სკოლის ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას

სამშაბათი, 15 სექტემბერი, 2020
სოფელ ოსიაურის სამოქალაქო კლუბის წევრები

15 სექტემბერი მნიშვნელოვანი დღეა.  საქართველოს მოსწავლეები უბრუნდებიან სკოლებს და ამავდროულად აღნიშნავენ დემოკრატიის საერთაშორისო დღეს.  ისეთი მოსწავლეებისთვის, როგორიც თამთა გამრეკელია, USAID-ის მხარდაჭერით სოფელ ოსიაურში შექმნილი სასკოლო სამოქალაქო კლუბის წევრი, სწავლის პროცესი უწყვეტია.

„აქტიური მოქალაქეობა”, „სამოქალაქო აქტივიზმი”, „ადვოკატირება”  - ეს ის ტერმინებია,  რომელთა მნიშვნელობა ბოლომდე არ მქონდა გაცნობიერებული, სანამ პროგრამა ,,მომავლის თაობა" (USAID-ის წამყვანი სამოქალაქო განათლების პროგრამა საქართველოში) ჩემი ყოველდღიური ცხოვრების მნიშვნელოვანი ნაწილი არ გახდა“ - ამბობს თამთა.

”სამოქალაქო პროექტების განხორციელების პროცესში, ჩვენ გავხდით აქტიური მოქალაქეები, ჩვენ გავიაზრეთ, რომ სწორედ თითოეული ჩვენგანის პასუხისმგებლობაა ამ  ქვეყნის მომავალი და ეს მომავალი სწორედ ჩვენ უნდა შევცვალოთ უკეთესობისკენ; გავაცნობიერეთ, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ჩვენი წვლილი საზოგადოებრივ ცხოვრებაში“.

თამთა და მისი თანამოაზრე სამოქალაქო კლუბის წევრები სწავლობენ თემის საჭიროებების დადგენას და მათ მოგვარებაზე საუბარს, ისინი აქტიურ მოქალაქეებად ყალიბდებიან, რაც საქართველოს  ძლიერი დემოკრატიის შექმნაში დაეხმარება.

ცოტა ხნის წინ,  ოსიაურის სასკოლო სამოქალაქო კლუბის წევრებმა სკოლასა და სოფელში არსებული გარემოს გაუმჯობესების მიზნით ადვოკატირების პროცესი წამოიწყეს. ისინი ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს  შეხვდნენ და ეკოლოგიურ საკითხებთან დაკავშირებით ჩატარებული გამოკითხვის შედეგები გააცნეს. შეხვედრაზე იმსჯელეს, თუ რა ღონისძიებების გატარებაა საჭირო სკოლის გარემოს გასაუმჯობესებლად.

წარმატებული ადვოკატირების კამპანიის შედეგად  ადგილობრივმა ხელისუფლებამ სოფელში ნაგვის ურნები დადგა, ხოლო სკოლას 90 მარადმწვანე ნერგი გადასცა, რომლებიც სკოლის ეზოში და მიმდებარე ტერიტორიაზე დაირგვება.

USAID ამაყობს, რომ მხარს უჭერს ახალგაზრდებს, მათ შორის თამთასა და მის თანამოაზრეებს სასკოლო სამოქალაქო კლუბიდან, რომლებიც თემის საჭიროებების მოგვარებისთვის ზრუნავენ. დემოკრატია მაშინ არის ძლიერი, როდესაც მოქალაქეები ადგილობრივი საკითხების მოგვარებაში არიან ჩართულნი.

 

 

Last updated: September 16, 2020

Share This Page