Georgian Flag

გენდერული თანასწორობა და ქალთა გაძლიერება

Language: Georgian
გენდერული თანასწორობა და ქალთა გაძლიერება განვითარების ძირითადი მიზნები და  ადამიანის უფლებათა საფუძველია, რაც მნიშვნელოვან როლს ასრულებს ეფექტური და მდგრადი განვითარების შედეგების მისაღწევად. USAID-ის მიზანია გააუმჯობესოს საქართველოს მოქალაქეების ცხოვრების ხარისხი, რაც შესაძლებელია გენდერული თანასწორობის ხელშეწყობით. USAID თანამშრომლობს რიგ ინსტიტუციებთან, რათა მხარი დაუჭიროს მეწარმე ქალებს, მისცეს მათ განათლება, ხელი შეუწყოს  ქალი ლიდერების რაოდენობის გაზრდას მთავრობის ეროვნულ, ადგილობრივ და რეგიონალურ დონეებზე; მათ მონაწილეობას სამშვიდობო მოლაპარაკებებში,  პოლიტიკურ პარტიებსა და საკანონმდებლო პროცესებში.
 
მიმდინარე პროექტი
 
ახალგაზრდების სამეწარმეო უნარების,  დასაქმებისა და შემოსავლის გენერირების მხარდაჭერა საქართველოში
სექტემბერი 2015 – სექტემბერი 2021
ფონდი კრისტალი 
http://www.crystalfund.ge(link is external)
პროექტი  საჯარო სექტორისა და კერძო ბიზნესის პარტნიორობის ახალი მოდელია, რომელიც ხელს უწყობს ახალგაზრდების ეკონომიკურ საქმიანობაში მონაწილეობას,  ახალი საწარმოების  შექმნით გზით თვითდასაქმების შესაძლებლობას  და  სხვადასხვა მოწინავე  კომპანიებში  მუშაობის საშუალებას. პროექტი მიზნად ისახავს საქართველოში ახალგაზრდებისთვის ეკონომიკური შესაძლებლობების გაფართოებას, რაც ხელს შეუწყობს  ინოვაციების დანერგვას და მეწარმეობის განვითარებას და თავის მხრივ გაზრდის  დასაქმების შესაძლებლობას  ეკონომიურად მზარდ სფეროებში. ახალგაზრდებს გაუჩნდებათ საკუთარი თავის რწმენა, გახდებიან სხვებისთვის მისაბაძნი,  უფრო აქტიურნი და თავიანთ წვლილს შეიტანენ ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაში.  

Last updated: September 01, 2020

Share This Page