Georgian Flag

გარემო

Language: English | Georgian

სუფთა და ჯანსაღი გარემო მნიშვნელოვანია არამარტო ბუნებრივი რესურსების დასაცავად, არამედ ჯანმრთელი მომავალი თაობების,  სოფლის მეურნეობის და სამუშაო ადგილების შექმნისთვის. USAID-ის პროგრამები მხარს უჭერს გარემოსდაცვითი განათლების მიღებას,  საქართველოს ბუნებრივი რესურსების დაცვას და სწორ მართვას, რაც უზრუნველყოფს  ტყეების, მიწების და წყლის სისტემების ხანგრძლივად შენარჩუნებას და გლობალური კლიმატური ცვლილებების  შემცირებას. 

მიმდინარე პროგრამები:

მყარი ნარჩენების მართვის პროექტი რეგიონებში, ფაზა II (WMTR - II)
კავკასიის გარემოს დაცვის არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელი (CENN)
მარტი 2017 -  მარტი 2020

http://www.cenn.org/
პროექტის მიზანია ნარჩენების მართვის სფეროში საქართველოს კანონმდებლობისა და სტრატეგიული დაგეგმარების გაუმჯობესება სახელმწიფო და მუნიციპალურ დონეებზე; სამიზნე რეგიონებში მდგრადი ნარჩენების მართვის ობიექტების და სამსახურების გაძლიერებასა და საქართველოს ნარჩენების გადამამუშავებელი სექტორის განვითარების ხელშეწყობა. 
პროექტი მხარს უჭერს საქართველოს ძველი და უკანონო ნაგავსაყრელებისათვის დახურვაში, რაც ხელს შეუწყობს ათასობით ჰექტარი ბიოლოგიურად მდიდარი ტერიტორიების მართვის გაუმჯობესებას. შემცირდება გარემოს დაბინძურება, გაუმჯობესდება სანიტარული მდგომარეობა და ადამიანების ჯანმრთელობა. გაიზრდება გადამუშავებული პროდუქციის ხარისხი და რაოდენობაც.

ეროვნული პარკებისა და ეკოტურიზმის პროგრამა
სექტემბერი   2019 – სექტემბერი 2024
The Department of Interior (DOI)
https://www.doi.gov
ეროვნული პარკებისა და ეკოტურიზმის პროგრამა ხელს უწყობს საქართველოს გაუფრთხილდეს და დაიცვას ეროვნული პარკები. ეროვნული პარკები შეუფასებელი რესურსი და ეკონომიკური ზრდის მნიშვნელოვანი წყაროა. პროგრამის მიერ გაწეული ტექნიკური დახმარება ხელს უწყობს ტურიზმს და ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას. 

Last updated: April 28, 2020

Share This Page