Georgian Flag

არჩევნები და პოლიტიკური პროცესები

Language: English | Georgian

2012 წლის 1 ოქტომბერს საქართველოში ისტორიული საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა. არჩევნებში მონაწილეობა მიიღო მოსახლეობის რეკორდულმა რაოდენობამ.  პრეზიდენტმა საკაშვილმა 2003 წლის საპარლამენტო არჩევნებისა და ვარდების რევოლუციით მოპოვებული გამარჯვებიდან დაახლოებით 10 წლის შემდეგ აღიარა, რომ მისი პარტია დამარცხდა ოპოზიციის კოალიციასთან. საქართველოში  მოხდა მთელი რეგიონისთვის სამაგალითო,  ხელისუფლების პირველი  მშვიდობიანი გადაცემა.  USAID მომავალშიც გააგრძელებს საქართველოს საარჩევნო და პოლიტიკური პროცესების მხარდაჭერას.    

მიმდინარე პროგრამები:

პოლიტიკური პროცესების გაძლიერება (SPP)
აგვისტო  2014- იანვარი 2019

ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტი  (NDI)
www.ndi.org
პროგრამის მიზანია საქართველოს პოლიტიკური პროცესების გაძლიერება და ინსტიტუციონალიზაცია, რაც მიიღწევა:  პოლიტიკური პარტიების გაძლიერებით ეროვნულ და ადგილობრივ დონეებზე და საარჩევნო პროცესების დამოუკიდებელი მონიტორინგის გაძლიერებით. NDI მუშაობს პარტიების   ეფექტიანობის გაზრდაზე საკანონმდებლო ორგანოებში (პარლამენტში და საკრებულოებში) და არჩევნების დამოუკიდებელი მონიტორინგის ხელშეწყობაზე.  

 
პოლიტიკური პროცესების გაძლიერება (SPP)
აგვისტო  2014- დეკემბერი 2019
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI)
www.iri.org
პროგრამის მიზანია საქართველოს პოლიტიკურ პროცესების გაძლიერება და ინსტიტუციონალიზაცია,  რაც მიიღწევა: პოლიტიკური პარტიების გაძლიერებით, ეროვნულ და ადგილობრივ დონეებზე და საარჩევნო პროცესების დამოუკიდებელი მონიტორინგის გაძლიერებით. IRI მუშაობს   პოლიტიკური პარტიების გააძლიერებასა და არჩევნების დამოუკიდებელი მონიტორინგის  ხელშეწყობაზე.
 
პოლიტიკური პროცესების გაძლიერება (SPP)
აგვისტო  2014- დეკემბერი 2019
საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდი (IFES)
www.ifes.org
პროგრამის მიზანია: 1) მთავრობის შესაძლებლობების გაზრდა სამართლიანი და თავისუფალი საარჩევნო პროცესების განხორციელებასა და უზრუნველყოფაში; 2)სამოქალაქო ჩართულობის უზრუნველყოფა საარჩევნო და პოლიტიკური პროცესების,  ასევე შესაბამისი რეფორმების განხორციელებაში. 
 

პოლიტიკური და საარჩევნო გარემოს გაძლიერება დემოკრატიისთვის საქართველოში (SPEED)
თებერვალი  2016 – თებერვალი 2019
ISFED

პროექტი მიზნად ისახავს საქართველოში საარჩევნო და პოლიტიკური პროცესების მონიტორინგს   2016 წლის საპარლამენტო, 2017 წლის ადგილობრივ  და 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში SPEED უზრუნველყოფს ამომრჩევლების ინფორმირებას  საარჩევნო პროცესების თაობაზე, რაც უზრუნველყოფს ამომრჩევლების საარჩევნო და პოლიტიკურ პროცესებში აქტიურ ჩართულობის. 

საქართველოში კონკურენტული, სამართლიანი და ინკლუზიური საარჩევნო გარემოს  ხელშეწყობა (2016-2018 წლების საარჩევნო ციკლი) 
თებერვალი  2016 - თებერვალი  2019
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია  (საია)
პროექტი ხელს უწყობს  თანაბრად ხელმისაწვდომ,  კონკურენტულ და გამჭირვალე საარჩევნო პროცესების განხორციელებას საქართველოში. ამასთანავე უზრუნველყოფს პოლიტიკური აქტივისტების წინააღმედეგ მიმდინარე კრიმინალური საქმეების დამოუკიდებელ შეფასებას;  სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან საარჩევნო კანდიდატების წინააღმდეგ მიმართული  ქმედებების დაკვირვებას; და  დამოუკიდებელი კანდიდებისთთვის პოლიტიკურად მოტივირებულ კრიმინალურ და ადმინისტრაციულ საქმეებზე იურიდიული დახმარების გაწევას.

პოლიტიკური პარტიების დაფინანსების მონიტორინგი და არჩევნების დროს ადმინისტრაციული რესურსების არასწორად გამოყენება
თებერვალი  2016 - თებერვალი  2019

საერთაშორისო გამჭირვალობა-საქართველო
პროექტის მიზნია განახორციელოს კონტროლი იმაზე, თუ რამდენად გამჭვირვალეა  საარჩევნო კამპანიის და პარტიების დაფინანსება და  საარჩევნო პროცესებში ადმინისტრაციული რესურსების გამოყენება.

 

Last updated: September 09, 2019

Share This Page