Georgian Flag

განათლება

Language: English | Georgian

მიმდინარე პროგრამები: 

მომავლის თაობა (Future Generation)
ივნისი  2014-დეკემბერი 2020       
პროექტი ჰარმონია
www.civics.ge(link is external)
პროგრამის მიზანია ხელი შეუწყოს საშუალო სკოლის სამოქალაქო განათლების სასწავლო პროგრამის ინსტიტუციონალიზაციას და ახალგაზრდების სამოქალაქო ჩართულობას.  ამ მიზნით პროექტი თანამშრომლობს  განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან, სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმთან  და სხვა დაინტერესებულ მხარეებთან.
 

USAID-ის ზოგადი განათლების პროგრამა
იანვარი 2020 – იანვარი 2024
RTI International

www.rti.org
USAID-ის ზოგადი განათლების პროგრამა საქართველოს მთავრობის პრიორიტეტების გათვალისწინებით, მიზნად ისახავს მდგრადი, ინკლუზიური და მოსწავლეზე ორიენტირებული საგანმანათლებლო რეფორმების განხორციელებას.  პროგრამა გეგმავს  თანამედროვე სასწავლო მეთოდების შემოღებას და  ინტერაქტიული სასწავლო პროგრამების დანერგვას, რაც ხელს შეუწყობს მოსწავლეთა წიგნიერების, მათემატიკური აზროვნების, ამოცანის ამოხსნის და კრიტიკული აზროვნების უნარების განვითარებას.  ამასთანავე სკოლებში დაინერგება  ეთნიკური უმცირესობებისა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მოსწავლეთა  საჭიროებების შესაბამისი სწავლების მეთოდები. პროგრამა შექმნის ეთნიკური უმცირესობებისთვის ხელმისაწვდომ  სასწავლო რესურსებს მათ  მშობლიურ და ქართულ ენებზე. პროგრამის ფარგლებში გადამზადდებიან დაწყებითი სკოლების ის პედაგოგები, რომლებიც იმუშავებენ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მოსწავლეებთან.    ზოგადი განათლების პროგრამა განხორციელდება  უნივერსიტეტებთან და რეგიონულ არასამთავრობო ორგანიზაციებთან თანამშრომლობით, ხელს შეუწყობს ამ ინსტიტუციებს ხარისხის სტანდარდის ამაღლებას და მათ ჩართულობას ზოგადი განათლების სისტემაში.

 

Last updated: April 28, 2020

Share This Page