Georgian Flag

ეკონომიკური ზრდა

Language: English | Georgian

USAID-ის პროგრამები საქართველოში მიზნად ისახავს ქვეყანაში თანაბარ და მდგრად ეკონომიკურ ზრდას,  გაუმჯობესებულ ეკონომიკურ მმართველობას, მეტ კონკურენტუნარიანობას და დასაქმებას, საქართველოს ბუნებრივი რესურსების გონებრივად მართვას, ხელმისაწვდომ ხარისხიან განათლებას, ინვესტიციების განხორციელებას ენერგეტიკასა და ინფრასტრუქტურაში, ასევე ქალთა თანაბარი უფლებების და გაძლიერების მხარდაჭერას.

საქართველოს მნიშვნელოვანი ეკონომიკური უპირატესობა აქვს, სტრატეგიული რეგიონალური გეოგრაფიული მდებარეობა, სიახლოვე საერთაშორისო ბაზრებთან და მნიშვნელოვანი ბუნებრივი რესურსები. სამწუხაროდ,  სახელმწიფოსთვის რთული აღმოჩნდა ბაზარზე მორგებულ ეკონომიკაზე გადასვლა. USAID-ის მიმდინარე პროექტები მიზნად ისახავს საქართველოში ეკონომიკურ ზრდას და თანამედროვე საბაზრო ეკონომიკის მოთხოვნების დაკმაყოფილებას.

მიმდინარე პროექტები:

პროექტი  „ზრდა“ საქართველოში
მარტი
2016 – მარტი 2021
Chemonics International Inc.

პროექტი ზრდა მიზნად ისახავს მდგრადი ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობას სამიზნე რეგიონებში. ზემოაღნიშნულის მისაღწევად, პროექტი განახორციელებს შემდეგ ინიციატივებს: მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოების განვითარება; სოფლის მოსახლეობის შემოსავლების ზრდის ხელშეწყობა; მეწარმეებსა და მყიდველებს შორის საბაზრო ურთიერთობების ჩამოყალიბება და განვითარება; ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობა ბიზნეს კავშირების დამყარებისა და გაძლიერების მეშვეობით.  ზრდა მუშაობს ადმინისტრაციულ საზღვრისპირა და ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ 81 თემში. პროექტის განხორციელების შედეგად სამიზნე თემებში შეიქმნება 2 400 სამუშაო ადგილი, 800 მცირე და საშუალო საწარმო გაზრდის გაყიდვებს, ადგილობრივი 13 2000 ოჯახს გაეზრდება შემოსავლები და მნიშვნელოვნად გაძლიერდება ადგილობრივი მოსახლეობის ეკონომიკური მდგომარეობა.

მმართველობა განვითარებისათვის  (G4G) პროექტი საქართველოში
აგვისტო 2014 – აგვისტო 2019
Deloitte Consulting LLP

პროექტი ითვალისწინებს საქართველოს ეკონომიკური მმართველობის გაუმჯობესებას ბიზნეს გარემოს, წყლის  რესურსების მართვის, ენერგო ვაჭრობის მექანიზმის და საქართველოს ელექტროენერგიის ბაზრის მოდელის 2015 გაუმჯობესებით.  G4G გააძლიერებს საქართველოს მთავრობის ინსტიტუციებს, რათა შემუშავდეს, განხორციელდეს და გაძლიერდეს რეფორმები. პროექტი ასევე ხელს შეუწყობს კერძო სექტორის, სამოქალაქო საზოგადოებისა და საქართველოს მთავრობის თანამშრომლობას რეფორმების დაგეგმვის, განხორციელებისა და აღსრულების კუთხით.   G4G-ის წარმატების მთავარი მიზეზი იქნება  მთავრობას, კერძო სექტორსა და სამოქალაქო საზოგადოებას შორის ინკლუზიური და კონსტრუქციული დიალოგის მხარდაჭერა.

საქართველოში თხილის წარმოების გაუმჯობესების პროექტი (G-HIP) 
დეკემბერი 2015 – დეკემბერი 2020
Cultivating New Frontiers in Agriculture (CNFA)

პროექტი განხორციელდება, როგორც საჯარო და კერძო ალიანსი USAID, Ferrero და CNFA-ს შორის, რომლის შედეგადაც თითოეული პარტნიორის ფინანსური და ტექნიკური დახმარება ხელს შეუწყობს თხილის სფეროში საჯარო და კერძო სექტორების განვითარებას.    G-HIP  შეიქმნება, განვითარდება და განხორციელდება ერთობლივი, ალიანსის ძალებით. G-HIP ალიანსი გამოიყენებს ბაზარზე დაფუძნებულ მიდგომებს, ხოლო USAID-ის მხარდაჭერით გაიზრდება საქართველოში წარმოებული თხილის ხარისხი და რაოდენობა, გაუმჯობესდება  გადამამუშვებელი საწარმოების შესაძლებლობები და დამყარდება საბაზრო ურთიერთობები, რომლის შედეგადაც მცირე ფერმერებს შესაძლებლობა ექნებათ დაუკავშირდნენ მათთვის შემოსავლიან ბაზრებს.

ახალგაზრდების სამეწარმეო უნარებისდასაქმებისა და შემოსავლის გენერირების მხარდაჭერა საქართველოში
სექტემბერი 2015 – სექტემბერი 2021
ფონდი კრისტალი 
http://www.crystalfund.ge
პროექტი  საჯარო სექტორისა და კერძო ბიზნესის პარტნიორობის ახალი მოდელია, რომელიც ხელს უწყობს ახალგაზრდების ეკონომიკურ საქმიანობაში მონაწილეობას,  ახალი საწარმოების  შექმნით გზით თვითდასაქმების შესაძლებლობას  და  სხვადასხვა მოწინავე  კომპანიებში  მუშაობის საშუალებას. პროექტი მიზნად ისახავს საქართველოში ახალგაზრდებისთვის ეკონომიკური შესაძლებლობების გაფართოებას, რაც ხელს შეუწყობს  ინოვაციების დანერგვას და მეწარმეობის განვითარებას და თავის მხრივ გაზრდის  დასაქმების შესაძლებლობას  ეკონომიურად მზარდ სფეროებში. ახალგაზრდებს გაუჩნდებათ საკუთარი თავის რწმენა, გახდებიან სხვებისთვის მისაბაძნი,  უფრო აქტიურნი და თავიანთ წვლილს შეიტანენ ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაში.  

ევროკავშირის ფიტოსანიტარული სტანდატრების დანერგვა საქართველოში                              
სექტემბერი
2017 - აპრილი 2019
People In Need (PIN)                                                                                                           

პროექტი ხორციელდება  USAID-ის  და ჩეხეთის განვითარების ფონდის მხარდაჭერით. კერძოდ, ჩეხური არასამთავრობო ორგანიზაციის  People In Need  და ჩეხეთის რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის ზედამხედველობისა და ტესტირების ცენტრალური ინსტიტუტის მიერ.  პროექტი ხელს შეუწყობს  სურსათის ეროვნული სააგენტოს ინსტიტუციური შესაძლებლობების გაზრდას და  რეგიონებში ახალი ფიტოსანიტარული სტანდარტების შემოღებას. განხორციელდება საზოგადოებასთან ურთიერთობის კამპანია.

სესხის პორტფოლიოს გარანტია 
სექტემბერი
2015 – სექტემბერი 2022
TBC Bank 

www.tbcbank.ge
USAID-ის სესხის პორტფოლიოს გარანტიის დახმარებით TBC ბანკს მიეცა საშუალება საქართველოში  აგრობიზნესებისთვის გაეხსნა 15 მილიონ დოლარამდე მოცულობის საკრიდეტო ხაზი. აღნიშნული პროექტი ხელს შეუწყობს კერძო ბიზნესის განვითარებას  და წაახალისებს ქვეყანაში ეკონომიკურ ზრდას.

USAID-ს სოფლის მეურნეობის პროგრამა 
სექტემბერი 2018 - სექტემბერი 2023
Cultivating New Frontiers in Agriculture (CNFA)

პროგრამის მიზანია, მდგრადი საბაზრო სისტემების დანერგვის გზით ხელი შეუწყოს  სოფლის მეურნეობის იმ დარგების განვითარება, რომლებსაც გააჩნია სამუშაო ადგილების შექმნისა და საწარმოების  შემოსავლების ზრდის პოტენციალი.  კერძოდ იმ საწარმოებს რომლებიც აწარმოებენ  და გადაამუშავებენ ხილს, ბოსტნეულს, მწვანილს და  სოფლის მეურნეობის  სხვა მაღალხარისხიან პროდუქტებს.  პროგრამა დასახულ მიზნებს მიაღწევს პროდუქტების სწორი გადამუშავებით,  შენახვით და სხვა აუცილებელი ტექნოლოგიების გამოყენებით, რაც ფერმერს საერთაშორისო  სტანდარტების დაკმაყოფილების და სათანადო სერტიფიკატების მიღების საშუალებას მისცემს. პროექტი ხელს შეუწყობს სოფლის მეურნეობის ღირებულებათა ჯაჭვში დაინტერესებული კომპანიებს კავშირების გაძლიერებას. ხელს შეუწყობს ახალ ბაზრებთან, კოოპერატივებთან, ექსტენსიის და სხვა მომსახურეობის მიმწოდებელ კომპანიებთან, ასოციაციებთან და ორგანიზაციებთან კავშირის დამყარებას.   

 

Last updated: September 09, 2019

Share This Page