Georgian Flag

ანგარიშვალდებული მმართველობის მხარდაჭერა

ენა : English | Georgian

Speeches Shim

ანგარიშვალდებული მმართველობის მხარდაჭერა

2020-2025 წწ. განვითარებისა და თანამშრომლობის სტრატეგიის საფუძველზე USAID გააფართოებს და გააღრმავებს საქართველოს მთავრობასთან, საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციებთან და  სამოქალაქო საზოგადოების ადგილობრივ ორგანიზაციებთან პარტნიორობას, რაც მიზნად ისახავს საქართველოს ანგარიშვალდებულ დემოკრატიულ ქვეყნად გარდაქმნას, რომელიც ყველა დონეზე, მათ შორის სახელმწიფო და მუნიციპალურ დონეებზე, დაფუძნებულია კანონის უზენაესობაზე, გამჭირვალობასა და ანგარიშვალდებულებაზე. განვითარებისა და თანამშრომლობის  სტრატეგია ასახავს იმ პროგრესს, რომელსაც საქართველომ უკვე მიაღწია ეროვნულ დონეზე ინსტიტუციური შესაძლებლობების განვითარების მიმართულებით, USAID-ის პროგრამები ანგარიშვალდებული დემოკრატიის მხარდაჭერაზეა ორიენტირებული და გულისხმობს  პოლიტიკური მონაწილეობის მხარდაჭერას, რაც მოქალაქეებს საშუალებას აძლევს მთავრობისა და არჩეული  ხელისუფლებისგან  მოითხოვონ მოსახლეობის პრიორიტეტებისა და ინტერესების უკეთ დაიცვა.  USAID-ის დემოკრატიის, ადამიანის უფლებების და მმართველობის პროგრამები  ხელს შეუწყობს ახალგაზრდების, ქალების, ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების და სხვათა გაძლიერებას.  

ანგარიშვალდებული მმართველობის მხარდამჭერი პროგრამები

USAID/საქართველოს დაფინანსებით ადგილობრივი და საერთაშორისო პარტნიორები ბევრ პროგრამას ახორციელებენ ქვეყნაში. ეს პროგრამები მიზნად ისახავს ანგარიშვალდებული დემოკრატიის, კანონის უზენაესობის მხარდაჭერას, თანაბარ ხელმისაწვდომობას მართლმსაჯულებასა და ადამიანის უფლებების დაცვაზე, გამჭირვალე და ანგარიშვალდებულ მმართველობას. USAID/საქართველოს პროგრამების შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ჩვენი პროგრამების გვერდებს.

 

Last updated: January 06, 2022

Share This Page