Georgian Flag

გამჭირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობა

Language: English | Georgian

ძლიერ და ეფექტურ დემოკრატიას გამართული კანონიერი  სტრუქტურა, ინსტიტუციები და სისტემა სჭირდება, რაც  მთავრობის ანგარიშვალდებულების, გამჭირვალობის, კონტროლისა და ბალანსის წინაპირობაა. განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება მოქალაქეების ჩართულობას და ინფორმაციის  თავისუფლად გავრცელებას, რაც უზრუნველყოფს მთავრობის ანგარიშვალდებულებას და გამჭირვალობას და შესაბამისად  ხელისუფლების ლეგიტიმურობას და ეფექტურობას.

USAID გააგრძელებს საქართველოში გამჭირვალობის, ანგარიშვალდებულების და ეფექტური მმართველობის გაძლიერებას, მათ შორის საკანონმდებლო და აღმასრულებელ დონეებზეც და ხელს შეუწყობს მოქალაქეების ჩართულობას და საზოგადოების ინფორმირებულობას.

მიმდინარე პროგრამები:

დემოკრატიული მმართველობის ინიციატივა (GGI)
იანვარი  2015 – იანვარი 2020
Tetra Tech ARD
პროექტის მიზანია არსებული საჯარო ინსტიტუტების ადმინისტრაციული და ფინანსური მართვის გაუმჯობესება; მთავრობის გამჭირვალობის გაზრდა; პოლიტიკის შემუშავების,  საკანონმდებლო პროცესის და  მთავრობის ინსტიტუციური ზედამხედველობის გაძლიერება.
 
მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის (M-TAG) 
სექტემბერი 2014–სექტემბერი 2019
საერთაშორისო კვლევისა და გაცვლების საბჭო (IREX)
www.irex.org
საქართველოს მედია სექტორის მხარდასაჭერად პროექტი „მედია გამჭირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისათვის“ (M-TAG) მუშაობს ჟურნალისტების უნარ-ჩვევების გაძლიერებაზე,  რათა მედიამ მოამზადოს ობიექტური და ეთიკური რეპორტაჟები საზოგადობისთვის საინტერესო თემებზე და გაავრცელოს ინფორმაცია საქართველოს ტერიტორიაზე, მათ შორის ოკუპირებულ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში. ამავდროულად  პროექტი ხელს უწყობს  რეგიონალური მედიის ფინანსურ გამჭირვალეობასა და მდგრადობას. 
 
მომავლის თაობა (Future Generation)
ივნისი  2014-ივნისი 2020       
პროექტი ჰარმონია
http://www.civics.ge
პროგრამის მიზანია ხელი შეუწყოს საშუალო სკოლის სამოქალაქო განათლების სასწავლო პროგრამის ინსტიტუციონალიზაციას და ახალგაზრდების სამოქალაქო ჩართულობას.  ამ მიზნით პროექტი თანამშრომლობს  განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან, სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმთან  და სხვა დაინტერესებულ მხარეებთან.
 
(ადამიანის და ინსტიტუციური შესაძლებლობების განვითარება) (HICD) 2020
სექტემბერი 2015– სექტემბერი 2020
Mendez England & Associates
www.hicd2020.ge
პროექტის მიზანია საქართველოში USAID-ის სტრატეგიული პარტნიორი ორგანიზაციების ადამიანური და ინსტიტუციური შესაძლებლობების გაუმჯობესება. აღნიშნული ორგანიზაციები შეიძლება იყოს სამთავრობო, არასამთავრობო, ან მომგებიანი როგორც  კერძო, ასევე საჯარო სექტორებში. HICD 2020 თანამშრომლობისთვის შერჩეულ ორგანიზაციებს ეხმარება ისეთი პრობლემების გადაჭრაში, როგორიცაა   არაეფექტური ბიზნეს პროცესები, არათანმიმდევრული სტრატეგიული გეგმები,  ბიუროკრატიულ-პროცედურული დაბრკოლებები, არასათანადოდ  განვითარებული ადამიანური რესურსები, ფინანსური მართვის სისტემები,  სუსტი კავშირი თანამშრომლებსა და ხელმძღვანელებს  შორის და კომუნიკაციის დაბალეფექტიანი სტრატეგიები.
 
სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების (CSO) შესაძლებლობების გაძლიერება და სამოქალაქო საზოგადოების განვითარებისა და მოქალაქეების ჩართულობის პროექტი (ACCESS)
სექტემბერი 2014–სექტემბერი 2019
აღმოსავლეთ - დასავლეთის  მართვის ინსტიტუტი  (EWMI) 
www.ewmi.org                        
პროექტის მიზანია მოქალაქეების ცნობიერების ამაღლება და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების ღონისძიებებში მონაწილეობა; მათი მართვის, ორგანიზაციული ქმედითუნარიანობის და მდგრადობის გაუმჯობესება.

Last updated: April 28, 2020

Share This Page