ენა

კერძო სექტორს მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს სა ქართველოს განვითარებაში, როგორც ინკლუზიური ეკონომიკური ზრდის წახალისებით, ასევე ძლიერი საზოგადოებისა და ანგარიშვალდებული დემოკრატიის ხელშეწყობით. აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID) მზადაა ითანამშრომლოს კერძო კომპანიებთან, რადგან მიგვაჩნია, რომ კერძო სექტორი იდეების, ინოვაციის, გამოცდილების, ადვოკატირებისა და ინვესტიციების დინამიკური წყაროა. გიწვევთ ურთიერთ სასარგებლო პროექტებზე თანამშრომლობისთვის. ეს პროექტები შესაბამისობაში იქნება როგორც თქვენ ბიზნეს ინტერესებთან, ისე საქართველოს მდგრადი განვითარების მიზნებთან. ერთად, ჩვენ უფრო მეტს შევძლებთ. კერძო სექტორთან თანამშრომლობით უკვე მნიშვნელოვან შედეგებს მივაღწიეთ. 2020 წელს, ერთობლივი პროექტების შედეგად, ადგილობრივმა ბიზნესებმა 20 მილიონი აშშ.  დოლარის შემოსავალი მიიღო, შეიქმნა 3400 ახალი სამუშაო ადგი ლი, საქართველოს განვითარების მიზნების ხელშესაწყობათ კერძო ინვესტიციების ოდენობამ 6,4 მილიონ აშშ. დოლარს მიაღწია.